ჩემი პირველი ნაბიჯები EYP-სკენ

ძალიან მინდოდა დღეს კიდევ ერთი პოსტი დამეწერა მუსიკაზე, მაგრამ ერთმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა ეს გადაწყვეტილება შემეცვალა და დამეწერა ჩემ დღევანდელ მიზანზე, რომელიც ერთ წელზე მეტია არსებობს, უბრალოდ მხოლოდ ამ ცოტახნისწინ გავბედე პირველი ნაბიჯი გადამედგა მისკენ. მოკლედ ერთი წლის წინათ, როდესაც ვიყავი 15 წლის, შემთხვევით გავიგე EYP (European Youth Parliament) შესახებ. თავიდან დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან უფრო მეტად ჩემ მუსიკალურ განვითარებაზე უფრო ვფიქრობდი ვიდრე სხვა რამეზე. სულ მცირე დრომ განვლო და ერთერთ კონკურსზე, რომელზეც მე და ჩემი რამდენიმე სკოლელი სკოლამ გაგვაგზავნა, გავიცანი კიდევ ერთი EYP-ერი, რომელმაც ორიოდე სიტყვა გვითხრა თავისი გამოცდილების შესახებ, მაგრამ არც ამაზე გამიმახვილებია დიდი ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ბევრი ვიცოდი EYP-ზე. გავიდა დრო და მივხვდი, რომ ყველა ის ადგილი სადაც მივდიოდი ან ნებისმიერი საიტი (უმეტესობა) სადაც შევდიოდი, ან თუნდაც ახალი ურთიეთობები (უმეტესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ბოლო დროს გავიცანი პირდაპირ ან ირიბ კავშირში იყვნენ EYP-სთან), ყველაფერი ეს ასოცირდებოდა EYP-სთან. გადავწყვიტე ამ ორგანიზაციის შესახებ უფრო მეტი გამეგო, აღმოჩნდა, რომ მე თითქმის არაფერი ვიცოდი ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ საქართველოში. და რაც მთავარია არფერი ვიცოდი “EYP spirit” – ის შესახებ. შევედი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, იქიდან რათქმაუნდა თუ ადამიანი კომპიუტერს და ინტერნეტ სამყაროს კარგად იცნობს, ალბათ თავადაც მიხვდებით რომ ადვილი იყო იმ ადამიანების მოძებნა ვინც უშუალო კავშირში იყო EYP – სთან. მინდა ვთქვა რომ ძიებაში ძალიან დამეხმარა Google & Facebook – ი. მოკლედ გავიგე ყველაფერი რისი გაგებაც მესაჭიროებოდა. Meanwhile აღმოვაჩინე, რომ ჩემი ნათესავი იცნობდა აქტიურ EYP-ერებს. მისი დახმარებით გავიგე შიდა წესების შესახებ, მოკლედ გამოძიებამ შედეგი გამოიღო და სულ მალე მე ვერ ვიტყვი რომ შემიყვარდა, მაგრამ ძალიან მომეწონა და დავინტერესდი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტით. დავრეგისტრირდი მის საიტზე და news group-ის საშუალებით მომდიოდა ინფორმაცია იმეილზე სესიების და უამრავი სხვა სიახლეების შესახებ. მაგრამ ვერცერთხელ ვერ გავბედე აპლიკაციის შევსება და გაგზავნა. პირველი აპლიკაცია 15 თებერვალს გავაგზავნე, არა ეს მეორე იყო, ჩემი პირველი აპლიკაცია უფრო ადრე გავაგზავნე კერძო სკოლების სესიაზე. ჟურნალისტის ადგილზე. მაგრამ მომწერეს ჯერ დელეგატად უნდა იყო ნამყოფი, რომ მერე ჟურნალისტი იყოო, ამიტომ გადავწყვიტე პირველივე აპლიკაცია შემევსო, რომელიც მეილზე მოვიდოდა. ეს იყო ახალციხის სესია.

