ის მუსიკა იყო

ეს ამბავი არც ისე დიდიხნის წინ მოხდა, თუმცა ახლა თითქოს ყველას მიავიწყდა.

მასზე ბევრი არ ვიცი, ასე რომ ვერ გეტყვი მისი ცხოვრების ყველაზე წვრილ დეტალებს, თუმცა აჯობებს ეს ამბავი სულ, სულ თავიდან დავიწყო.
ზამთრის ცივი საღამო იდგა…
– არა, ყინულივით ცივი. ისეთი ცივი, რომ არცერთი ჭკუათმყოფელი გარეთ გასვლაზე არ იფიქრებდა. ყველა სახლისკენ მიიჩქაროდა. აი ასეთ სიცივეში, ქუჩაში მაინც თბილოდა.
– ვერ გავიგე… თუ თბი..
– მაცალე და გაიგებ! ხო, მართალი ხარ, უცნაური იყო… ციოდა და თან თბილოდა. ჰაერი ცივი იყო, ხალხს ხელები ეყინებოდა, მაგრამ ის მაინც იდგა იქ და სითბოს ჩუქნიდა ყველას.
– ვინ? ვინ იდგა? ვერ გავიგე..
– ან მაცლი, ან აღარ მოვყვები!
გაჩუმდა და სმენად გადაიქცა
– მოკლედ იმას ვამბობდი, რომ ციოდა, მაგრამ ის ათბობდა არემარეს. რითი? არის ერთი რამ, რომელიც მუდამ გვათბობს, ყველაფერზე მეტად. ჰანგები, რომელიც არ დამავიწყდება…. ჰო … მუსიკა… ის იდგა და უკრავდა, უკრავდა თავდავიწყებით, იქამდე სანამ უკანასკნელი გამვლელიც არ ჩაუვლიდა. მერე აიღებდა შალითას, ჩადებდა მუქ წითელ გიტარას შიგნით და წავიდოდა. მე არასდროს დამინახავს ის დილით, რატომღაც სულ საღამოს მოდიოდა და ასე, შუაღამემდე უკრავდა. ეს მეორდებოდა ყოველდღე, გაუჩერებლივ. იმ ქუჩაზე ხშირად დავდიოდი. მიმიხაროდა რადგან  ვიცოდი, რომ ის იქ იქნებოდა, თავისი მუქი წითელი გიტარით და სიმღერით შემხვდებოდა. ვიცოდი, რომ იმ ქუჩაზე მუსიკა ცხოვრობდა ამიტომაც მიხაროდა იქ მისვლა. მის ფეხებთან შალითა იდო, რომელშიც ხალხი ხურდას ყრიდა. მე კი ერთხელაც არ ჩამიგდია იქ თუნდაც 5 თეთრი….
– რატომ? – ვეღარ მოითმინა, ნაჩქარევად მკითხა და ისევ მიყუჩდა.
– რატომ?… განა მე ვიცი? ერთხელ გადავწყვიტე… მაგრამ არ გამიკეთებია….
– რატომ?? *რატომ?* ჰეი, აქ ხარ? ეეე გამოფხიზლდი, აქ ხარ?
– კი კი, ჰა, რა მკითხე? რატომ? რა მნიშვნელობა აქვს ამას შენთვის? შემიძლია გავაგრძელო?
– ხო, ბოდიში
– მისი დანახვა მარტო მე არ მიხაროდა. ის უყვარდა ხალხს, მას მუსიკა უყვარდა. ხალხსაც უყვარდა მუსიკა და ამიტომ უყვარდათ ისიც. ერთხელ….. მახსოვს ერთხელ იმ ქუჩაზე, რომ მივდიოდი თვალებში შევხედე. ღრმა, სევდიანი და ზღვასავით ლურჯი თვალები ჰქონდა. შევხედე და ასე მეგონა მის სულში ჩავიხედე. მისი სული კი მელოდიად მომეჩვენა, ხო… არ ვიცი… ჩემთვის ის იყო მუსიკა, მისი თვალები კი ამას ყველაზე კარგად ამბობდნენ.
– როგორი იყო?
– ის? ჰაჰა.. ის სხვანაირი იყო, ყველასგან გამორჩეული. აი რომ გენახა., სულ ერთი წამით მაინც რომ გენახა მიხვდებოდი…. ტანზე ნაცრისფერი, მუხლებამდე პალტო ეცვა, ადვილად შეატყობდი, რომ დროს მასზე თავისი კვალი დაეტოვებინა. ნაქსოვი ქუდი ეფარა, ხელებზე თეთრი, უთითებო ხელთათმანები ეცვა, ამ ყველაფერს ჯინსის შარვალი და შავი ფესაცმელებიც დაუმატე და ვუალა, ის არის, ახლაც თვალწინ მიდგას…
მასზე არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ მე მეგონა, რომ მისი ცხოვრების ყოველი დეტალი ვიცოდი. თუმცა მას ვერასდროს წარმოვიდგენდი სხვა ადგილას, გარდა იმ ქუჩისა, სადაც მე მუსიკას მჩუქნიდა.
