წართმეული ბლოგის დაბრუნება

გათენდა 8 მარტი ( BTW გილოცავთ ქალბატონებო! ) და მეც ამაღლებული განწყობით დავჯექი კომპიუტერთან,მაგრამ ეს ამაღლებული განწყობა მალე შეცვალა გაბრაზებამ, ყვირილმა და ერთის სიტყვით იმ ადამიანის ემოციებმა, რომელიც დილა ადრიანად ხედავს, რომ მისი ბლოგი გაუქმებულია ვორდპრესის მიერ. ადრეც მქონდა გაგონილი რომ ვორდპრესი ნებით თუ უნებლიედ დეაქტივაციას უკეთებდა ბლოგებს, ბლოგერების გროუფშიც ბევრმა დაწერა ამაზე. წერილებიც გაუგზავნეს ვორდპრესს და ზოგს აღუდგინეს, ზოგს არა. ჩემი ფიქრები ასე ვითარდებოდა საიტზე შესვლის დროს : ”დღეს ვიდეოს დავამონტაჟებ და იმას დავდებ”, ”ნეტავ რამდენი ვიზიტორი მყავს”, ”რა ნელა შედის, რა ჭირს ამ ინტერნეტს?!”, ”ეს რა არის?!”, ”რა უნდა წითელ ჩარჩოს ჩემ დეშბოარდში?”, ”რაო, დეაქთივეითედო??!”, სადღაც, 10-ჯერ გადავიკითხე წითელ ჩარჩოში მოთავსებული ავბედითი წერილი,  ”…………………….”(ამ ფიქრის დაწერისგან თავს შევიკავებ). მოკლედ ბრალდებები იყო ასეთი: if blog is designed to promote affiliate links, get rich quick programs, banner ads, consists solely or mostly of duplicate or automatically generated material…. და მერე ეწერა რომ თუ ზემოთ აღნიშნული მართალია მაშინ შენი ადგილი აქ არ არისო. მე რაც მაგის კითხვის დროს დამემართა, ვერ აღგიწერთ. ცხოვრების იმ პერიოდმა რომელიც ჩემ ბლოგერობას მოიცავს თვალწინ გამირბინა. მაშინვე გამახსენდა წერილის ამბავი და მეც გადავწყვიტე გამეგზავნა ვორდპრესისთვის წერილი, მაგრამ მანამდე ამ საქმეში კომპეტენტური ხალხის აზრი მაინტერესებდა და ისევ ბლოგერების დახმარებით შევადგინე წერილი და გავაგზავნე. ყოველ 5 წუთში შევდიოდი და ვამოწმებდი ჩართული იყო თუ არა ჩემი ბლოგი. მოკლედ, ამდენმა ნერვიულობამ, რომ არ შემიწირა მიკვირს. უკვე იმდენად იმედგადაწურული ვიყავი, რომ ჩემ ბლოგზე როგორც გარდაცვლილ ახლობელზე ისე ვლაპარაკობდი, ვმბოდი:  გავიდა გაღმა, მარილზე მათქი. დიდი მადლობელი ვარ იმ ხალხის ვინც მეკითხებოდა რა მოუვიდა შენ ბლოგს? რატომ არ შედის? გააუქმე? ე.ი რამდენიმე ადამიანი მაინც კითხულობდაჩემ ბლოგს და დაინტერესებულები იყვნენ მისი ბედით. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, საღამოს 10 საათზე ჩემმა ბლოგმა ამოისუნთქა. ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ ვორდპრესის სახელს ვადიდებდი. ასე თუ ისე მე ვორდპრესის მადლიერი გამოვდივარ, მიუხედავად იმისა, რომ 10 თუ არა, 5 წლის სიცოცხლე დამაკლო თავისი შეცდომის გამო. მაინც მიყვარს ვორდპრესი, იმიტომ რომ მისი წყალობით ჩემი ბლოგი არსებობს.

მე მიყვარს Geoliberty.

Advertisements

One thought on “წართმეული ბლოგის დაბრუნება

  1. რისთვის არსებობს ბლოგსპოტი? დიიიახ, ასეთ და მსგავს შეცდომებს არ უშვებს 🙂 (მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში).
    ისე კი, მიხარია რომ ეშველა ამ ამბავს, წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდი.
    პირველად მოვხვდი შენს ბლოგზე და “ჩავუჯდები” ამ დღეებში 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s