დავჯე, ნანუკამ დავწერე, მოტივაციის წერილი,
აქმდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.<— (ეს ერითმებოდა ასე თუ ისე).© შოთა რუსთაველი (მადლობა შოთას).

და დადგა ნანატრი ჟამი, როდესაც მე ჩემი აპლიკაცია, როგორც ერთადერთი შვილი, უნდა გამეშვა ეროვნულ გამოცდებზე. და მეც გავუშვი. თავიდან ვინერიულე, ვაი თუ პასუხი არ მოვიდესთქო, მაგრამ მერე ვიფიქრე, რაც არის არის, სხვა სესიებიც იქნება, ეს ხომ ბოლო არ არის მეთქი. საბედნიეროდ 2 კვირის მერე პასუხი მოვიდა და ინტერვიუზეც დამიბარეს. იყო მარტის პირველი შაბათი. მეც დიდის ამბით გამოვიპრანჭე და გავუდექი გზას EYP-სკენ.თავიდან ზუსტად ვერ მივაგენი, მესიჯშიც და მეილშიც ეწერა ვაჟა-ფშაველას 78-იო. მეც მივედი ამ მისამართზე (დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც) იქ ერთადერთი შენობა იდგა ისეთი, რომელიც ასე თუ ისე შეიძლებოდა, რომ eyp-ის შენობად ჩამეთვალა. იქ ორ გოგონას შევხვდი, რომლებიც ასევე ინტერვიუზე იყვნენ დაბარებულნი და შენობისთვის ვერ მიეგნოთ. მოკლედ იმ გოგონებმა გადაწყვიტეს მაღაზიაში ვიკითხავთო, მე გავაწყვიტე სავარაუდო eyp-ის შენობიდან გამოსული გოგონასთვის მეკითხა. და გავემართე მისკენ. (საერთოდ დილიდან მოყოლებული მიკვირდა, რატომ არაფერი არ დამემართათქო, რადგან ყოველთვის როდესაც ჩემთვის რაიმე საპასუხისმგებლო ხდება  რაღაც საშინელება მემართება, ეს დაუწერელი კანონია ჩემ ცხოვრებაში.) გზად უნდა გამევლო ღობე, სადაც მანქანები იყვნენ გაჩერებულნი. ორ მანქანას შორის პატარა ადგილი იყო დარჩენილი სადაც გასვლა შეიძლებოდა, მაგრამ სავალდებულო არ იყო რადგან სხვა დიდი და ფართე გასასველიც იყო გვერდით, მაგრამ ჩემი უაზრო ახირების და დაუფიქრებლობის გამო გავემართე ამ ვიწრო ჩიხისკენ, და ფეხის გადაბიჯების დროს, უკეთ რომ ვთქვათ გადასკუპების დროს, ფეხი წამოვდე ღობეს და… ხელის გულები და მუხლები სულ დასვრილი მქონდა, თან ძალიან დასვრილი. ეს ზუსტად ის მომენტი იყო, როდესაც ფიქრობ რომ შენთვის ყველაფერი დამთავრდა და შენი ადგილი იქ ნამდვილად არ არის საითკენაც მიისწრაფი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჭუჭყი ჩამოვიბერტყე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა, ამიტომ ცოტათი ამჩნდა, კიდევ კარგი როდესაც შენობაში შევედი ბნელოდა. იქ 15-20 კაცი დამხვდა. უმეტესობა სტუდენტი იყო. მათი საუბრებიდან გავიგე, რომ მსურველი 100-ზე მეტი იყო და ახალციხეში მხოლოდ 20 წავიდოდა. თან გავიგე ისიც, რომ გამოცდილებას მიანიჭებდნენ უპირატესობას, მაგრამ იმის მაგივრად რომ მენერვიულა, უკვე იმდენად განადგურებული ვიყავი მომხდარი ინციდენტისგან, რომ ყველაფერ ამას გულგრილად შევხვდი. ორგანიზატორი პერიოდულად