იცი ერთხელ რა მოხდა? ახლაც მეღიმება ამის გახსენებაზე. ერთხელ, როდესაც იმ ქუჩაზე მივდიოდი, ღიღინი დავიწყე. ძალიან მეჩქარებოდა და გული მწყდებოდა, რადგან მხოლოდ ძალიან ცოტახნით მოვუსმენდი მას. მივუახლოვდი და დათბა, ისე მღეროდა, ისე… ოჰ ნეტა შენც მოგესმინა…. ერთი სიტყვით ის–ის იყო გავცდი მას, რომ უეცრად რაღაც საოცრება მოხდა……ის მღეროდა. მღეროდა იმას რასაც მე. იცი? .. არა, არ იცი, ალბათ ვერც გაიგებ რა ვიგრძენი მაშინ. ძალა წამერთვა, ვერ მოვბრუნდი, ვერ შევხედე, ვერ შევძელი, თუმცა გავაგონე, ბოლო ფრაზა მე წავიღიღინე, შედარებით ხმამაღლა, ისე, რომ მას გაეგო და არც მახსოვს ისე წამოვედი იქიდან. მხოლოდ მაშინ ვიგრძენი მუსიკის სითბო, მაშინ ვიგრძენი რა ბედნიერება იყო, როდესაც ის იყო ჩემში და მე ვიყავი მასში…..
დიდი პაუზის შემდეგ ისევ დაარღვია სიჩუმე
– მერე? მერე რა მოხდა?
– მერე არაფერი, მე ისევ დავდიოდი იმ ქუჩაზე და ისიც ისევ ისე უკრავდა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ……….იცი თვალებში კიდევ ერთხელ ჩავხედე. უფრო სევდიანები იყვნენ, დაღლილები, დაქანცულები, ყველაფრისგან, ყველაფრით. მის ყოველ დანახვაზე ვგრძნობდი, რომ იცვლებოდა, სევდა ემატებოდა, ნაცრისფერი პალტო უფრო მეტად ეცრიცებოდა, მინდოდა მივსულიყავი, მენუგეშებინა, მაგრამ არასდროს მივსულვარ. ისე მე ბევრი რამე მინდოდა….თუმცა არცერთი გამიკეთებია.
– მაინც რა გინდოდა ასეთი?
– მინდოდა…ისევ ისე წამეღიღინა და ამყოლოდა, როგორც მაშინ, მხოლოდ ერთხელ მოხდა; მინდოდა მისთვის გამეღიმა, მაგრამ ყოველთვის როცა ამას დავაპირებდი, მაშინ შევეჩეხებოდი მის სევდიან თვალებს და ღიმილი პირზე მეყინებოდა; მინდოდა რაიმე მეთქვა, ისეთი რამ რითიც იმ სევდას მისი თვალებიდან მოვაშორებდი, მაგრამ სიტყვები არასდროს მყოფნიდა.. ვერ ვეუბნებოდი. ვერაფერს.
– სულ ვერაფერს?
– ხო, სულ ვერაფერს და ერთხელაც ის იქ აღარ იყო. აღარ დამხვდა. სიცარიელე იყო, ციოდა, არა, ყინავდა. აღარავინ ათბობდა იქაურობას. რა აღარ ვიფიქრე. ბოლოსდაბოლოს მუსიკა ხომ არ ქრება, მეც მისი წასვლა თუ გაქრობა ვერ დავიჯერე. არ მჯეროდა. ისევ ყოველდღე მივდიოდი იმ ქუჩაზე და ვეძებდი. რატომღაც მეგონა, რომ იქ დამხვდებოდა…. რთულია….
– მერე? – ისე მკითხა, მივხვდი, რომ მანაც იგრძნო.
– არაფერი. ის აღარ გამოჩენილა. საშინლად მომენატრა. ძალიან ძალიან მინდოდა, რომ სულ ერთხელ მაინც გამეგონა მისი ხმა. მციოდა, თან ძალიან მციოდა.
– რა მოუვიდა?
– არ ვიცი, ხალხი ბევრ რამეს ამბობდა. ზოგი ამობობდა მობეზრდა აქ დგომა და წავიდაო, მაგრამ მე ვიცოდი, რომ “აქ დგომა” მას არასდროს მოსწყინდებოდა. ზოგი იძახდა სამუშაო იშოვა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლადო, თუმცა მე არც ეს მჯეროდა. მე ის ვერ წარმომედგინა ჩარჩოებში მოქცეული. ის თავისუფალი იყო, ასეთი დაიბადა და ასეთი……
– მოკვდა? – უეცრად შეჰყვირა
– ნუ.. ნუ ამბობ მაგას. ის არასდროს… არასდროს…. არა…………….
(ისევ ხანგრძლივი პაუზა)
– იცი ხანდახან რა კითხვა მიჩნდება? რა ვიყავი მე მისთვის და რა იყო ის ჩემთვის. მე მასზე ახლობელი არავინ მყავდა, არავინ მყავს და არც არავინ მეყოლება. მე კი მისთვის ვიყავი მესაიდუმლე. მეუბნებოდა, მიყვებოდა, თუმცა ამას ვერ ხვდებოდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი…..ოოხ…!! შენ რომ არა, შენ რომ არა. შენ, რომ ასეთი არ იყო….
– მე? მე რატ….. ხო, მართალი ხარ. მე… – მიხვდა
–  წადი დამტოვე, ისედაც მეყოფა შენთან ლაპარაკი, ასე მგონია გავგიჟდი. უკვე საკუთარ თავს ვესაუბრები და… ისიც მესაუბრება…
– მაპატიე
– ხო, წადი
________________________________________________

