1000 საუკეთესო სიმღერა – ვიდეოგამოკითხვა

როგორც იცით 1000 საუკეთესო სიმღერის შერჩევა ჯერ არ დასრულებულა (ალბათ კაი ხანი არც დასრულდება). მეც  გადავწყვიტე ვიდეოგამოკითხვა ჩამეტარებინა. სულ თავიდან ხალხს ვაჩერებდი, ერთი საათი ვუხსნიდი მათი გაჩერების მიზეზს, მერე ისეთ სახეებს იღებდნენ, გეგონება რაღაცას იხსენებენ ძველი წარსულიდანო და მერე მეც გახარებული ვიღებდი კამერას და ისევ თავიდან ვუხსნიდი, რომ გადაღებაც აუცილებელი იყო,

აი აქ უკვე რატომღაც ყველას სახე ეცვლებოდა და დაფიქრებული სახის ნაცვლად ჯერ გაოგნებას ვხედავდი, შემდეგ უდარდელ ქედმაღლობას და ბოლოს ვისმენდი პასუხს, რომლის გაგონებაც თავიდანვე მაშინებდა ”არა”-ს. ზოგი კამერის ამოღებასაც არ მაცლიდა ისე გარბოდა. მოკლედ მივხვდი, რომ თხოვნით ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ ამოვიღე კამერა და თხოვნის გარეშე მივადექი პირველივე შემხვედრს. აი აქ კი მივხვდი, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანს ორი ვარიანტი რჩება: ან გაქცევა ან კამერის წინ (ძალაუნებურად) პოზიორობა. მართალია ზოგი მაინც გარბოდა, თან უფრო ჩქარა ვიდრე წინა რესპოდენტები, რომლებსაც უფრო მეტი არჩევანი ჰქონდათ, მაგრამ მე მაინც მოვახერხე იმ უმცირესობის ჩაწერა, ვინც გადაღებაზე დამთანხმდა (ძალაუნებურად).

სიას კიდევ განვაახლებ, როგორც კი სიმღერების ჩამონათვალს შევადგენ 🙂

Advertisements

7 thoughts on “1000 საუკეთესო სიმღერა – ვიდეოგამოკითხვა

  1. ბოლოს რომ იყო, ლურჯკაშნეიანი გოგო, ეგ მევასა 🙂 🙂
    კარგად გიმუშავია! 🙂

  2. ჩემი ღამის კოშმარი და ფობიაა კამერასთან მოხვედრა პირისპირ. მე მესმის იმ “გამქცევებისა და მეპოზიორეების” :))

    ათასი საუკეთესო სიმღერა – სერიოზული ჩანაფიქრია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s