30 Seconds To Mars, Oasis, Plain White t’s და მე :))))

ძალიან მინდოდა რაე ისეთი დამეწერა, რაც მხოლოდ ჩემ გემოვნებას შეეხებოდა. ანუ მომეყოლა თქვენთვის იმაზე რაც მე მომწონს. მომწონს ზღვა, მომწონს მეგობრებთან ერთად გართობა, ძალიან მიყვარს ფილმების ყურება, ეს იმის მცირე ჩამონათვალია რასაც ჩემი ”პერსონა” ჰქვია ზოგადად. მაგრამ მოდი კონკრეტულზე გადავალ. ჩემ ცხოვრებაშია ერთი (შეიძლება ზოგისთვის ეს მეორე ხარისხოვანი იყოს) ყველაზე ”ზე” რაღაც რასაც ყოველთვის პირველ რიგში ვაყენებ. მე და ალბათ თქვენც მას მუსიკავ ვეძახით. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ალბათ სათაურიდან გამომდინარე თქვენ მიხვდებოდით რაზეც მინდა ვისაუბრო.

1) 30 Seconds To Mars

ამ ჯგუფზე ”პოსტის” დაწერა სრულიად მარტივი მიზეზების გამო გადავწყვიტე: 1) ძალიან მიყვარს ეს ჯგუფი  2) მგონი არც თუ ისე უცნობია ის თქვენტვის, და თუ მაინც უცნობია, მაშინ ეს პოსტი მათ შეყვარებაში და დაფასებაში იმედია დაგხმარებათ.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო 😀 მოკლედ ეს ჯგუფი დაფუძნდა 1998 წელს, ლოს-ანჯელესში და მისი წევრები დღესდღეობით არიან: Jared Leto, Shannon Leto, Tomo Miličević.

მათ აქვს სამი ალბომი გამოშვებული და სამივე უნიკალური სიმგერებისგან შედგება, იმედია თქვენ თვითონაც მიხვდებით რატომ არის ეს ჯგუფი ასეთი განსაკუთრებული ჩემთვის, და დარწმუნებული ვარ რომ არამარტო ჩემთვის.

30 Seconds To Mars – The Kill

30 Seconds To Mars – Closer To The Edge

ეს კი მხოლოდ იმათთვის, ვისაც არ ჯერათ მათი ”live” შესრულების, გირჩევთ რომ უყუროთ, რადგან რასაც ნახავთ ის აუცილებლად საპირისპიროს დაგიმტკიცებთ 😉30 Seconds To Mars – The Kill Acoustic 

2) Oasis

უმაგრესი ჯგუფი, მთელი მუსიკის ისტორიაში, ეს არის როკ ჯგუფი რომლის მოსმენის დროსაც არც ითრგუნები, არც რაიმე ცუდს გრძნობ, უბრალოდ ისვენებ და ცხოვრება გიხარია, ჩემ შემთხვევაში ასეა :)))

Oasis – Half The World Away

ეს კი კიდევ ერთხელ მხოლოდ იმათთვის ვისაც მათი ნიჭის არ ჯერათ |( |( |(

Oasis – Half The World Away LIVE

3) Plain White t’s

და აი როგორც იქნა, ჯგუფი რომლის მოსმენის დროსაც მაგრად ვხალისობ 😀 😀 😀 მე მეტს ვერაფერს ვიტყვი. Plain White t’s – ი უბრალოდ ჩემი უსაყვარლესი ჯგუფია, შეიძლება ითქვას მარტო იმის გამო რომ ძალიან მხიარული სიმღერები აქვთ :)))) და ყველაფერთან ერთად ძალიან ნიჭიერები არიან :))))

Plain White T’s – That girl

Plain White Ts – Hey There Delilah Live!

ეს არის იმ ჯგუფების ძალიან მცირე ჩამონათვალი, რომლებიც ძალიან ხშირად ჟღესრს ჩემს MP3 ფლეიერში. მაგრამ მინდოდა ცოტ-ცოტა ყველაფერი მეთქვა.
ჩემს ”favorite”- ებში კიდევ შედიან : Led Zeppelin, Deep Purple, Pink Floyd, One Republic, და კიდევ ძალიან ბევრი სხვა მომღესალი თუ ჯგუფი.
მე არ მესმის რატომ არის ხალხისთვის პოპი ”ცუდი” სიტყვა. იყო დრო როდესაც როკიც პოპის ნაწილი იყო, ჩემთვის პოპიც მისაღებია, კლასიკაც და ბევრი სხვა ჟანრიც. დღესდღეობით კი რკს უკვე თავისი პატარა სამყარო აქვს, რომელიც უფრო ვიწროვდება დღითიდღე, მაგრამ ჩემი აზრით ეს კარგია, რადგან ის უფრო მტკიცედ მკვიდრდება სხვა ჟანრებს შორის. აი ჩემი მოკლე წარმოდგენა ჟანრებზე. იმედია არ მოგაწყინეთ, და თუ მოგაწყინეთ………. ეგ არც ისე ძალიან მაღელვებს.. 😀 კარგი, ხუმრობა იქით იყოს და…. იმედია ამის შემდეგ არავინ იტყვის რომ ლაივ შემსრულებლების უმრავლესობა არაფრად არ ვარგა :))))) (თორემ ჩემთან ექნება საქმე 😀 😀 :D)

Advertisements

2 thoughts on “30 Seconds To Mars, Oasis, Plain White t’s და მე :))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s