მაპატიე…. შენ, შენ არაღ უკრავდი. მეც უკან, ჯიბეში ჩავიყარე ის ხურდა. ვიღაცას ესაუბრებოდი და… აღარ უკრავდი, ამიტომ გადავიფიქრე… მე ხომ არ მინდოდა… შენ .. ხომ…. აღარ ….უკრავდი….. მაპატიე, თუ გესმის……. მაპატიე….

უბრალოდ ცუდი ჩვევები

ოდესმე თქვენს თავზე შეგიმჩნევიათ ისეთი რამ რაც ყოველთვის შეუმჩნეველი რჩება? დარწმუნებული ვარ შეგიმჩნევიათ ის ცუდი და ხშირად შემაწუხებელი ჩვევები, რომლებიც ყველა ჩვენგანს აქვს, თან არაერთი. ჩემი სია იმხელა იყო გადავწყვიტე მისი შემოკლება და სულ რაღაც 10-მდე დავიყვანე, მნიშვნელობისდა მიხედვით. აი ისინიც:
1. თმასთან თამაში – საშინელი ჩვევა, რომელიც ბავშვობიდან თან დამყვება. დავდივარ, ვკითხულობ, ვზივარ, ვლაპარაკობ, ვჭამ თუ ვსვამ თმას ყოველთვის თითებში ვათამაშებ. (ახლაც). ვცადე მოცილება, მაგრამ არ გამოდის, მიჩვეული ვარ და ვერ ვიცილებ. ნერვოზი.
2. ძალიან ხშირად ვიყენებ ”ხო”-ს – არ ვიცი ვის ვეთანხმები, ჩემს თავს თუ იმას ვისაც ვესაუბრები, მაგრამ ხო… მაინც ვერ ვხვდები რა არის ამაში ცუდი. ხო…და მერე რა, მარტო მე კი არ ვარ ასე. არა? ხო?
3. სწრაფი საუბარი – ძალიან სწრაფი საუბარი :დ იმდენად სწრაფი, რომ მინიმუმ ორჯერ მაინც მიწევს ერთი და იმავე წინადადების გამეორება.
4. არ მიყვარს არაპუნქტუალური ადამიანები, თუმცა ამასთან ერთ-ერთი მე ვარ – რაც არუნდა ადრე გავიდე სახლიდან სულ ვაგვიანებ. დიდი ხნით არა, რამდენიმე წუთით, მაგრამ ზუსტად მაშინ, როდესაც ის წუთებიც ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ ვიგვიანებ არ ვიცი, არა მართლა არ ვიცი.
5. საქმის გადადება – როგორ ვერ ვიტან ამ ჩვევას. არადა ისე მშვიდად ვარ იმ მომენტში, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებ. თუ ათის ნახევარია და სადმე მაქვს დასარეკი, აუცილებლად უნდა დავამრგვალო ციფრი და 10ზე უნდა დავრეკო, შემდეგ ეს თარიღი ისევ უვადოდ გადაიწევს და ა.შ სანამ საქმე საქმეზე არ მიდგება და იძულებული არ ვიქნები, რომ ტელეფონი ავიღო და ახლა უკვე *მართლა* დავრეკო იქ სადაც ერთი კვირის წინ უნდა დამერეკა.
6. ფიქრი და ნერვიულობა – თითქოს ორივე ადამიანური ჩვევაა, მაგრამ ჩემთვის ამ ორზე არაადამიანური არაფერია ქვეყანაზე. ორივეს არაადამიანური სიხშირით ვაკეთებ, თან უმიზეზოდ. მეორეს უფრო არ აქვს მიზეზი ვიდრე პირველს, თუმცა პირველი მეორედან გამომგინარე ხდება, ან პირიქით ჯერ პირველი მომყავს სისრულეში, მერე მეორე და მერე ორივეს ერთად ვაკეთებ. ხანდახან ჩემი თავი ამ სფეროში სუპერმენი მგონია :/.
