დღეს 27 ოქტომბერია!!!

ვულოცავ ყველას! განსაკუთრებით პატარებს… იმათთვის ვინც არ იცის რატომ არის 27 ოქტომბერი განსაკუთრებული, ვიტყვი რომ დღევანდელი დღე არის ქართული საბავშვო წიგნის დღე.
ეს დღე დააარსა ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა ”ლიბომ” სულ რაღაც ხუთი წლის წინ და ნელ-ნელა, ამ თარიღმა დაიმკვიდრა ადგილი. დღევანდელ დღეს ბავშვები განსაკუთრებულად აღნიშნავენ, ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებებს სკოლებში და რაც მთავარია სწავლობენ წიგნის სიყვარულს. მე, რუსთავი 2 – თან ერთად დავესწარი 27 ოქტომბრისთვის მზადების პროცესს 165-ე სკოლაში.

ძალიან საინტერესო იყო ეს დღე ჩემთვის, რადგან მე არამარტო შევხვდი ფონდ ”ლიბოს” დამფუძნებლებს, არამედ ვნახე როგორ აკეთებდნენ ბავშვები მორიგი წიგნისთვის ”ბროწეულის გოგონა” – სთვის ილუსტრაციებს.

ჩაწერამაც მშვენივრად ჩაიარა. იგი რუსთავი 2 -ის ეთერში ორშაბათ დილას გავიდა…

პატარებს კიდევ ერთხელ ვულოცავ დღევანდელ დღეს!!! ყველაზე მთავარია იკითხონ ბევრი 🙂



Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s