Black Tie Beach


რა საოცარი ხალხია ეს ამერიკელები, მათ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ეს კი ღირსეულად დაამტკიცაImprov Everywhereორგანიზაციის წარმომადგენლებმა. აგვისტოს მიწურულს მათ მოაწყვეს არაორდინალური აქცია სახელადBlack Tie Beach. ეს აქცია ჩატარდა  კონი აილენდ/ბრაიტონ-ბიჩზე (Coney Island / Brighton Beach) და მასში მონაწილეობდა ყველა ასაკის წარმომადგენელი (ექვსი წლიდან სამოცდა-რაღაც წლამდე) = D. ამ აქციის მთელი უცნაურობა და ხიბლი იყო იმაში, რომ ყველა აქციის მონაწილეს აუცილებლად უნდა ცმოდა ოფიციალურად. კაცებს – შარვალ-კოსტუმი ჰალსტუხითურთ, ხოლო ქალებს – ლამაზი, გრძელი კაბები სასურველი იყო დიდი ვარდებითა და ბუმბულებით.

აქცია ერთი თვის წინ დაგეგმეს. მათი მიზანი იყო აქციის მონაწილეებს მათი ბებია-ბაბუების გარდირობისთვის ერთხელ მაინც გადაეხედათ.

31 აგვისტოს ისინი სანაპიროს პარკში შეიკრიბნენ და ”ბრიფინგი” გამართეს. = D


აქციაში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო.
Improv Everywhereორგანიზაციამ იმისთვის რომ ეს ღონისძიება უფრო სახალისო ყოფილიყო, თავის აგენტებს სანაპიროსთვის შესაფერისი აქსესუარების წამოღება დაავალეს.


ყველაფერი მზად იყო იმისათვის რომ აქცია ოფიციალურად დაწყებულიყო.
ორგანიზატორებს არ უნდოდათ, რომ მთლიანი ხალხის ნაკადი ერთად დაძრულიყო, ისინი სხვადასხვა მხრიდან მივიდნენ სანაპიროზე და მისი მთლიანი სიგრძის 2 კილომეტრი დაფარეს = D = D .


მათ მიზანს ნამდვილად მიაღწიეს, ეს აქცია ყველასთვის სახალისო გახდა.
ხალხი აღტაცებული შეჰყურებდა ამ შარვალ-კოსტუმში საგულდაგულოდ გამოწყობილი ხალხის ბანაობას წყალში.


აქციის მონაწილეები არამარტო ბანაობდნენ, არამედ ნაპირზე, ქვიშისგან კოშკებსაც აშენებდნენ, სეირნობდნენ, ისვენებდნენ გასაბერ ლეიბებზე და ამ ყველაფერს აზარტს ისიც მატებდა, რომ გარეშე საზოგადოება ამით ძალიან კარგად ერთობოდა = D.

აი ასეთი შემოქმედებითი ხალხი ცხოვრობს ამერიკაში  😀 😀 😀

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s