სა(პნისოპერა)ქართველო

მთელი ჩემი ცხოვრება სერიალი არაა?” – ცნობილი ხალხური გამონათქვამი, რომელმაც განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო

I – ”მთელი ჩემი ცხოვრება თამაში არაა?” => ფრაზა რომელსაც მაშინ ამბობდნენ, როდესაც თამაში არ უნდოდათ, ან მაშინ როდესაც ბედისგან გატანჯულები თვითგვემას იწყებდნენ.

II – ”მთელი ჩემი ცხოვრება კინო არაა?” => ამ ფრაზაში უკვე თავს იჩენს ინდური, კომუნისტური და შემდგომ უკვე თვით ჰოლივუდური ფილმების გავლენა ქართველ ერზე.

და ბოლოს ზემოთხსენებული ფრაზა ”მთელი ჩემი ცხოვრება სერიალი არაა?” => ”სერიალი”,  XXI – ე საუკუნის ჯერ კიდევ ამოუცნობი ფენომენი. ამოუცნობი იმიტომ რომ დღემდე მგონი არავინ იცის რას ემსახურება იგი. არა როგორ არ იციან, ყველას თავისებური განმარტება აქვს, ზოგი ამტკიცებს რომ ”სერიალი”, ეს არის მაგალითი იმისა თუ რა არის ცუდი და რა არ უნდა გავაკეთოთ, ზოგი ამბობს, რომ ისინი მასში საკუთარ ცხოვრებას ხედავენ და სერიალის გმირებთან ერთად ეძებენ გამოსავალს. ზოგი რას ამბობს ზოგი რას, მაგრამ საბოლოო პასუხამდე ჯერ არავინ მისულა.

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი თავის მიკვირს და ალბათ ბევრ თქვენგანსაც გაუკვირდება, თუ რატომ ვუხმობ ”შთაგონების წყაროს” და რატომ ვხარჯავ ჩემს ეგზომ მშვენიერ და ძვირფას დროს ამ ერთი შეხედვით უაზრო თემაზე, მაგრამ სიმართლე ის გახლავთ ჩემო ძვირფასო მკითხველნო, რომ ამ ერთი შეხედვით უაზრო და არაფრისმთქმელმა სიტყვამ ”სერიალმა”, დიდი გადატრიალება მოახდინა არამარტო ქართველი ერის არამედ უამრავ სხვა ერთა თავში, ტვინში, ფსიქოლოგიაში და ა.შ.

მოდით დავიწყოთ სულ, სულ თავიდან.

”იზაურა”

”იზაურა”

პირველი ბრაზილიური სერიალი, რომელმაც დაიპყრო ჩვენი ტელეეკრანები, იყო ”იზაურა”. მან, მისი უაზრო და არაფრისმთქმელი შინაარსის მიუხედავად, დიდი თუ პატარა ტელეეკრანებს მიაჯაჭვა. მოკლედ ეს ქართველი ხალხი გადაყვა ამ ”იზაურას”. მასთან ერთად ტიროდნენ, იცინოდნენ და ასე შემდეგ. რაღა წარსულში ვილაპარაკოთ და დღესაც იგივე სიტუაციაა. რამდენიმე წლის წინ, პირველ არხზე (დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი, არხი რომელზეც შემთხვევით გადაგვერთვება ხოლმე) გამოჩნდა ”ურეიტინგულესი(თუ შეიძლება ასე ეწოდოს) სერიალი ”იორელა” ( შენიშვნა: უკაცრავად ”” – ს გამოყენებისთვის, ვინაიდან ქართველებს სათაყვანებელი ასო ”F” არ გაგვაჩნია) . სხვათა შორის მახსოვს საწყალი იორელას  ბედკრული დღეები და არამარტო იორელასი, არამედ ნახევარი საქართველოსი, ”რამეთუ შესტკიოდათ მათ გული იორელაზედ”. ასე თუ ისე ეს სერიალიც ჩათავდა და ”მზეზე(ესეც ერთერთი ტელეარხი, რომლის არსებობა ნახევარ საქართველოს ჯერაც არ შეუმჩნევია, ან უკვე შეამჩნია და დროის უკან დაბრუნებას ნატრობს) პროდიუსერებმა ახალი კულმინაციის მოხდენისთვის დაიწყეს მზადება. (უკაცრავად თუ დროს ”ვახტები”, მაგრამ ყველა, ეთერში გასული სერიალის განხილვა არ ღირს). და სულ მოკლე დროში ჩვენს ტელეეკრანებზე, რომლებიც მრავალგზის დალაშქრულ ყოფილან ბრაზილიური სერიალების მიერ, ერთადერთი და განმეორებადი იტალიური სერიალი ”ჩენტო ვეტრინე” გამოჩნდა.

