1000 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ

თავიდან ამ გამოკითხვის სახელი იყო ”101 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”, მაგრამ შემდეგ რესპოდენტების თხოვნით ეს ციფრი გადაკეთდა 1000-ად.

დიდი ხანი არ გასულა რაც ”კვირის პალიტრამ” ახალი პროექტი წამოიწყო სახელწოდებით ”50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”. დღეს სწორედ ამ სტატიას ვკითხულობდი, როდესაც ასეთი იდეა მომივიდა.

”1000 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”.

ეს გამოკითხვა ეხება სიმღერებს, რომლებსაც უნდა მოვუსმინოთ სანამ ცოცხლები ვართ.

ყველას სხვადასხვანაირი გემოვნება გვაქვს, ყველა სხვადასხვანაირ მუსიკას ვუსმენთ. მოდით ვურჩიოთ ერთმანეთს და შევადგინოთ 1000 საუკეთესო სიმღერის სია. არ აქვს მნიშვნელობა სიმღერის ჟანრს, ტექსტს, ან იმას თუ რა ენაზეა ის, მთავარია ისეთი იყოს, რომ ღირდეს მისი მოსმენა. უბრალოდ დაწერეთ ის რასაც უსმენთ. შესაძლოა ეს ის სიმღერაა, რომელიც ყველა ჩვენგანს გააერთიანებს, ყველა ჩვენგანს თუ არა უმეტესობას მაინც. წამოაყენეთ კანდიდატურები, მეც ჩემი მხრიდან დავწერ, თუ რომელ სიმღერებს ვანიჭებ უპირატესობას და ერთად შევადგინოთ ღირსეული 1000-ეული.

პ.ს. ამ სიაში კლასიკური ნაწარმოებებიც შედის.

ბევრი ვიფიქრე, რომელი სიმღერები შეიძლებოდა მოხვედრილიყვნენ ჩამონათვალში. ჯერ 20 სიმღერა ჩამოვწერე, შემდეგ 12-მდე შევამცირე, მოკლედ ვამცირე და ვამცირე… ბოლოს 5 სიმღერა შემრჩა აი ისინიც:

1) Led Zeppelin – Stairway To Heaven

2) 30 seconds to mars – closer to the edge

3) 4 non blondes – what’s up

4) Queen – Bohemian Rhapsody მართალია ქუინის დიდი მსმენელი არ ვარ, მაგრამ ეს სიმღერა ჩემი აზრით უნდა მოხვდეს სიაში.

5) John Lennon – Imagine

თქვენ როგორ ფიქრობთ 😕

16 thoughts on “1000 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ

  1. ვერ გავკადნიერდები,რომ რაიმე დავამატო,რადგან მე სულ სხვა ასაკშივარ,ამიტომ თქვენს გემოვნებას ვერ დავაკმაყოფილებ,ისე ჩემი დროის ჰიტები დღემდე პოპულარულია….

  2. 101 ძალიან ცოტაა.
    სიმღერაში რას გულისხმობ? კლასიკური ნაწარმოებები არ შევიყვანოთ, მოდი, თორემ ჩავფლავდით 🙂 იყოს სიმღერა, ამ სიტყვის ყველაზე გავრცელებული გაგებით.
    ჩემი სია:
    Pink Floyd – Wish you were here
    Deep Purple – Child in time
    Ozzy Osbourne – Mr. Crowley
    Guns’n’Roses – Don’t cry
    Rolling Stones – Angie
    The Beatles – While my guitar gently weeps
    ლენონი და ლედ ზეპელინი ჩაგისვამს უკვე 🙂
    აუჰ, კიდევ ბევრი გამახსენდება… წავედი! 🙂

    • 101 ცოტაა, მაგრამ შესაძლებლობას მოგვცემს საუკეთესოთა შორის საუკეთესოები გამოვავლინოთ, თუ მეტი საუკეთესო აღმოჩნდა გავზარდოთ რიცხვი, რა პრობლემაა 😀 ყველანაირ სიმღერას ვგულისხმობ, ყველა ჟანრისას. იყოს კლასიკაც :)))

      • კლასიკაც თუ უნდა იყოს, ბრრრრ… 101 მარტო კლასიკური ნაწარმოების დასახელება შეიძლება… 🙂 🙂

      • ჩვენც ცოტა დავასახელოც,ისეთები რომლებიც აუცილებელია, რომ 21 საუკუნის ადამიანმა იცოდეს

  3. კლასიკიდან ჩემი მხრივ მივამატებდი:
    1. Vivaldi – Four seasons
    2. Johannes Brahms – Hungarian Dances (თუ ყველა არა, მე–5 აუცილებლად);
    3. Beethoven – Moonlight Sonata
    4. George Frideric Handel – The Arrival of the Queen of Sheba
    5. Nicolo Paganini -Caprice # 24

    ჯერჯერობით სულ ეს მომდის თავში, კიდევ დავბრუნდები 🙂
    ისე, ამას ბოლომდე თუ მიიყვან, ძაალიან მაგარი იქნები 🙂

  4. Richard Clayderman – Ballade pour Adeline
    RICHARD CLAYDERMAN – Passion
    ludovico einaudi – una mattina
    Mozart – Lacrimosa
    Keiko Matsui – The Road, midnight stone,
    Ennio Moricone – …..
    კლასიკაში ამათ დავამატებდი აუცილებლად 🙂

    ეხლა როკი : )))
    The Rolling Stones – Sympathy For The Devil
    Eric Clapton – Layla
    Queen – The Show Must Go On
    Pink Floyd – Another Brick In The Wall Full version, wish you where here,
    Nirvana – Smells Like Teen Spirit
    30Seconds To Mars – Kings and Queens
    Ac/Dc –
    Led Zeppelin – Whole Lotta Love, kashmir, going to california, black dog.
    Aerosmith- cryn,, crazy,
    Blink 182 – Rock Show
    Deep Purple – Sometimes I Feel Like

    მერე გავაგრძელებ კიდე თუ გინდათ 🙂

Leave a reply to ნანო კომენტარის გაუქმება