მუსიკა ტრანსპორტში

პოსტს დავიწყებ ცნობილი ფაქტით: ციგნების თარეში მატარებლის ვაგონებში უკვე ჩვეულებრივი ამბავია ყველასთვის. მათი სიმღერაც იმათთვის ვინც თითქმის ყოველდღე მგზავრობს მატარებლით, ნაკლებად შემაწუხებელია. მე საკმაოდ ხშირად მიფიქრია მათ ვოკალურ მონაცემებზე. ყოველთვის როდესაც ხმას ამოიღებენ და სიმღერას დაიწყებენ, ისეთი შეგრძნება მაქ, რომ თითქოს ყურები მებზარება (მათი გაბზარვა, რომ შეაძლებელი ყოფილიყო, აქამდე უყურო ვიქნებოდი). მოკლედ ამდენ სიმღერა-სიმღერაში ხმა ზარივით გამჭოლი და ტვინის გამხვრეტი ჩამოუყალიბდათ, თან რაც უფრო დიდი ხმაურია მეტროში და მოგეხსენებათ მატარებელი ლიანდაგებზე უხმაუროდ ვერ გაივლის, ესენიც ცდილობენ უფრო ხმამაღლა იმღერონ და გადაფარონ ეს ხმაური. ხანდახან მეშინია არ გასკდნენ, მაგათ გადამკიდე ზეპირად ვისწავლე ლეგენდარული სიმღერა (ობოლი ბიჭი ვარ და ა.შ). მატარებლის ვაგონებში სხვა გასართობსაც ბევრს ნახავთ, მაგალითად<!–more–>
1)შეგიძლიათ დიდხანს დააკვირდეთ ადამიანებს ისე რომ რაიმე არ აფიქრებინოთ, შეგიძლიათ გონებაში სახელიც შეუსაბამოთ მათ, პროფესიაც. მე ძირითადად ასე ვერთოდი, თუ მუსიკას არ ვუსმენ. ვგიჟდები ხალხის დათვალიერებაზე, ზოგი ისეთი საინტერესოა, ზოგი კიდევ საშინლად უინტერესო, მაგრამ მაინც კარგი გასართობია, უბრალოდ ფრთხილად უნდა იყო, ვინე ფიცხი არ შეგრჩეს ხელში, თორემ სხვა ვაგონში გადასვლა გარანტირებული გაქვს.
2) კარგი გასართობია ოცნება, რატომღაც ტრანსპორტში ოცნება ჩემთვის უფრო ტკბილია ვიდრე სადმე სხვაგან. კიდევ ბევრი გასართობია, მაგრამ ეხლა არ მახსენდება.

გართობას, რომ თავი დავანებოთ ასევე ძალიან ბევრი რამ მაღიზიანებს ნებისმიერი საზოგაოდოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას. მაგალითად:
1) მგზავრების უპონტო სახეები (მართალია ამაზე არ უნდა ვღიზიანდებოდე, რადგან ხანდახან მეც მაქ უპონტო სახე, თან შეიძლება იმ ადამიანს სულ არ ეპონტება, მაგრამ მაინც ვღიზიანდები),
2) მეტროში სათვალეებით მოსიარულე ჯაან ტაკოი ხალხი,
3) ტრანსპორტში ხმამაღლა მოლაპარაკე ხალხი, ზოგი ტელეფონზე ლაპარაკობს იმხელა ხმაზე, რომ თითქმის მთელმა ვაგონმა იცის მოსაუბრის ისტორია, ან ხანდახან ერთმანეთს მგზავრები იმხელა ხმაზე ელაპარაკებიან, რომ ხშირად მიჩნდება იმის სურვილი, რომ პირი სკოჩით გადავუკრა,
4)  და ბოლოს ყველაზე გამაღიზიანებელი რამ, ტელეფონებში ხმამაღლა ჩართული მუსიკა.


ყველაზე კარგი დროის გასაყვანი რათქმაუნდა მუსიკის მოსმენაა, მე დრო ძირითადად ასე გამყავს, მაგრამ საბედნიეროდ ჩემს ფლეიერს ნაუშნიკებიც მოყვა და არ ვაიძულებ სხვებს ჩემთან ერთად ეზიარონ ჭეშმარიტ მუსიკას. ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ ზოგიერთი ყურსასმენებს არ ხმარობს. აი დღეს ზუსტად ასეთი უქონელი შემოვიდა ვაგონში. მე, ის და მთელი ვაგონში შეკრებილი საზოგადოება დიდი მოთმინებით და ალბათ უქონელის აზრით, დიდი სიამოვნებით ვუსმენდით მუსიკის იმ ჟანრს, რომლის სახელი აქამდე უცნობია ჩემთვის. ასეთი ქცევის ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები. ძალიან დიდი უკულტურობაა, როდესაც ადამიანს მისი სურვილის მიუხედავად ასმენინებ რაღაც მუსიკას, რომელიც არ მოსწონს. ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც ასეთმა ადამიანმა პირდაპირ ყურთან მომიტანა თავისი ტელეფონი, გეგონება მეკითხოს რას უსმენთქო. კი ვიფირქე დავუფშვნი ტელეფონსთქო, მაგარმ მერე ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები გამახსენდა და გადავიფიქრე. რატომ უსმენენ ხმამაღლა მუსიკებს არ მესმის. თუ ყურსასმენები არ უერთდება ტელეფონს, მაშინ სულ ნუ მოუსმენ. ჩემი აზრით ჯობია 20 წუთი მუსიკის მოსმენის გარეშე გაძლო, ვიდრე მაგ 20 წუთის განმავლობაში 50 კაცის, გაბრაზებული სახე გიყურებდეს. ასეთი ამბავი მარტო მატარებელში არ ხდება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად შეხვდებით მოსეირნე ადამიანებს, ტელეფონით ხელში, რომლებსაც ბოლო ხმაზე აქვთ ჩართული სიმღერები. მარშუტკები, ავტობუსები, ხშირად ბაზრობებიც ხდებიან ამგვარი ყოფაქცევის მსხვერპლნი და საწყალი უდანაშაულო ხალხის ნერვები ეწირება ყოველივე ამას.

აი ასეთი ამაღლებული განწყობით მიწევს მგზავრობა ასეთ მხიარულ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ეწირებათ ჩემი ნერვები. 😀

In my opinion, საჭიროა ასეთი ქმედებისთვის ჯარიმა იყოს 😀 მაგრამ ეგეთი ადამიანები იმდენნი არიან, რომ მაგათ მტელი პოლიციის ბრიგადა არ ეყოფათ, თან ხომ არ გაეკიდები?! პოლიციელზე უფრო მაგრად რომ გარბოდეს? შესაძლოა ამას ვერც კანონმა უშველოს. ალბათ მაინც ადამიანის შეგნებაა აქ მთავარი. სულ არ იქნება საჭირო ჯარიმა, იმ შემთხვევაში თუ ამ ხალხს ცოტაოდენი მორიდება ექნება და მიხვდებიან რომ საზოგადოებაში მუსიკის ხმამაღლა მოსმენა, ტელეფონით და უტელეფონოდ ხმამაღლა საუბარი უზრდელობაა.

Advertisements

5 thoughts on “მუსიკა ტრანსპორტში

  1. ერთხელ მოთმინების ძაფი გამიწყდა და ერთს გავათიშინე., მას მერე სულ ასე ვიქცევი. და კიდევ, მაღიზიანებს, როდესაც მძღოლისთვის გადასაცემ ხურდას ხელში არაჩხუნებენ. უკვე აღარც მათი გაჩუმება მიჭირს!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s