”ჩენტო ვეტრინეს cast - ი” (ახალგაზრდობაში)

დაიწყო, დაიწყო და მემგონი დღესაც გრძელდება, ეს ცხრაასოთხმოცდაცხრამეტ სერიანი ეტალონი სერიალთა შორის (გთხოვთ მაპატიოთ უზუსტობა სერიების რაოდენობასთან დაკავშირებით, მაგრამ 1 სერია არც იქით და არც აქეთ). მოკლედ ამ ”ჩენტო ვეტრინემ” ისე დააინტრიგა ქართველი ერი, რომ შემდგომში ეს ინტრიგა ჩვეულებრივ ადამიანურ რეფლექსში, მთქნარებაში გადაიზარდა და შემდეგ რუსთავი 2 – მა და იმედმა გადაწყვიტეს, რომ ამ ვეტერანი სერიალის დრო უკვე წავიდა და ”ახალი თაობის” დრო მოვიდა. ”ახალ თაობაში” ვგულისხმობ, ქართველი ახალგაზრდების გულისტკივილს და შფოთვასმეამბოხე სულებს”. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ მე ამ აღმაშფოთებელ და სულში ღმად ფესვებგამდგმელ არგენტინელ ”თინეიჯერთა” სულის კივილს არ ვუყურებდი, მაგარმ უყურებდა საქართველოს ახალგაზრდა მოსახლეობის 70%. დანარჩენი 30% – დან კი 20% – ს ტელევიზორი არ ქონდა და კიდევ კარგი რომ ბედნიერება არ ჰქონიათ იმისა, რომ ეს ”რაღაც” ენახათ, ხოლო დარჩენილი 10% – ი ან საღად მოაზროვნე იყო ან საღად მოაზროვნე მშობლების რჩევას ითვალისწინებდა და საღამოს 6 საათზე ტელევიზორს გასართობ შემეცნებით არხზე ”მზეზე” რთავდა და იძირებოდა საოცნებო რეკლამათა სამყაროში, ისევ ერთადერთ და განმეორებად ”ჩენტო ვეტრინეს” ყურების მოლოდინში.

რაღა შორს წავიდეთ და ავიღოთ დღევანდელი დღე. მთავრდება ერთი სერიალი, იწყება მეორე, მთავრდება მეორე იწყება მესამე, და ასე იქამდე სანამ ადამიანს არ მობეზრდება და ტელევიზორს ფანჯრიდან არ ისვრის პროტესტის ნიშნად. ვინაიდან და რადგანაც ეს დრო ჯერ არ დამდგარა და ალბათ უახლოეს მომავალში არც დადგება, ჩვენ მოგვიწევს ყოველი სერიალის, თითოეული სერიის დაზეპირება. რათქმაუნდა არ უნდა დაგვავიწყდეს სერიალი ”კლონი”. სერიალი რომელმაც შეძრა სრულიად საქართველო და ქართველთა გაუტეხელი გულები და აი ისიც, უკვე მერამდენედ ჩნდება ცისფერ ეკრანზე რათა ”ხელმეცხრედ” აგვივსოს მოთმინების ფიალა და დაგვაზეპირებინოს ყოველის სიტყვა და ფრაზა, ვითომ მისაღებ გამოცდებზე სავალდებულო საგანი იყოს.

