რომელი გირჩევნიათ 101-ეული, თუ 1000-ეული, ანუ 101 vs. 1000

სანამ პოსტის ძირითად შინაარსზე გადავალ, მინდა იმათ ვინც მხოლოდ ახლა ჩაერთო ჩვენს მუსიკალურ მარათონში, გავაცნო დღევანდელ დღემდე განვითარებული მოვლენები. მოკლედ ამა წლის მარტში…. თუმცა რა საჭიროა ოფიციალური ლაპარაკი. მოკლედ გეტყვით, რომ ტარდება გამოკითხვა, თემა არის ”1000 სიმღერა, რომლესაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”, მაგრამ ეს ახლანდელი სახელია. მოდით ცოტა კიდევ უკან წავიდეთ, უახლოეს წარსულში და გადავხედოთ მას. სულ სულ თავიდან ამ გამოკითხვას ერქვა ”101 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”. როდესაც პოსტი გამოვაქვეყნე ამ სახელით, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოითხოვა, რომ რიცხვი გაზრდილიყო. მეც გავზარდე რიცხვი 1000-მდე, მაგრამ ამ ციფრსაც გამოუჩნდა მოწინააღმდეგე, ბევრმა უკმაყოფილება გამოთქვა იმიტომ, რომ ეს ციფრი ძალიან დიდი იყო.  ხალხის აზრი ორად გაიყო. ერთნი ამბობდნენ 101 ცოტაა და გაზარდეო, მეორენი კი პირიქით 1000-ია ბევრია და შეამცირეო. ვინაიდან და რადგანაც ეს გამოკითხვა არის სახალხო და ამ სიას მარტო მე არ ვადგენ, გადავწყვიტე სანამ ბოლომდე ჩამოვყალიბდებით, მანამდე ჩავატარო ასეთი ქვე-გამოკითხვა ”რომელი გირჩევნიათ 101-ეული, თუ 1000-ეული, ანუ 101 vs. 1000″. თუ არცერთს არ უჭერთ მხარს, მაშინ შეგიძლიათ თქვენით დაასახელოთ ციფრი. არჩევანი თქვენზეა. მიეცით ხმა იმას, რომელიც უფრო მისაღებია თქვენთვის.

Advertisements

4 thoughts on “რომელი გირჩევნიათ 101-ეული, თუ 1000-ეული, ანუ 101 vs. 1000

  1. 100 მაგარია
    1000 ბევრია ამდენს რა მოუსმენს
    თითო მუსიკა თუ 3 წუთი იქნება, ესე იგი სულ 3000 წუთი ანუ 50 საათი ანუ 2 დღე-ღამეზე ცოტათი მეტი დაგჭირდება რომ, სუყველა რჩეულ 1000 მუსიკას მოუსმინო….

  2. მე იდეა მაქვს…. გავაკეთოთ რუბრიკა, თვის საუკეთესო ათეული.
    და ხმების მიხედვით მივანიჭოთ ადგილები…..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s