მე დრამერის ამპლუაში და ჩემი რჩევები დამწყებ დრამერებს

რატომ გადავწყვიტე დრამების სწავლა? სულ ამას ვეკითხები ჩემ თავს. რომ გითხრათ ერთ დღეს გავიღვიძე და ავიხირე, გინდა თუ არა დრამის სწავლა მინდათქო მოგატყუებთ. თავიდანვე მხიბლავდა ეს ინსტრუმენტი, მომწონდა ჩემი საყვარელი ჯგუფების დრამერები როგორ უკრავდნენ მასზე და მინდოდა მეც ისე დამეკრა, მაგრამ ის კი არ მიფიქრია, რომ სწავლის პროცესი ძალიან ხანგრძლივი და ალბათ ძნელი დასაჯერებელი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მტკივნეული იყო. იყო რა, არის. არც მიფიქრია ჩემ ფიზიკურ შესაძლებლობებზე მივედი მასწვებელთან და …. და არც არაფერი წამოვედი ისევ ისე, სადღაც ერთი თვე ვიარე. დამატყდა ხელები. ნორმალურად დავალებასაც ვერ ვწერდი. სულ მიკანკალებდა ხელები, მაგრამ ბოლოს ნელ-ნელა დავამუღამე, მაგრამ დროში ძალიან შეზღუდული ვიყავი და მალევე გამოვედი. თავიდან ხელი არ მიხლია ჯოხებისთვის, მაგრამ ცოტახანში ისევ ავიღე ხელში და დავიწყე მეცადინეობა. რათქმაუნდა დრამერობა ჩემი მოწოდება არაა. უბრალოდ იმდენად მიყვარს ეს ინსტრუმენტი, რომ მინდა მასზე დაკვრა ვიცოდე. ჩემი პირველი დღე იყო ძალიან მაგარი, როდესაც მასწავლებელთან მივედი თავი გამოვიდე, ხელს რომ ვკიდებ რაღაცას სულ ბოლომდე მიმყავსთქო. მოკლედ დავაჯერე იმ კაცს რომ ჭეშმარიტი დრამერი ვიყავი და … კვირაში სამი დღის მაგივრად ერთ დრს დავდიოდი. არ მეცალა და… სხვა დღეებში იმას არ ეცალა. მასწავლებელი მყავდა ძააან ”ჭკ”, ამ ორი შეხმატკბილებული ასოს სრული მნიშვნელობით. ერთხელ ვუთხარი ჩემ მეგობარს გიტარის სწავლა უნდა მეთქი და იმან ჯგუფიც შექმნა უკვე და სახელსაც არქმევდა :D. მართალია გამოვედი, მაგრამ მეცადინეობისთვის თავი არ დამინებებია. ვცდილობ, ვცდილობ და რავიცი, იმედია დადგება ჩემგან რამე. რაც მთავარია ხელი არ ამიღია დრამებზე.

დრამერობის უარყოფითი მხარეები : ხელების ტკივილი, თავის ტკივილი, ხელების ტკივილი, თავის ტკივილი, ხელების ტკივილი, თავის ტკივილი……………………. ჩემ შემთხვევაში მამაჩემის განწირული ხმა ღამის 2 საათზე და მოწოდება ჯოხების ”პარტყუნის” გაჩერებისკენ.
დადებითი მხარეები: გეცოდინება დრამის ჯოხების სწორად დაჭერა :), გექნება ძლიერი ხელები და ნებისმიერ ბიჭ მეგობარს ვისაც თავი ძლიერი გონია ხელს ერთ ამოსუნთქვაში გადაუწევ თუ რატქმა უნდა გოგო ხარ, შეგეძლება აყოლა შენ საყავრელ სიმღერაზე ოღონ სერიოზულად აყოლა, ისწავლი იმპროვიზაციას, შეგეძლება შენი კიდურების (ხელებზე მაქ საუბარი) მართვას, და ბოლოსდაბოლოს იამაყებ იმით რომ ხარ დრამერი.
ჩემი რჩევები იმათ ვისაც დრამებზე დაკვრის სწავლა უნდათ:

  1. პირველ რიგში იპოვეთ მასწავლებელი, რადგან მარტო შეიძლება არასწორად ისწავლოთ.
  2. მასწავლებელი არ უნდა იყოს დონდლო და უნდა იყოს ცოცხალი, რადგან მკვდარი ვერაფერს ვერ გასწავლით.
  3. როდესაც პირველად მიხვალთ მასწავლებელთან ანახეთ რომ ძალიან გინდათ სწავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადასახადს კაპიკს არ დააკლებს.
  4. არავითარ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში არ მიხვიდეთ ისეთ მასწავლებელთან, რომელსაც დრამები არ აქვს. რათქმაუნდა თავიდან დრამებზე არავინ დაგსვამთ ჯერ ალბათ რეზინაზე გასწავლიან დაკვრას, მაგრამ თუ იმ მასწავლებელს დრამები არ აქვს არც კი იფიქროთ ტყუილად ფულის გადაყრა, რადგან ის ან იყიდის ინსტრუმენტს ან არა.
  5. იყიდეთ დრამების ჯოხები. თავიდან 10 ლარინი გეყოფათ ”პარტყუნისთვის”. ნუ მერე შეგიძლიათ შეუკვეთოთ და პერსონალურად თქვენთვის დაამზადებინოთ.
  6. ივარჯიშე სულ მუდამ. ძნელი იქნება, მაგრამ დამიჯერეთ ღირს.
  7. ივარჯიშეთ
  8. ივარჯიშეთ
  9. ივარჯიშეთ
  10. უსმინეთ დრამის სოლოს, ბევრჯერ, იქამდე სანამ თავი არ გეტკინებათ
  11. სულ მუდამ აბაკუნეთ ფეხი(ები). ხო, თავიდან მეც გამეცინა. მარჯვენა და მარცხენა ფეხი უნდა გქონდეთ ძალიან ძლიერი. სკოლაში, უნივერსიტეტში, მეტროში, ავტობუსში და სხვაგან და სხვაგან აბაკუნეთ და აბაკუნეთ ფეხები რამდენხანსაც გაძლებთ.
  12. არ იზარმაცოთ, ივარჯიშეთ დიდხანს და თან ითვალეთ, აუცილებლად დაითვალეთ. თუ ყური და ხელი თვლას არ მიაჩვიეთ, შეიძლება დაკვრის დროს ხელი გაგექცეთ. ეს კი დამიჯერეთ, კატასტროფაა.
  13. არავის არ ათხოვოთ ჯოხები, რაიცი რა ხდება?
  14. იყავით ინდივიდუალურები, გქონდეთ თქვენი სტილი და არ მიბაძოთ სხვებს.
  15. და ბოლოს განსაკუთრებით გაითვალისწინეთ რჩევა ნომერი 6-7-8-9.

წარმატებებს გისურვებთ. თუ მართა გადაწყვეტთ დრამების სწავლას ნამდვილად არ ინანებთ. თუ კიდევ რაიმე გაინტერესებთ აქ ვარ და გიპასუხებთ 🙂 იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევები, გარწმუნებთ თითოეული მათგანი 100%-ი მუშაა :D.

აი ეს ბიჭი ძალაინ მაგრად უკრავს. ამ სიმღერის ორიგინალი ხომ ძალიან მაგარია, მაგრამ ეს დრამ-ქოვერი უმაგრესია, საგრძნობლად განსხვავდება ორიგინალისგან. უნიჭიერესი დრამერია 🙂

Advertisements

11 thoughts on “მე დრამერის ამპლუაში და ჩემი რჩევები დამწყებ დრამერებს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s