7. ჩემს ნამდევილ სახელზე, ე.ი რაც დაბადების მოწმობაში მიწერია, არ ვრეაგირებ – ბავშვობიდან მქვია ნანუკა, ასე მეძახის ყველა (ოდნავ აბრუნებენ სხვადასხვანაირად) და არ ვარ მიჩვეული სახელ ”ნანას”. არ ვიცი რამდენად ცუდია, რადგან ეს მხოლოდ მაშინ მაწუხებს, როდესაც ვინმემ, ვისაც ხშირი ურთიერთობა აქვს ჩემთან, რა თქმა უნდა იცის ჩემი სახელი და მაინც ”ნანას” მეძახის. არ ვგულისხმობ მასწავლებლებს, ისინი მაინც ყოველთვის იმას გეძახიან, რასაც ჟურნალში კითხულობენ, ან საერთოდ გვარით მოგმართავენ.
8. ტკბილეულის უზომო სიყვარული – თქვენც გეცნოთ არა? შემიძლია უზომოდ ვიყარო პირში სხვადასხვა სახის კანფეტი. შოკოლადი იქნება ის თუ კარამელი. ისე შოკოლადს უფრო ნაკლებს ვჭამ, მალე მბეზრდება. კარამელი კი … მმ…. წუთში რამდენს ვჭამ არ ვიცი. თან თუ არ გათავდა ან ვინმემ არ მითხრა, რომ უკვე ბევრი ვჭამე, ჩემით ვერ ვხვდები.
9. ფულის ხარჯვა – მგონი ამას განმარტება არც სჭირდება. უბრალოდ ერთს დავამატებ : მთელი თვე, რომ ვგეგმავდე რაიმე კონკრეტული საგნის ყიდვას, ფულის ხელშიჩაგდებისთანავე მავიწყდება ყველანაირი გეგმა, პირობა და ამგვარი ‘სულელური’ მოვალეობები და ვყიდულობ ისეთ რამეს, რაც ან მაშინვე ქრება, ან სახლში დევს და მისი არსებობა არავის ახსოვს.
10. პასტის დაჭერა – რავიცი, ყველაზე უცნაური ეს მჭირს, ჯერჯერობით. პასტა რაღაც არანორმალურად მიჭირავს. აი ხუთივე თითით :დ ასე უკეთ ვწერ ვიდრე, ისე… როგორც უმეტესი თქვენგანი.

აი ჩემი სიაც. ჩემი ძველი, ცუდი ან არც ისე ცუდი ჩვევები.

ახლა თქვენი სიების ჯერია. ცოდვა გამხელილი სჯობსო ნათქვამია :დდდ

”შავი თოლია”

ახლა არეულობას ვგრძნობ, სრულ ქაოსს. უამრავი ხმა მესმის, მაგრამ არცერთი გარკვევით.
დასვენება მინდა…
უკაცრიელ კუნძულზე წასვლაზე და იქ ერთი-ორი თვის გატარებაზე ოცნება არ ღირს, კი მიფიქრია, მაგრამ არ მინდა. იქ თავს თავისუფლად ვერ იგრძნობ. ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი შედარებითია, აი მაგალითად, ჩემი ბლოგი მაშინ არის რეიტინგული, როდესაც მასზე ნაკლებად რეიტინგულიც არსებობს, ანუ იმასთან შედარებით ჩემი ბლოგი რეიტინგულია. იგივეა კუნძულზე განცდილი თავისუფლება. გააჩნია მას როგორ აღვიქვამთ. თუ კუნძული უკაცრიელია და იმას აკეთებ რაც გინდა, ეს შენ თავისუფალ ადამიანად გაქცევს? არა ეგ თავისუფლება არაა, ეგ უბრალოდ ის არის რისი გაკეთებაც საზოგადოებაში არ შეგეძლო და ახლა აკეთებ რადგან კუნძული უკაცრიელია.

