საშობაო ზღაპარი

ყოველი ჩვენგანი ყოფილა პატარა… ყოველი ჩვენგანი ყოფილა პირველი კლასელი, აი ისეთი პირველ დღეს რომ უტირია იმის გამო, რომ დედიკოსთან განშორება არ უნდოდა. ახლა დიდები ვართ, მაგრამ დამიჯერეთ არაფრით არ განვსხვავდებით იმ პატარებისგან, რომლებიც ახალა ჩვენი წარსული ცხოვრების ანალოგს გადიან. ჩვენ უბრალოდ ზომაში გავიზარდეთ და ჩვენ ტვინში უფრო მეტი მოგონებაა ვიდერ მათში. სურვილებიც შესაბამისად დიდი ზომის გვაქ… თუ პირველ კლასელს პატარა ბარბის სახლი უნდა, შესაბამისად ჩვენ უფრო დიდი, ევრორემონტიანი (ანუ ბარბის) სახლი გვინდა… თუ პატარებს სათამაშო მანქანა უნდათ, ანალოგიურად ჩვენ დიდი მანქანა გვინდა… და ასე უსასრულოდ.
წელს რაღაც საოცრად მიხარია ახალი წელის მოსვლა და ჩემდა გასაოცრად ისეთმა მოგონებებმა შემახსენეს თავი, საერთოდ რომ არ მახსოვდა. გამახსენდა მეც როგორ ვოცნებობდი ბარბის სახლზე, ბრჭყვიალა ნივთებზე, ბევრ, ბევრ შოკოლადებზე და კანფეტებზე და ყველაზე მთავარზე —- თოვლის ბაბუას ნახვაზე. მაგრამ არ დაადგა საშველი, ეგ კი არა, ეს ოცნება ფაიფურის ლარნაკივით წინ მაშინ დამემსხვრა, როდესაც მამაჩემმა და დედაჩემმა ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე ჩემ თვალწინ შეაცუნცულეს სათამაშოები ოთახში სადაც ნაძვისხე იდგა და მის ძირში დააწყვეს. მაგრამ ჩვენ ახლა ამაზე არ ვილაპარაკებთ.

ერთი სიტყვით და ორი გაგებით მე გადავწყვიტე ზღაპარი დამეწერა, ოღონდ ისეთი კი არა მეზღაპრეები რომ წერენ. არა. ჩემი განსაკუთრებულია, უფრო სხვანაირი, თან ნამდვილი ამბავია, აი თუ გაინტერესებთ როგორია ჩემი საშობაო ზღაპარი მაშინ ამ ვიდეო უყურეთ :

რა იცით, იქნებ მართლაც მოხდეს აი ის, სანუკვარი ”საშობაო სასწაული” პატარაობაში რომ გვიყვებოდნენ და გულის სიღრმეში ახლაც რომ გვჯერა მისი არსებობის და იქნებ ამ პატარებს მართლაც აუსრულდეთ ეს ნატვრები. ნეტავ მართლაც ასე მოხდეს …..

Advertisements

4 thoughts on “საშობაო ზღაპარი

  1. ძალიან! ძალიან! ძალიან ❤ ვიდეოა… დავფიქრდი და მივხვდი – ძალიან მინდა პატარა რომ ვიყო 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s