საწყალი 😀

ახლა კი თქვენს ყურადღებას მივაპყრობ სერიალებში თქმულ ცნობილ ფრაზებს :

  1. ”თვალები არასდროს ტყუიან”
  2. ,,ბავშვები მშობლების გამო არ უნდა იტანჯებოდნენ..” – ძირძველ ქართულად ”მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი”
  3. ,,ჯობია სასიამოვნო სათქმელი დროულად თქვა ,თორემ მერე შეიძლება ვეღარც კი მოახერხო ” – პასუხი და ამავდროულად მუქარა კითხვაზე : ”კარგით დავიწყო თუ ცუდით? ”
  4. ”ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა როდრიგო” – უცვლელი და ეფექტური გზა ურთიერთობის დასასრულებლად, რომელზეც ასეთი პასუხია:
  5. ”ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ” – განაჩენ გამოტანილი ადამიანის კნავილი, რომელიც კონკრეტულ პასუხს, ხშირ შემთხვევაში  ფრაზას ”ჩემი სახელი აღარ ახსენოს” ელოდება.
  6. ”სათოფეზე არ გაეკარო/გამეკარო” – ბრაზილიური (და არამარტო ბრაზილიური) ეფექტური მუქარა.
  7. ”იცოდე, გზაზე არ გადამეღობო, თორემ სასტიკად გაგისწორდები (ან რაიმე ამდაგვარი)” – ესეც მუქარის ერთ-ერთი ჯიში-სახეობა
  8. ,,წვიმას ყოველთვის მზე მოყვება,გვირაბის ბოლოს ყოველთვის სინათლე ჩნდება ,ქარიშხალს კი სიმშვიდე მოსდევს…” – თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის უბრალო სიტყვების ”პარტყა-პურტყი”.

კიდევ ბევრს გავაგრძელებდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არანაკლები განათლება გაქვთ მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით. 🙂

დღესდღეობით სერიალების შემქმნელებს უხარიათ, ჩვილი ბავშვის სიხარულით, რადგან სერიალებს საქართველოში ყვავილობის ხანა აქვთ და როგორც ბარათაშვილი იტყოდა ”მას ვერ შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს”. ძალიან დიდი ბოდიში, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის მართლაც შეუდარებელი სიტყვები ამ მარაზმის აღსაწერად გამოვიყენე, მაგრამ დღევანდელ საქართველოში თუ სერიალები და მათი შინაარსი არ გვიკვირს, მაშინ არც ეს უნდა გაგვიკვირდეს.

დასკვნა: ჩემი აზრით, სერიალი ემსახურება არა იმას, რომ გვასწავლოს რა არის ცუდი და რა კარგი, არამედ იმას, რომ შეცვალოს ერებში ქცევის, ლაპარაკის და ჩაცმის ტენდენცია და ასევე იმას, რომ მისმა შემქმნელებმა და მსახიობებმა ბევრი, ბევრი და კიდევ ძალიან ბევრი ფული იშოვონ ჩვენს ხარჯზე.

P.S თუ რომელიმე თქვენგანს გაუჩნდება კითხვა : ”ამდენს რომ წერ და ლანძღავ სერიალებს, დავიჯერო შენ არ გიყურებია მათთვის?” მე გიპასუხებთ, რომ სერიალების ყურებისთვის ბევრი დრო არ მქონდა, მაგრამ აქ ხსენებული სერიალები ნაყურები მაქვს (”ჩენტო ვეტრინეს” და ”კლონის” გარდა, მათზე ყური მაქ მოკრული) და შემიძლია ვთქვა, რომ ის პერიოდი ყველაზე ბნელ ნაწილად მოიაზრება ჩემს ცხოვრებაში.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის !

წავალ ახლა დამამშვიდებელს დავლევ……

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s