არა კუნძული არ მინდა. ნავი მინდა.. არა, გემი მინდა. დიდი გემი. გრანდიოზული. ეკიპაჟი მინდა. ზღვა მინდა, ლურჯი და შავი ტალღებით. ქარიშხალი მინდა, ისეთი, უზარმაზარ ზვირთებს, რომ წამომართავს ყველაფრის ჩასანთქმელად. გემბანზე, წვიმაში, იმ ქარიშხლის ზუზუნში გააფთრებული სირბილი და მერე… გადარჩენა მინდა. გემის მართვა მინდა, უკიდეგანო სივრცეში, თავისუფლად, ქარის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ, ნაპირთან შეუჩერებლად, ზღვაში, ოკეანეში და ისევ ზღვაში, ისევ ოკეანეში და ასე მანამ სანამ სამყარო სულ მთალად არ დაპატარავდება, შევიწროვდება. თუმცა იგივე დარჩება ყველაფერი, მაგრამ მაინც სივიწროვე იქნება. აი ზღვას კი ეგ არ/ვერ შეეხება. ზღვა და ოკეანე უკიდეგანოა, ფართეა, ის არასდროს ვიწროვდება. ჰო… ვიქნებოდი იქ ჩემს ეკიპაჟთან ერთად. გიჟ ინტელიგენთებთან, მონდომებულ ზარმაცებთან, გარიყულ, მიტოვებულ და შერეკილ მეზღვაურებთან ერთად. ვიქნებოდი იქ არა ერთი-ორი კვირით არამედ მთელი ცხოვრებით. ხომ სჯობს იმ დაწყევლილ კუნძულს, სადაც თავისუფლება და ტყვეობა სინონიმებია. კი სჯობს. შენც წაგიყვანდი,

მაგრამ ჯერ გკითხვადი:
- რამდენად შორს შეგიძლია წასვლა ჩემს ეკიპაჟთან ერთად?

და გამჭოლ მზერას გესროდი.

შენ მიპასუხებდი:
- ჰორიზონტის დასასრულამდე.

- კეთილი იყოს შენი მობრძანება ”შავი თოლიის” გემბანზე.
და შევცურავდით გაშლილ ზღვაში.

ყველა თავის ადგილას იქნებოდა, მე საჭესთან, შენც იქ სადაც შენ იპოვიდი შენს ადილს გემზე. ვიქნებოდი ”შავი თოლიის” კაპიტანი და ერთი წამითაც არ ვინანებდი იმას, რომ შორეულ ნაპირზე ყველაფერი დავტოვე რაც გამაჩნდა. არც შენ ინანებდი. თუ ინანებდი, წაგიყვანდი ჩვენთვის კარგად ნაცნობ უკაცრიელ კუნძულზე და მოგცემდი დამბაჩას და ერთ ტყვიას.
მე შენზე არ ვინერვიულებდი, რადგან მეცოდინებოდა, რომ შენ იქ იყავი სადაც ყველაზე მეტად გინდოდა ყოფნა.
მე ვიქნებოდი თავისუფალი. არა არა, ისევ ვერ გაიგე, თავისუფალი არა იმიტომ, რომ ნებისმიერი მიმართულებით ვივლიდი და არავის შევეკითხებოდი არაფერს, არამედ იმიტომ, რომ მე ვიქნებოდი ზღვაში და ზღვა იქნებოდა ჩემში. მე ვიქნებოდი ღია ზღვაში, ყველაფრისგან თავისუფალი, ყველაფრისგან შორს, მაგრამ თან ახლოს, თუმცა იმ ყველაფერთან მისვლა არ მომინდებოდა. არც შევხედავდი. აი ჩემი თავისუფ…. ჩუ..მად… მგონი გაჩერდა. ხმებიაღარ მესმის. მიწყდნენ, მიყუჩდნენ, მაგრამ ვიცი სულ მალე ისევ აბობოქრდებიან და შორს წაიღებენ ჩემს თავისუფლებას, ისევ დამიწყებენ ყვირილს, ისევ აირევიან ერთმანეთში.

სულელები! ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ასე არცერთის არ მესმის.

სულ ცოტაც და დაიწყება…..

