მუსიკა რომ არ არსებობდეს

ე.ი მოდით წარმოვიდგინოთ, რომ მოვიდა ”ბუა” და წაგვართვა მუსიკა. რა მოხდებოდა? არ იქნებოდა არც როკი, არც პოპი, არც ჰიპი, არც ჰოპი, არც სიმფონიები, არც აბაზანაში სიმღერა და სტვენა. პოპ მომღერლები გააკეთებდნენ დღიურებს და თავიანთ გულის ტკივილს გაუზიარებდნენ მათ და ყოველი ახალი დღე დაიწყებოდა ფრაზით : ”ძვირფასო დღიურო”. როკ მომღერლები გადაყვებოდნენ ნარკოტიკებს დალევას და მოიკლავდნენ თავებს, ან ზოგი ფსიქიატრიულში მოხვდებოდა. იქნებოდა სიჩუმე რესტორნებში, ბარებში და რაც მთავარია მარშუტკებში.

ქორწილი როგორ დაიწყებოდა? პატარძლის შესვლას ალბათ სიჩუმე ან ტაში გააფორმებდა (ან საერთოდ გააფორმებდა რამე რო?) როდესაც ბედნიერ (?!) წყვილს შეეძინებოდა შვილი, ძილის წინ დედა, პატარას შექსპირის ლექსებს, ზრაპრებს ან ფეისბუქის და ტვიტერის სტატუსებს წაუკითხავდა.

რათქმაუნდა არ გვექნებოდა ჰიმნი. არც სიტყვა ”ჰიმნი” იარსებებდა. არ გვექნებოდა ქართული ცეკვები. ოღჩ, რითი გააფორმებდნენ პროფილს და ნანუკას შოუს? ნუ კარგი ნანუკა ლაბრადორს და როსტოს ააყეფებდა? და პროფილი? დარჩებოდა ბედის, უფროსწორად ცრემლის ამარა.

მიკვირს ამას როგორ ვამბობ, მაგრამ ერთი პლიუსი მაინც ექნებოდა უმუსიკობას. ქართული შოუბიზნესიდან აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა ქართველი და უცხოელი ვაი მომღერლები.

დავუბრუნდეთ მინუსებს. აღარ იარსებებდნენ გიჟი კომპოზიტორები : ბეთჰოვენი, ბაჰი, ჰაიდნი, მოცარტი, მე და ა.შ.

არ იქნებოდა ლეგენდარული პრისიონერა და სხვა სერიალის სიმღერები, რომლებიც შეუფერებელ მომენტში ძაბავენ სიტუაციას. არ გაიმართებოდა როკ კონცერტები, ადამიანებს გამოხატვის უნარი არ ექნებოდათ, შეიძლება ეპოვნათ ესეთი უნარი, მაგრამ მუსიკისნაირი არცერთი არ იქნებოდა. აღარ იქნებოდნენ გიჟი-გადარეული ადამიანები, რომელებიც კონცერტებზე თავებს კარგავენ. იქნებოდა მონოტონური გარემო.

საგრძნობლად გაიზრდებოდა სამსახურში დაგვინებათა რიცხვი, რადგან მაღვიძარა აღარ დარეკავდა, თუნდაც მომაბეზრებელ,მაგრამ მაინც… მუსიკას. სახლის კარებზე ატყდებოდა ბრახა-ბრუხი, ვინაიდან და რადგანაც ზარი არ იარსებებდა.

ჩემთვის ყველაზე სამწუხარო ის იქნებოდა, რომ მე მუსიკალურ სკოლაში აღარ ვივლიდი და ვეღარ გავიგონებდი ვიოლინოს გულისგამაწვრილებელ, მაგრამ მაინც ძალიან მაგარ ხმას, ჰოლში გავლისას ვეღარ მოვისმენდი სხვადასხვა ოთახიდან გამოსულ ინსტრუმენტთა ხმას. ჩემ ცხოვრებაში მუსიკა, რომ არ არსებობდეს ალბათ სულ ვიჯდებოდი ტელევიზორთან და დავშტერდებოდი უაზრობის ყურებით. ტელეფონს არ ექნებოდა ზარი, მის მაგივრად ადამიანის ლაპარაკი იქნებოდა ჩაწერილი ან რაიმე ცხოველის ღმუილი.

ერთი სიტყვით მუსიკა, რომ არ არსებობდეს ეს ბლოგიც არ იარსებებდა და მეც სავარაუდოდ იმას, რომ არ ვაკეთებდე რასაც ახლა ვაკეთებ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიქნებოდი არა იმიტომ რომ უმუსიკობა გამაგიჟებდა, უბრალოდ მეტი წასასვლელი არ მექნებოდა, იქ უფრო საინტერესეო იქნებოდა ყოფნა. ლოგიკურად თუ არ მეცოდინებოდა მუსიკის შესახებ, ვერც გავიგებდი იმას თუ რას ვკარგავდი, მაგრამ მაინც

No Music – No Life!

თქვენც გამოთქვით თქვენი აზრი, რა მოხდებოდა უმუსიკოდ და რა მოგივიდოდათ თქვენ? მეც თუ მომაგონდა რაიმე P.S – ში დავამატებ : ))))

Advertisements

5 thoughts on “მუსიკა რომ არ არსებობდეს

  1. კარგი იქნებოდა ჯასტინ ბიბერზე აღარ დასჭირდებოდათ ზოგიერთ ნიშადურები და ას.შ..მაგრამ, ჩემი ჰენდრიხსი და კოეინიც რომ აღარ იქნებოდნენ…?!….
    არა… 😐 მე მოვკვდეოდი…უფროსწორედ თავს მოვიკლავდი.. 😐

  2. ”საგრძნობლად გაიზრდებოდა სამსახურში დაგვინებათა რიცხვი, რადგან მაღვიძარა აღარ დარეკავდა, თუნდაც მომაბეზრებელ,მაგრამ მაინც… მუსიკას. ”
    ამაზე რა გახსენდა იცი? ზარები რო რეკავს, აი ძალიან ცუდი ზარები! წკრრრრრიალით რომ რეკავს და ის რომ გაღვიძებს კი არა, რომ გაგდებს ოთახიდან საერთოდ…

    1.მუსიკა რომ არ არსებობდეს არ იქნებოდა შესაბამისად ცეკვა, არანაირი თან!
    2.მუსიკა რომ არ არსებობდეს არ იარსებებდა mp3 player-ები და სხვა მუსიკის მოსმენის საშუალებები.
    3. არ იარსებებდა არანაირი მუსიკალური ინსტრუმენტი!
    4. უამრავი ადამიანი გაქრებოდა ისტორიიდან, რომელიც მუსიკასთან კავშირის გამო იცნობა და რომელთა სახელებიც დღეს სადმე წერია…
    5. ძალიან საინტერესო იქნებოდა ნიშანი იმისა რომ მობილუზე გირეკავენ ან sms მოგივიდა 🙂

  3. buu… ra sashineleba iqneboda nanu musikis gareshe:? warmoidgine chamkvdari qalaqi axal wels (me piradad saaxalwlo ganwyobas mxolod musika miqmnis ), cekva shesadzloa yopiliyo adamianebs ise uyvart cekva ragacas moipiqrebdnen magalitad manqanis signalze icekvebdnen :D:D buu :D:D da ase shemdeg … mokled ar vici ra tqva leninma magram is vici ra tqva msoplio mosaxleobis naxevarma mainc (chemi tamadobit :P) “music, music and music”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s