გამოდიოდა და ბავშვები შეყავდა. დადგა ჩემი დროც. შევედი. შევედი და გამოვედი. გარკვევით მხოლოდ ის მახსოვს, რომ მითხრეს ნახვამდის, დიდი მადლობაო. ოთახი სადაც გასაუბრება ხდებოდა იყო დიიდიიი. იქ ოთხი ადამიანი იჯდა. ორი ერთ ბოლოში, ორი მეორე ბოლოში. და თითო მონაწილეს ესაუბრებოდნენ. მეც ერთერთ თავისუფალ სკამზე დავჯექი და ინტერვიუც დაიწყო…. თავიდან სახელი მკითხეს, ასაკი და მერე სკოლა (ჩემი ასაკის შესაბამისად მიხვდნენ, რომ სტუდენტი არ ვიყავი). მოკლედ მკითხეს საიდან გავიგე eyp-ის შესახებ, რომელ კონკურსებში მქონდა მიღებული მონაწილეობა და სხვა კითხევის შემდეგ (რომლებიც არ მახსოვს) მკითხეს რა ვიცოდი ევროკავშირის შესახებ. მანამდე ყველა კითხვას დაბნეულმა გავეცი პასუხი და სულ ენა მებმებოდა, ამ კითხვაზე კი სულ დავიბენი, არადა ევროკავშირზე საკმაო ცოდნა მქონდა. მოკლედ მე იქ ვიბოდიალე, ცხოვრებაში რომ არ მიბოდიალია ისე. მხოლოდ იმის თქმა მოვახერხე, რომ ევროკავშირი ევროპის სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, შემდეგ მინდოდა მეთქვა კონვენციაზე, მაგრამ თვითონ, ქართული სიტყვა ”კონვენცია” ვერ გავიხსენე, შესაბამისად ვერც ინგლისურად. როდესაც იქიდან გამოვდიოდი, ნელ-ნელა აღმიდგა გონებში მომხდარი და საშინლად დამწყდა გული, არა იმაზე, რომ ვიცოდი ახალციხეში რომ ვერ წავიდოდი, არამედ იმაზე, რომ იქ ბრინჯივით დავიბენი და რაც ვიცოდი იმის თქმაც კი ვერ მოვახერხე. მაგრამ მოწყენილობამ მალე გადამიარა, სულ რაღაც 1 საათში სიცილით ვიხსენებდი ჩემ ინციდენტს და ისევ იმ აზრზე ვიდექი და ახლაც ვდგავარ, რომ სხვა სესიებიც იქნება და როდესაც აპლიკაციას გავაგზავნი და თუ პასუხი მომივა, იმ დღეს აუცილებლად ფრთხილად ვიქნები, რომ კიდევ გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ არ მიმსხვერპლოს. რათქმაუნდა არ ვაპირებ,  EYP-ზე ფიქრს და იქ მოხვედრის მცდელობას დავანებო თავი.

არ ვარ პესიმისტი, პირიქით ყველაფერს დადებითი მხრიდან ვუყურებ. მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუზე დავიბენი და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვილაპარაკე, ეს იმად ღირდა, რომ გამეგო სიტუაცია და ბოლოს და ბოლოს პირველი ნაბიჯი გადამედგა EYP-სკენ. 🙂

Advertisements

3 thoughts on “ჩემი პირველი ნაბიჯები EYP-სკენ

  1. გამოხმაურება: Me, You & EYP – 5th NSC | თავისუფალი ბლოგი

  2. Hey gamarjoba, EYP is senatis wevri var : ) kargi postia zalian 🙂 minda gitxra rom axalcixeze tu ar gagimartla ara ushavs (sesia mainc gadadido didi xnit), kidev cade, ai axla erovnuli sherchevis konferencia modis da gisurveb warmatebas…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s