უსაყვარლესი და უნიჭიერესი, ”კალიოლოგი”


დღეს გადავწყვიტე ჩემი ჩვეული თემიდან გადამეხვია და მეჩვენებინა თქვენთვის ის გასაოცარი ბავშვი, რომელიც აღმოჩენა არის ჩემთვის. ის არ მღერის, არ ცეკვავს ბრეიკს და ქართულ ცეკვებს, არ იჭყანება საყვარლად და არ ცეკვავს მუცლის ცეკვებს :დ ის არის მოაზროვნე ბავშვი, მხიარული როგორიც დანარჩენი სხვა ბავშვები, უბრალოდ ის თავისი ჭკუით გამოირჩევა მისი თანატოლებისგან. უყვარს ჭადრაკი და ერთერთი საუკეთესოა მის თამაშში. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ ჩემი სკოლის ყველაზე დიდ მოაზროვნე III კლასელს, ბატონ დავით ფეიქრიშვილს, რომელსაც მე ”კალიოლოგი” ვუწოდე. არანაირი დევიდ ან დათო, თუნდაც დათუნა, არამედ დავით (თავად ბ-ნი დავითის შესწორებაა). მოკლედ ამ ვიდეოში ის არ საუბრობს საქართველოს ეკონომიკაზე და პოლიტიკაზე, არც ჭადრაკზე, არც თავისი კლასის ამბებს გვიყვება და არც თავისი 10-ანებზე მოგვითხრობს, გაგიკვირდებათ და.. ის კალიებზე საუბრობს. მოკლედ ეზოში ერთი საწყალი კალია ვნახეთ. ჩემ მეგობრას მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ დავითმა შეაჩერა ის და აი რა გვიამბო მან კალიებზე. გეტყვით, რომ მას არც წინასწარ გამზადებული ტექსტი არ აქვს დაზუთხული და არც კამერის უკან დევს რაიმე ფურცელი სადაც ტექსტი წერია. რამაც გამაკვირვა იყო ის, რომ მან ეს ყველაფერი თავისით მოიფიქრა იმ წამს და გამართულად გადმოსცა, მართალია ბავშურად და სასაცილოდ, მაგრამ მაინც მან ჩემზე, პატარა, ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s