მუსიკა, ბოროტების იარაღი….

ალბათ ეს ამბავი თითქმის ყოველმა თქვენგანმა იცის, (ზოგს სჯერა, ზოგს არა 🙂 ) მაგრამ არ გაწყენთ მისი კიდევ ერთხელ გადაკითხვა…..

მთელი მსოფლიოს მაშტაბით როკს თითქმის ყოველი მეორე ადამიანი უსმენს. ზოგი ”მოდას” მისდევს, ზოგი კი მართლაც სერიოზულად არის გატაცებული როკ მუსიკით. ასეა თუ ისე, ალბათ ყოველი ჩვენგანი ყოფილა უამრავი ლეგენდარული როკ-ჯგუფის ზეგავლენის ქვეშ. როგორ ფიქრობთ რატომ ხდება ეს?? მუსიკაზე დაქვემდებარება და ასე, უცებ მთელი გონების გადატრიალება??  მოდით ყველაფერს თავიდან მოგიყვებით და დასკვნა თქვენით გამოიტანეთ : )

მთელი მუსიკალური საზოგადოება შეძრა გაზეთ ”როლინგ სტოუნში” (Rolling Stone) გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ დევიდ ბოვიესთან (David Bowie) ერთად, სადაც მან განაცხადა:
”როკი ყოველთვის იყო ეშმაკის მუსიკა….. მე მჯერა რომ როკ ენ როლი საშიშია….. ”
(Rolling Stone, Feb. 12, 1976).

ასევე ერთერთი ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფი მეტალიკა (metallica) თავის ერთერთ სიმღერაში Jump In the Fire” – ში მოუწოდებს მსმენელს რომ ”გადახტნენ” ჯოჯოხეთში:
Follow me now my child . . .
DO JUST AS I SAY . . .
Jump by your will or be taken by force I’ll get you either way . . .
So reach down grab my hand walk with me through the land
COME HOME WHERE YOU BELONG
So come on JUMP IN THE FIRE”
(ვისაც ცოტაოდენი ინგლისური ესმის ალბათ ადვილად მიხვდებით რაზეც არის საუბარი)

როკის ისტორიაში ერთერთი ლეგენდარული ჯგუფი Slayer- მთავიანთი თავე სიმღერაში ასე მოიხსენიეს :
”ჯოჯოხეთის კარიბჭის მცველები, ჩვენ ლორდ სატანას ვენდობით”.

1980 წლიდან მუსიკის სამყაროში გაჩნდა ”ფირფიტის უკუღმა დატრიალება” იგივე Backmasking – ი. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ფუნდამენტალისტი მქადაგებლები ამბობდნენ, რომ სატანა ახალგაზრდა მსმენელის ქვეცნობიერს სიმღერის უკან დამალული გზავნილებით ელაპარაკებაო. მათი აზრით სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ უამრავი ჯანმრთელი ადამიანი მოულოდნელად ავადდებოდა არამარტო ფიზიკურად არამედ სულიერად და თვითმკვლელობამდე მიდიოდა. ისინი ამბობენ, რომ საჭირა მხოლოდ სიმღერის უკუღმა დატრიალება და ერთიშეხედვით სრულიად უწყინარი სიმღერა სატანის სადიდებელ ”ჰიმნად” იქცევა და გაიგონებთ ასეთ ფრაზებს : “It’s fun to smoke marijuana”, “I am Satan”, “Serve the beast for money”, “I love Satan”, “Satan knows I love Him” და რათქმაუნდა არ შეიძლება გამოგვრჩეს ლედ ზეპელინის ცნობილი სიმღერიდან “Stairway to Heaven” – დან ტექსტი “Glory, glory to my sweet Satan, there was a little child born, it makes me sad, whose power is Satan”.

იმასაც ამბობენ, რომ Backmasking – ი მომღერლის ან მუსიკის ავტორის უნებლიედ ხდება, მაგრამ ფაქტია რომ ასეთი რამ ნამდვილად არსებობს.

Backmasking – ი პირველად ბიტლებმა გამოიყენეს (The Beatles) შემდეგ სიმღერებში : ”Obla-di Obla-da”; ”Rain”; ”Revolution 9”; ”Free As a Bird”; ”Gnik Nus”; ”I’m So Tired” … … … …
ჯონ ლენონმა თქვა : „ქრისტიანობა გადაშენდება – იგი დაპატარავდება და ნელ-ნელა გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი – როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა“.

ამის შემდეგ თითქმის ყველა როკერმა (თუ არაროკერმა) დაიწყო ამ ხერხის (ნებით თუ უნებლიედ) გამოყენება. ფუნდამენტალისტი მქადაგებლების აზრით სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ამდენი ხალხი ”ზომბირდება”. აი ამგვარი სიმღერები :


Led Zeppelin Starway To Heaven

Beatles Backmasking

Revolution 9 Backmask (backwards) by The Beatles

ეს ცოტაოდენი ჩემგან ამ საიტზე კი ნახავთ ”10 ყველაზე სატანისტურ დამალულ გზავნილებს სიმღერებში” ====>>>> http://funkjelly.com/2009/07/16/the-10-most-satanic-hidden-messages-in-songs/.

ჩემთვის პირადად ეს ამბავი ახალი არ იყო და მიუხედავად იმისა ეს სიმართლეა თუ არა მას არანაირი ზეგავლენა ჩემზე არ მოუხდენია (თავიდან მართალია ცოტათი შემეშინდა :D) . მე მაინც ვუსმენ იმ მუსიკას რასაც ადრე ვუსმენდი. 🙂 🙂 🙂 და როგორც ლეგენდარულ bon Jovi -ის სიმღერაშია ”ნათქვამი” :
It’s my life
It’s now or never
I ain’t gonna live forever
I wanna Live while I’m alive !

Advertisements

7 thoughts on “მუსიკა, ბოროტების იარაღი….

  1. მეც მეწერა ამაზე ჩემს ბლოგზე პოსტი. რა პონტია იცი? ყავაში რომ იხედებიან და რაღაც ბუნდღლს მიამსგავსებენ, რომ აი, გზა მოჩანს :დ დაახლოებით იგივეა : ))

  2. icit ra aris tu musika mogwons mousmen da isiamovneb me magalitad musikis mosmenis dros ar mesmis imisi shemobrunebuli da sxvebis ar vici da klasikas mousmineo ro gveubnebi egre kaia satkmelad rac mogwons imas unda usmino
    BEATLES;LED ZEPPELIN;GREEN DAY;MARILYN MANSON;DEEP PURPLE;DOORS;PINK FLOYD;BLACK SABATH;DA KIDEV BEVRS ASE ROM MAGRAD MKIDIA EGRE CHEMI SITYVEBI RAC AK DAVWERE ES RO ILAPARAKO DA UKUGMA USMINO SHEIDZLEBA 10000 DURAKOBA GAIGO MARA BAREM KARTZE VIMKITXAOT DA EG ARIS

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s