მალე, ბევრი დრო არ მაქვს, მოდიხარ? რამდენად შორს შეგიძლია წასვლა ჩემს ეკიპაჟთან ერთად? …………………. ძალიან კარგი, კეთილი იყოს შენი მობრძანება ”შავი თოლიის” გემბანზე.

წინ, ჰორიზონტის დასასრულისკენ!

ისევ გაჩუმდნენ?

დრაკონი, თან შავი დრაკონი!

ჰელოუ ჰელოუ :დდ ახლა ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს დიდი ხნის უნახავ მეგობარს ვხედავ. მომენატრა ჩემი ბლოგი და კარგი იქნება პოსტების წერა თუ დამებედება, speaking of which გილოცავთ ახალ წელს და ბედობას და შობაც ახალი პოსტით მომელოცოს ^^. მოკლედ მეც გავაცილე 2011 წელი და შევხვდი 2012ს ტრადიციულად სახლში, ტრადიციულად ოჯახთან ერთად და ტრადიციულად სიმღერით. ძალიან მიყვარს ახალი წელი, ჯერ მარტო იმიტომ, რომ გათენებამდე ვჯდები სავარძელში თბილად და ტელევიზორში ვუყურებ ბევრ საახალწლო ფილმს, მეორეც, მესამეც და მეცხრეც იმიტომ რომ ვჭამ ბევრ ჩურჩხელას და გოზინაყს. მიყვარს ახალი წლის ჟრიამული, კარგი განწყობა, ძალიან მიყვარს 1 იანვრის დილა, როდესაც იღვიძებ და იცი, რომ ისევ ისეთი ჟრიამული და კარგი განწყობა გექნება, როგორც წინა დღისით გქონდა.

მინდოდა თოვლის ბაბუასთვის ან სანტასთვის წერილი გამეგზავნა ან ორივესთვის, ასე ხომ ორ კურდღელს ერთი გასროლით დავიჭერდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე და გადავწყვიტე პირდაპირ დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის მიმეწერა, რა თქმა უნდა ორივესთვის ცალ–ცალკე (ისევ ორი კურდღლის დაჭერის პრინციპით), მაგრამ არ მიმიწერია. რატომ? ისა.. დამეზარა. ხო და ასევე, რა თქმა უნდა ეკონომია გავაკეთე, ფურცლის და კონვერტის. წელს რაღაც განსაკუთრებული ახალი წელია ჩემთვის, განსაკუთრებული და უჩვეულო. არც გრიპი მაქვს, არც ვირუსი, არც მოვწამლულვარ. წინა ახალი წლები ამ ღირსშესანიშნაობებით დატვირთულები იყვნენ.

წელს შავი დრაკონის წელი ყოფილა. შავი, თან დრაკონი და გვეუბნებიან მშვიდი და ბედნიერი წელი იქნებაო I Mean C’mon, Man, You’ve Got To Be Kidding Me!

მგონი ერთი–ორი სიტყვა ახალი წლის კონცერტებზეც რომ ვთქვა ცუდი არ იქნება. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ ეს ხალხი ან მსმენელს ან საკუთარ თავს არ სცემს პატივს, ნუთუ არ გავიზარდეთ და ნუთუ ვერ მივხვდით იმას, რომ პლიუსზე სიმღერა ამაზრზენია ნებისმიერი მომღერლისთვის და ასევე ვაი მომღერლისთვის. გასაგებია, თბილისის კონცერტზე ყურადღება გამახვილებული იყო მოძრაობებზე, ცეკვაზე , პლასტიკაზე და ა.შ, (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პლიუსზე უნდა იმღერონ, თუ მომღერალი ხარ და თანაც საკმაოდ პრეტენზიული, კეთილი ინებე და იქ მყოფ ხალხს პატივი დასდე და ნორმალურად იმღერე) მაგრამ ანაკლიის კონცერტზე საოცრება ხდებოდა. ყურების შემრცხვა და გადავრთე, ნუთუ თვითონ მათ არ სრცხვენიათ, დგანან და უნიჭოდ აყოლებენ პირს სიმღერას და ეგეც არ გამოსდით ნორმალურად. არ მინდა დიდი ხანი ვილაპარაკო მათზე, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ არ შემეძლო რამე მაინც არ მეთქვა და მერე ეძახიან საკუთარ თავებს მომღერლებს (აბა სხვა მაგათ მომღერალს აღარ ეძახის და…)

