60 წუთი, დედამიწისთვის 2011


დღეს მნიშვნელოვანი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დედამიწის ერთი საათის დღეა. ყოველი წლის, მარტის თვის ბოლო შაბათს მსოფლიო დგება ერთად დედამიწისთვის. აქცია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ინიციატივით ტარდება და მისი მიზანი მსოფლიო ლიდერთა მიერ სათბურის აირების ემისიების შემცირების თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერაა. ანუ საჭიროა შემცირდეს ისეთი საწარმოები, რომლებიც გლობალური დათბობის ხელშემწყობ აირებს გამოყოფენ. მათ შორის არის ატომური ელექტროსადგურები. სამხედრო დანიშნულების ქარხნები, რომლებიც ქიმიურ ნედლეულს მოიხმარენ, ასევე თვითონ ქიმიური ქარხნებიც და კიდევ მრავალი სხვა. 26 მარტი, ესაა დღე როდესაც  მსოფლიოს 190 (ან მეტი) ქვეყანა მათ შორის საქართველოც საღამოს 8:30- დან 9:30 – მდე აქრობს ელექტრო ენერგიას ყველგან, ქუჩებში, სახლებში, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების შენობებში, ძეგლებზე. მოკლედ ყველგან სადაც შუქი ანთია, დღეს ერთი საათით ჩაქრება. ამით ჩვენ შევძლებთ ცოტაოდენი დახმარება გავუწიოთ დედამიწას და დავდგეთ ერთად კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი ქმედებით ვიწვევთ ეხმარებიან დედამიწას. მოდით ჩვენც დავეხმაროთ მას. ყველამ ერთად მხოლოდ და მხოლოდ ერთი საათით ჩავაქროთ შუქი ჩვენს ბინებში.

ხედავთ? ძალღლებიც კი ზრუნავენ დედამიწაზე :დ

ხო მართლა, ჩემი ბლოგის ფონი ნუ შეგაშინებთ : D მინდოდა შუქი ჩემ ბლოგზეც ”გამომერთო”, ისევე როგორც ეს Youtube – მა გააკეთა  და ”გამოვრთე” კიდეც მთელი დღით. ასე რომ მეც სოლიდარობას ვუცხადებ ამ აქციას და განსაკუთრებით დედამიწას.

დავდგეთ ყველა ერთად დედამიწისთვის!

Advertisements

One thought on “60 წუთი, დედამიწისთვის 2011

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s