უწყლობით გამოწვეული…

დემოკრატია კი არა ტირანიაა… დავშრი, გავნადგურდი… მწყურია და რა ვქნა. რას გვიშვება ეს მთავრობა. დილიდან მოყოლებული ჩემ საწყალ ონკანს წყლის წვეთი არ ღირსებია. სად არის სამართალი ვინმე მეტყვით?? გამოეცხადებინათ მაინც, მოვიმარაგებდი :დ ალბათ მეტყვით, წადი მეზობელს თხოვე დაგალევინებსო, მაგრამ ვაი რომ არც იმ მეზობელს არ აქვს :დ მეზობელს კი არა, ჩემ შემოგარენში ყოველა მაღაზიამ წყურვილით შეწუხებული ხალხის არაერთი შემოტევა განიცადა და წყლის მარაგი იმათაც გაუთავდათ, ან იმათაც სწყურიათ და წყალს მალავენ :დ მაღაზიაში ლიკანის მეტი არაფერი ქონდათ, ჰოდა მეტი რა გზა მაქ, ვზივარ და ვსვავ ლიკანს ….

ქონქლუშენ:

ვინაიდან და რადგანაც, გლდანს აქვს პრეტენზია წარმოადგენდეს ცალკე რესპუბლიკას, მთავრობამ გვითხრა მასე არ უნდაო და გაგვითიშა წყალი.
კარგი, არ გვაღიარებ არ გვაღიარებ, მაგრამ რას გავს ეს საქციელი?! აჯანყებას მოვაწყობ :დ თუ წყალი არ მოვა რაღათქმა უნდა.

ნამდვილი (ალბათ ნამდვილი) მიზეზი:

ინჭორბიუროს ცნობით სადღაც (ადგილი უსაფრთხოების მიზნით არ იქნა დასახელებული) აფეთქდა/გაფუჭდა მილი (სავარაუდოდ დიდი მილი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჩვენთვის წყალი მოეწოდებინა). აწ უკვე ხსენებული ინჭორბიუროს ცნობით მილი ექვემდებარება შეკეთებას, მაგრამ მანამდე იგივე ინჭორბიუროს ცნობით კისერიც გვიტეხია.

უარყოფითი მხარე(ები):

აუტანელი წყურვილი, ნერვების მოშლა, მუდმივი მზადყოფნა და შემდგომ იმედგაცრუება წყლის მოლოდინში… დაუსრულებელი ფიქრი წყლის მოპოვებასთან და წყურვილით გამოწვეულ სიკვდილთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვება ცნობილი ფრაზა: ”ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ” და სხვ.

დადებითი მხარე:

პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა. მეტი არაფერი.

ამჟამინდელი მხსნელი:

ლიკანი.

გლდანის რვაპალატიანი პარლამენტი იმედოვნებს რომ კისრის ტეხვამდე მილს შეაკეთებენ და ჩვენც წყურვილით დახოცვას გადავურჩებით.

დიდი მადლობა თანადგომისთვის.

Advertisements

5 thoughts on “უწყლობით გამოწვეული…

    • არ ვიცი როდის მოვა, არც აცხადებენ…გუშინ ჩემმა ნათესავმა მაგათთან დარეკა ”თბილისის წყალში” (მგონი ასე ქვია) და ასე უთხრეს ცოტაც მოითმინეთ ქალბატონო, მანქანებით გამოვიდნენ ჩვენი თანამშრომლები და წყალს ბიდონებით დაგირიგებენ ყველასო :დ კაიფის ხასიათზეც არიან :დ რაც შეეხება წვიმას…. ისევ ბუნება თუ იქნება ჩვენი მშველელი, თორემ ამ მთავრობის იმედზე ჩემი მტერი იყოს :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s