პირველი როლი

”თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა უნდა მივიდეს მუჰამედთან”


დღეს კარგი ამბავი გავიგე. როლზე დამამტკიცეს. მართალია ჯერ არ ვიცი რა როლია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩემი პირველი ნაბიჯია. ადრეც მითამაშია დადგმებში, მაგრამ მაშინ ასეთი სიხარული არ მიგრძვნია.

სანამ რეჟისორთან შევიდოდი გასაუბრებაზე, მანამდე არ ვნერვიულობდი (არც მერე მინერვიულია). უფრო მეტად დაბნეული ვიყავი, მანამდე რეჟისორთან ”კასტინგზე” არასდროს ვყოფილვარ. იმაზე მალე შევედი ვიდრე მე მეგონა (მეჩქარებოდა და…) ძალიან გავერთე. პირველად მკითხეს ცეკვაზე ან სიმღერაზე თუ გივლია, ან რაიმე როლი თუ გაქვს ნათამაშებიო. რათქმაუნდა მე გადმოვულაგე ჩემი სტაჟის ამბები ცეკვასა და სიმღერაში, რასაც ვერ ვიტყვი როლზე, მაგრამ მაინც მოვაბი თავი და ორიოდე სიტყვა მაგაზეც ვთქვი. შემდეგ (სულ სიცილ-სიცილით) მოთხრობა და ლექსი წამაკითხეს სხვადასხვა ინტერპრეტაციით. საინტერესო და სახალისო იყო, მაგრამ გარეთ რომ გამოვედი დარწმუნებული ვიყავი არ ამირჩევდნენ. მიუხედავად ამისა მაინც ძალიან მიხაროდა, რომ როგორც იქნა გავბედე და ვცადე. სულ მინდოდა თეატრალურზე მივსულიყავი, მაგრამ რატომღაც ფეხს ვითრევდი და ეს შესაძლებლობა, კი თავისით ”ჩამიფრინდა” ხელში.

დღეს პასუხი მითხრეს და ისე გამიხარდა, ჭერს თავს ვურტყავდი.

ჯერ არაფერი არ ვიცი, ალბათ არდადეგების შემდეგ მეტყვიან ყველაფერს. ააააუუუუუუ იქამდე რა მოითმეეეეეეეეეენს ………………..

Advertisements

3 thoughts on “პირველი როლი

  1. ჰეჰე, წარმატებები..
    აი, ვუსურვებ საკუთარ თავს ისეთივე სიხარული განვიცადო ხოლმე მეც, როგორსაც ახლა შენ განიცდი.. :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s