რა არის მუსიკა შენთვის?

ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის რთულისკენ და ყურადღებიდან რჩება მარტივი საკითხები, რომლებსაც მნიშვნელოვნად არასდროს თვლის. ყოველთვის ვცდილობთ ვიხმაროთ მაღალფარდოვანი სიტყვები, ვცდილობთ ისინი ვიყოთ ვინც სინამდვილეში არ ვართ. დაუსრულებლივ ვთამაშობთ დაუწერელ როლს და საქმე საქმეზე რომ მიდგება მარტივი საკითხების გადაჭრა აღარ შეგვიძლია, სამაგიეროდ ოდესღაც ჩანერგილი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული გვაქვს და ჩვენს სინდისის ქენჯნას საპატიო მიზეზით ვახშობთ და ვამართლებთ ჩვენს უმეცრებას იმით, რომ რთული საკითხების გადაჭრით ვიყავით დაკავებულნი. დიადი საქმეებით, რომლებიც სრულიად გააბათილებენ მარტივთ და არამნიშვნელოვანთ, მაგრამ ყოველივე ამით როდი მთავრდება?! სიმარტივე ცხოვრების თანდაყოლილი თვისებაა, უბრალოდ ჩვენ გვიყვარს მისი გართულება.  როგორ ფიქრობთ არის თუ არა მუსიკა მარტივი ცნება?–> ის მარტვია იმისთვის ვისაც ის ესმის. რთულია იმისთვის ვინც მას ვერ იგებს. ის ხომ ყველგანაა, უბრალოდ საკმარისია მას ყური დავუგდოთ. ზოგისთვის მუსიკა ჰობია, ზოგისთვის მოდა, ზოგისთვის კი სიცოცხლის და შთაგონების წყარო. რა არის ჩემთვის მუსიკა? – არ ვიცი, ჩემთვის ძნელია ემოციების და გრძნობების სიტყვიერად გადმოცემა. არ არსებობს თუნდაც ერთი სიტყვა რომელიც ჩემს მუსიკასთან დამოკიდებულებას აღწერდეს. მე მჯერა მუსიკის ძალის. მჯერა რომ მას მშვიდობის და არეულობის მოტანა შეუძლია, შეუძლია ატირებული გააცინოს და გაცინებული აატიროს. ის არაფერია ადამიანის გარეშე და ადამიანი არაფერია მის გარეშე. მუსიკა ყველაფერს ცვლის, თვით უკვე დადგენილსაც და შეუცვლელსაც. არ მიყვარს ოცნება, მაგრამ მუსიკამ მეოცნებე გამხადა. მუსიკა ადამიანებს აახლოებს, იმედს უნერგავს. იმედის გარეშე კი ცხოვრება შეუძლებელია. მუსიკა შთააგონებს ადამიანს ან პირიქით. არსებობს მუსიკის უამრავი ჟანრი. ზოგიერთის მოსმენა ჩემთვისაც შეუძლებელია. მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ მელომანი. ვუსმენ რაც ჩემს სულიერ მდგომარეობასთან ყველაზე ახლოს დგას და არა იმას რაც მოდაშია. არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც ტელეფონში ან ფლეიერში ისეთი სიმღერები აქვს ჩაწერილი, რომლებსაც იმიტომ უსმენს, რომ თავის სამეგობროში თავი მოიწონოს. მუსიკა ხომ სათამაშო არაა? ვცდილობ ყოველთვის თავი შევიკავო რომელიმე მომღერლის ან მუსიკოსის გაკრიტიკებისას (თუ ძალიან არ შემაწუხა), რადგან ვიცი, რომ არიან ადამიანები ვისაც იმ მუსიკოსის მიერ შექმნილი მუსიკა გულთან ახლოს მიაქვთ და მე ვინ ვარ რომ მათი შეხედულებები გავაკრიტიკო? რატომ? მე ხომ ვერ ავიტან ვიღაცამ, რომ ჩემ მუსიკალურ გემოვნებაზე დაიწყოს ბჭობა და რაღაც (ჩემთვის) სულელური რჩევების მოცემა, რომელსაც ან გამოვიყენებ ან არა, უფრო არა.

რა არის მუსიკა შენთვის? ჰობი, მოდა თუ ის რაზეც ამდენი ვილაპარაკე? ნუთუ არ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მუსიკას მდგომარეობიდან გამოუყვანიხართ სწორედ იმ დროს, როდესაც არაფერს უშველია თქვენთვის და ბოლო გზა მხოლოდ მუსიკა ყოფილა?! მე პირადად ძალიან დიდი ხანი ვეძებდი ჩემ მუსიკას, იმას რაც მე შემეფერებოდა და ვიპოვე, თუ თქვენც ნაპოვნი გაქვთ თქვენი მუსიკა, დამიჯერეთ თქვენზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყნად = ))). 

Music is freedom that relentlessly exists
Freedom of speech
Freedom of thought
Freedom of creativity
Freedom of imagination

Music is ever soothingly healing
A bombardment of on-going expression of feelings
Music is a tool of unity
Always bringing people together as family
Hence be described as a mentor of spirituality

Music is magic
Performing its tricks
With sweet instrumental tones and lyrics

Music is emotionally captivating
Music is positively distracting
Music is a form of beautiful art
Passed on as a message on a public stage

Music is as powerful as water
Flowing in and out of generations
Trapped ever so often only by its own enormous power

Music is an angel
Singing out from the skies as she flies
Music is love
Music is the food of all moods
Music is perfect and it is good for you

The Music is Everywhere. All You Have To Do Is Listen.


©
Geoliberty – Nano

Advertisements

12 thoughts on “რა არის მუსიკა შენთვის?

  1. musika chemi ganuyofeli nawilia.. musikas amdvilad sheudzlia yvelaferi daawynaros an aagelvos.. roca sevdian xasiatze var, mivdivar fortepianostan da vukrav sevdian melodias.. da es melodia me sulierad mamshvidebs…

  2. Echvi maqvs rom Echelon-i xar.. posti momewona dzalian, mec imaves vityodi musikaze, kargia, rom arc ise cota adamiani arsebobs vinc musikis fasi icis.. 🙂

  3. http://pani-c.blogspot.com/2010/05/blog-post.html ასე გიპასუხებ მე :)) რამდენიმე წლის წინ დავწერე ეს პოსტი და აზრი მუსიკაზე ჯერაც არ შემცვლია..მუსიკა ყველაფერშია..რადგან ყველაფერი თავად მუსიკაა..ის ღმერთიცაა და უბრალო მოკვდავიც,სულიერიც და უსულოც..:)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s