ბათუმის კონცერტი იყო ძალიან მაგარი :დ სოფო ნიჟარაძეს ეტყობოდა, რომ ვერ იყო ხმაზე. მის ხმაში ხარვეზებს, რომ თავი დავანებოთ სათქმელად ისიც კმარა, რომ ნიკას ტონალობა დააწევინა სიმღერის დროს. ეგლესიასმა ხომ საერთოდ დაამშვენა სცენა, მართალია ძველი თაობის მომღერალია და ძველ დროში მართლაც პოპულარული იყო მისი სიმღერები, მაგრამ არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო, რომ სცენას ვენოკებიღა აკლდა და თავი პანაშვიდზე მეგონა :/ რავიცი მგონი შვილმა აჯობა :დ

თბილისის კონცერტზე სათქმელი ბევრი არაფერია, იცეკვეს, პლიუსზე იმღერეს, მერე მე სხვა არხზე გადავრთე და მეტი რა ქნეს არ ვიცი, თუმცა ინტუიცია მკარნახობს ახალს არაფერს იზამდნენ.

მაგრამ ყველა კონცერტს ჰქონდა დადებითი მხარე:

  1. თბილისი – დავუფასებ ქორეოგრაფებს ღვაწლს და ვიტყვი, რომ ცეკვები ცუდი არ იყო, ხალხიც აიყოლიეს, ასე თუ ისე. (ახლა წამოყვანებზე გამახსენდა, მაგრამ აღარ დავწერ, მგონი ისედაც მიხვდით);
  2. ანაკლია – …… ძველი სიმღერები “იმღერეს” და კარგი იყო?? არ ვიცი მე მაგ კონცერტის დადებითი მხარე :/
  3. ბათუმი – ზღვა და ორკესტრი.
  4. ქუთაისი – ქუთაისის კონცერტს არაუშავდა, მგონი დანარჩენს ყველას სჯობდა. აბა ქუთაისელებისთვის პლიუსზე და თან “შინამანიკენა” რომ ემღერათ მაგათი ბუნდღა არ იქნებოდა იქ.

2011მა წელმა ბევრი კარგი რამ მოიტანა. მაგალითად ტროლინგმა და გელამ უფრო კარგად მოიკიდეს ფეხი ქართულ ფბ–ში და მის გარეთაც, აპლოდისმენტები ამისთვის 2011ს, ჩამოვიდა ენრიკე ეგლესიასი და წავიდა ენრიკე ეგლესიასი ისევ მხურვალე აპლოდისმენტები 2011ს. კიდევ ბევრი კარგი/ცუდი რამ მოხდა 2011ში, თუ გაინტერესებთ შედით მაივიდეოზე და პოსკრიპტუმს უყურეთ :დ

მოკლედ მე მშვენივრად შევხვდი ახალ წელს, მშვენივრად შევხვდი ბედობას, შობასაც მშვენივრად შევხვდები და თუ ძველით ახალ წელსაც შვენივრად შევხვდი ე.ი. დრაკონს და თან შავ დრაკონს შეუძლია ტანი ჭრელად გადაიღებოს, რადგან მაგის შავობა ჩემთან აღარ გაჭრის :დ

 

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურევბთ, რომ ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს დრაკონის და თან შავი დრაკონის წელი!

 

 

 

 

Important message! Must Read!

I have an important message to you all…. ძალიან მიხარია, რომ დიდი პაუზის შემდეგ დღეს ვწერ პოსტს, რომელიც პირველი მგონია O_o… anyway მოდით გეტყვით იმას რისთვისაც დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ :დ

ე.ი ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც არის 16 ნოემბერს, გექნებათ შანსი კითხვა დაუსვათ  გაეროს განვითარების პროგრამას, რომლის სტუმარიც იქნება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი. 

მოდით ორიგინალ ტექსტს დაგიპოსტავთ, რომ უკეთ გაიგოთ დაგეგმილი ივენთის შესახებ:
“დაუსვი შეკითხვა გაეროს განვითარების პროგრამას ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, 16 ნოემბერს, ჩვენი სტუმარი იქნება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი. ის გასცემს პასუხს თქვენს შეკითხვებს 17:00-დან 18:00 საათამდე, 16 ნოემბერს. შეგიძლიათ შეკითხვები წინასწარ გამოგვიგზავნოთ. აქვე დაპოსტეთ ან მეილით გამოაგზავნეთ: Sophie.Tchitchinadze@undp.org შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა 13:00, 15 ნოემბერი.”
ესეც მათი ფეიჯის ლინკი ფბ-ზე .

