მშვიდობიანი აქცია აბორტის წინააღმდეგ

დღეს თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის წინ, იმართებოდა მშვიდობიანი აქცია. აქციის მონაწილეების სურვილი იყო ის, რომ ხალხს გაეგო რა იყო აბორტი, რომ აბორტი ეს იგივე მკვლელობაა და მოუწოდებდნენ ახალგაზრდა, მომავალ დედებს, რომ აბორტის გაკეთება დიდი ცოდვაა და არავითარშემთხვევაში არ შეიძლება ამის ჩადენა, ეს ადამიანის მკვლელობაა და მისთვის ღვთის მიერ მინიჭებული სიცოცხლის წართმევაა.

დარწმუნებული ვარ, რომ ყოველმა თქვენგანმა იცით აბორტის მნიშვნელობა, მაგრამ მე მაინც დავურთავ პოსტს მის პატარა განმარტებას, რომელსაც ამ საიტზე მივაგენი:

”რა არის აბორტი? აბორტი ეწოდება ორსულობის შეწყვეტას 22 კვირის ვადამდე. არსებობს თვითნებური და ხელოვნური აბორტები. თვითნებური აბორტი არ არის დამოკიდებული ორსულის სურვილზე და გამოწვეულია ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევით. ხელოვნური აბორტი არის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ორსულის სურვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო აბორტს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქალის ჯანმრთელობისთვის. იგი: — ასუსტებს ორგანიზმის დამცველობით უნარს და ხშირად ამწვავებს სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს; _ შეიძლება გახდეს უშვილობის, თვითნებური აბორტების, გართულებული ორსულობის და მშობიარობის მიზეზი – შეიძლება გახდეს ჰორმონული მოშლილობებისა მიზეზი; – ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარებას; – ხშირად არის ქალის ნაადრევად დაბერების მიზეზი. – როგორც ფსიქოლოგიური ტრავმა, შეიძლება გახდეს ნევროზებისა და ფსიქიკის სხვადასხვა ტიპის აშლილობის მიზეზი. – შეიძლება გახდეს წყვილის სქესობრივი უთანხმოებისა და შემდგომში სერიოზული ოჯახური კონფლიქტის მიზეზი ამრიგად, აბორტი უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ქალზე, არამედ მის ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებაზეც. ერიდეთ აბორტს!

აი პატარა ინტერვიუც, რომელიც აქციის მონაწილეებისგან ავიღე

ეს აქცია გრძელდება 40 დღე, და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს მას.

Advertisements

3 thoughts on “მშვიდობიანი აქცია აბორტის წინააღმდეგ

  1. ძალიან კარგია, როდესაც პატარა ასაკში ასეთი თემებით ხართ დაინტერესებულები. ….და თუ ასეთი ხედვა აქვს ჩვენს ახალგაზრდებს ე. ი. გადაშენება არ გვიწერია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s