ვინ ვარ მე

რაღაც ძალიან მერთულება ამ გვერდის განახლება, მოდი იმით დავიწყებ რომ მქვია ნანუკა, ვარ 18 წლის, ჩემი ზოდიაქო სასწორია, მიყვარს ნაყინი და მზე, არ მიყვარს ხმაური, მაგრამ მიყვარს მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენა, ლიბერალი ვარ, თუმცა ზოგჯერ ჩემდა უნებურად არატოლერანტი, ყველა სიკეთესთან ერთად ვარ ზარმაცი, მაგრამ ჩემი მოტივირება ადვილად და სწრაფად შეიძლება, მიყვარს ფილმების ყურება, ცურვა წლის ნებისმიერ დროს და კიდევ მიყვარს წერა, თუმცა იშვიათად ვწერ, ჩემი ბლოგი ის ადგილია სადაც შემიძლია ვწერო ის რაც მინდა და რაზედაც მინდა, თავიდან ასე არ იყო ჩაფიქრებული, ბევრ რამეს მივედ–მოვედე და მგონი დღემდე ასე ვაკეთებ, ამიტომაც გამოდის, რომ ყველაფერზე ვწერ.

ყველაფერთან ერთად მაქვს რამდენიმე აუხდენელი ოცნება, რომელიც ჩემი შიშების დაძლევასთან ასოცირდება, აი მაგალითად, ძალიან მინდა დელტაპლანით გაფრენა, მაგრამ სიმაღლის მეშინია, მინდა ოკეანის სიღრმეში ყვინთვა და ჩაძირული რამერუმეების ნახვა, მაგრამ ბავშვობიდან დამჩემდა ზვიგენების შიში, ოკეანეს კი ზვიგენების გარეშე ოკეანე აღარ ქვია, და არის კიდევ მესამე ოცნება მატარებლის მძღოლის გვერდით ჯდომა, ამ შემთხვევაში არაფრის მეშინია, მაგრამ მაინც ვერ ავიხდინე დღემდე.

მოკლედ, არ მოგერიდოთ დაკომენტარება, კითხვის დასმა ან რაიმე ამდაგვარი, მე ყველაფერზე მაქვს პასუხი, ოღონდ ყველა სწორი არ არის 🙂

©Geoliberty

34 thoughts on “ვინ ვარ მე

  1. ნანუკა!!!!! ძალიან მომეწონა!!!! გისურვებ წინსვლას და წარმატებებს!!!!!!!!!!გკოცნი უამრავს. აბა შენ იცი!!!!!!!!!!

    • ირაკლი, ყველა ჩემი თემა რაც ბლოგერობის ხანაში დამიწერია, ამ ბლოგზეა. ბავშვობის დროინდელი თემები არამგონია საინტერესო იყოს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s