აქვე კი ტოლერანტობის მცირე განმარტება:

1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკოს წევრ-სახელმწიფოებმა ტოლერანტობის პრინციპებს მოაწერეს ხელი. დეკლარაციაში განიმარტა, თუ რა არის შემწყნარებლობა, ნათელი გახდა, რომ ეს მეტად დინამიკური ცნებაა და თანამედროვეობის მოთხოვნებს უპასუხებს.

“ტოლერანტობა მხოლოდ მორალური ვალდებულება არ არის, იგი პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაა. შემწყნარებლობა მშვიდობისა და  მშვიდობის კულტურის ქვაკუთხედია.” – ნათქვამია დეკლარაციაში.

შემწყანრებლობის კონცეფცია ფარავს დემოკრატიულ ღირებულებებს. შემწყნარებლობა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ფილოსოფიის, მიმღებლობისა და თანასწორობის საფუძველია. ამასთან ტოლერანტობა, პირველ რიგში პასუხისმგებლობაა.

რა თქმა უნდა ყველაფრის მიმართ ტოლერანტობას ვერ გამოვხატავთ. ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, საქართველოშიც ხდება ანტიტოლერანტული ქმედებები განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანების, სექსუალური უმცირესობების, ან იმ ხალხის მიმართ ვისაც განსხვავებული კანის ფერი და განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მოკლედ ყველამ ვიცით რომ ამ მხრივ არამარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში არსებობს ხარვეზი საზოგადოებაში. ტოლერანტობა ნიშნავს გქონდეს შემწყნარებლობის უნარი სხვა ერის მიმართ, სხვა ადამიანის მიმართ, მიუხედავად მისი წარმომავლობისა, რელიგიისა თუ სქესისა.

ჩემი სუბიექტური აზრი ასეთია : ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისუფალი ნება. არავინ უნდა იყოს სხვისი არატოლერანტული საქციელის მსხვერპლი. არ მეთანხმებით?

აი ჩემი important message-ი. თუ ამის შესახებ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ მკითხეთ, გიპასუხებთ. ჩემი თხოვნა იქნება, რომ უთხრათ სხვებსაც ამ ივენთის შესახებ, რათაუფრო ხშირად ჩატარდეს ასეთი შეხვედრები.

სასოწარკვეთილი აბიტურიენტები 2012

ამ მუდამ ცვალებადმა წუთისოფელმა თავისი ცეცხლოვანი მახვილი აღმართა, პირი ჩემკენ იბრუნა და… რა უდროო დროს ჩამოჰკრა უბედურების ზარმა (facepalm). მე აბიტურიენტი ვარ. ნუ მთლად ისეც არ არის რაც ზევით წერია. ვაღიარებ ცოტა გავამუქე, მაგრამ ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია გამუქებულია თუ არა. აქ წუწუნს და ჩივილს არ ვაპირებ, მენანება ბლოგი და მკითხველი, თან ვიცი ჩემი ნათქვამი ვითარცა “ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა” ისე დარჩება. ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ მიმოვიხილო წარსული და განვჭვრიტო მომავალი (რაღათქმაუნდა განათლების სამინისტროს ირგვლივ).  ყველაფერი იმით დაიწყო რომ მე შევედი სკოლაში. შევედი და 1 წელიწადში გამოვალ, მაგრამ ზოგისთვის უკან გამოსასვლელი გზა არც ისე იოლია. იხილეთ სრულად

ჩაი – ტრადიცია #1

დღეს გადავწყვიტე ჩემს ოჯახში რამდენიმე ტრადიცია მკვდრეთით აღმედგინა.

ჩაი ^^ 

უხსოვარ დროში მე და ჩემი ოჯახის წევრები ყოველ დილას ჩაით ვიწყებდით. თან რა სჯობს ცხელი ჩაის დალევას ამ გაგანია სიცხეში?! ბევრი რომ არ გავაგრძელო დღეს დილას ვაიძულე ყველას რომ ყავის ნაცვლად ჩაი დაელიათ. დამიჯერეს და შესაბამისად ტრადიციაც აღდგა. პირად კონტროლზე მეყოლება საუზმის პერიოდი აყვანილი, რომ ეს ოდენ მნიშვნელოვანი ტრადიცია აღარ დაიკარგოს. თუმცა რას ვერჩი ყავას? მართალია ჩაისნაირდ არ მიყვარს, მაგრამ როდესაც არ უნდა მეძინებოდეს და მაინც მეძინება, მშვენიერი დამხმარეა პირადად ჩემთვის. პატარა რომ ვიყავი ყავას არ მასმევდნენ, ზრდას უშლის ხელსო o_O. შესაბამისად ჩაიზე ვარ გაზრდილი და იხილეთ სრულად