ჩემი თვალით დანახული საქართველოს მოდის კვირეული

მართალია საქართველოს მოდის კვირეული დიდი ხანია რაც დასრულდა, მაგრამ ჩემი აზრი მაინც უნდა გამოვთქვა მის შესახებ. ყველაფერს, რომ თავი დავანებო მისი მომსწრე მეც ვიყავი პრესის სტატუსით. პრესა რა, ფოტოაპარატი მეჭირა და ჩემი ჭკუით, ”მაღალი ხარისხის” სურათებს ვიღებდი.  ასეთი ევენთების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ მქონდა შანსი და Zstudio – ს გავყევი გადაღებებზე. ყველაფერი კი ასე მოხდა:

საქართველოს მოდის კვირეული გაიმართა რუსთაველის თეატრში. კერძოდ მცირე დარბაზში. მერგო პატივი დავსწრებოდი მომზადების პროცესს, როდესაც სხვა ”მოწვეულ სტუმრებს” მოსაცდელში აყურყუტებდნენ. პირველი რამ რაც ფოიეში შესვლისთანავე დავინახე ეს იყო სპონსორი კომპანიების ლოგოების ფონზე მოპოზიორე გამოპრანჭული ხალხი AKA ”ბომონდი”. იყვნენ საინტერესოებიც და უინტერესოებიც. მაგრამ ყველა საინტ-უინტერესოს ერთი რამ ჰქონდათ საერთო: ყველას უნდოდა იმ დიდ ”დაფასთან” სურათების გადაღება. ირონია იქით იყოს და… სიმართლე რომ გითხრათ არცერთი კოლექცია ბოლოს წინას გარდა არ მახსოვს (ბოლოს წინა ძალიან მომეწონა და იმიტომ). იმიტომ არ მახსოვს, რომ მე გადასაღებ ობიექტს უფრო ვუყურებდი ვიდრე ტანისამოსის ნაკვთებს და ა.შ. მოკლედ ვინ არ ვნახე იქ : ჯიჯი რეჯინიდან დაწყებული ბიჭოლათი დამთავრებული ყველა ქართველ თუ არაქართველ დიზაინერს იქ ჰქონდა თავი მოყრილი. იყვნენ ისეთებიც ვისი წარმოშობა ახლაც კი უცნობია ჩემთვის. იყო ერთი უცხოელი, შავკანიანი, რომელსაც ეტყობა ძალიან დებილი ვეგონე და ინტერვიუს პროცესში, როდესაც სახელი ვკითხე სახელის დამარცვლა დამიწყო, ამის მერე იმდენი ილაპარაკა, რომ მთელი 10-15 წუთი (კარგად არ მახსოვს ვეღარ დავითვალე) ხელი ზევით მეჭირა. გადაღების მომენტში თავიდან ვიყავი ძალიან კომფორტულად, ანუ ორივე ფეხზე მყარად ვიდექი. მეორე ჩვენებაზე ორი ფეხი ერთის ადგილას მედო და აი მესამე ჩვენებაზე უკვე ცალ ფეხზე დგომის რეჟიმზე გადავედი, ვინაიდან და რადგანაც სხვა ჟურნალისტების გამო იძულებით გადაადგილებული გავხდი. საკმაოდ დიდი განათლება მივიღე ფოტოაპარატების შესახებ. ფოტოგრაფების წყალობით შევიტყვე ისეთი პროფესიული საიდუმლოებები, რომლებიც საიდუმლოა და ვერ გეტყვით :p. ზუსატდ არ მახსოვს მერამდენე დღეს გამართეს ფილმების ჩვენება, მაგრამ გეტყვით რომ ეს ჩვენება გაიმართა სასტუმრო ”საქართველოში” და ეს ფილმები ჩამოიტანა უცხოელმა ქალბატონმა. დაიწყო და რა დაიწყო. ერთამნეთის მიყოლებით იმდენი ფილმი გაუშვეს, რომ ბოლოს ხალხი ტაშს ძილში უკრავდა. ეს ისეთი ფილმები იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი ხელოვანი თუ შეიცნოიბდა და ჩასწვდებოდა მათ აზრს. როგორც ჩანს მე ეგეთი არ აღვმოჩნდი. როგორც თვითონ იმ ქალბატონმა თქვა ეს ფილმები აკავშირებდნენ მოდას და კინოს ერთმანეთთან. ცოტა მკაფიო წარმოდგენა, რომ შეგექმნათ იმ სიტუაციის შესახებ გეტყით, რომ თავიდან საკონფერენციო დარბაზში ხელის გასაშლელი ადგილი არ იყო და სადღაც საათნახევრის შემდეგ ხელს კი არა რომ გდომოდა ფეხსაც მშვენივრად მოათავსებდი გაშლილ მდგომარეობაში. კოლექციებიდან ერთ-ერთი უცნაური იყო პოლიეთილენით შეკერილი ტანისამოსი. ძალიან დამაინტერესა რა იყო დიზაინერის შთაგონების წყარო, რამაც ამ კოლექციის შექმნა გადააწყვეტინა. რათქმაუნდა ყველა დამეთანხმებით, რომ მოდის კვირეული მოდელების გარეშე ვერ ჩატარდებოდა. უნდა აღვნიშნო, რომ მართლაც კარგი მოდელები გვყავს. საკმაოდ არტისტულები არიან, რაც ოპერატორებს და ფოტოგრაფებს ერთი-ორად უადვილებდა საქმეს. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კოლექცია ცუდი იყო. ცუდიარცერთი არ იყო, ყველას თავისებური დამახასიათებელი შტრიხი ჰქონდა და ეს უფრო საინტერესოს ხდიდა მათ. გარემო ძალიან კარგი იყო, იქ არცერთი თქვენგანი არ მოიწყენდა. დამიჯერეთ, იმდენ გასართობს იპოვნიდით რა მოგაწყენდათ. აი ასეთი იყო ჩემეული მოკლე მიმოხილვა მოდის კვირეულის შესახებ. ეს კი ჩემი ნამოღვაწარი:

Advertisements

3 thoughts on “ჩემი თვალით დანახული საქართველოს მოდის კვირეული

  1. შენი გადაღებული სურათები შენნაირი ჰაეროვანი და ლამაზია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s