SMS ბათუმი

ოოო ღმერთოოო, რა ზარმაცი ვარ. უკვე 6 დღე გავიდა და არც არაფერი დამიწერია. მითუმეტეს იმაზე რაც ამ 6 დღის წინ მოხდა. ეს იყო დაუვიწყარი დრო ბათუმში, სადაც შევხვდი უამრავ ნიჭიერ და განსხვავებულ ადამიანს. მაგრამ მიუხედავად ჩევნი ასეთი განსხვავებულობისა ჩვენ მაინც გვქონდა ერთი საერთო, ჩვენ ყველანი ვიყავით (და ვართ) ბლოგერები. ამას უნდა ვუმადლოდე PH International – ის პროექტს ”სოციალური მედია სკოლაში” – ს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე გავაგზავნე აპლიკაცია და სულ მალე მოვხვდი პროექტში, მაგრამ ჩემდა სასირცხვილოდ არ ვიცოდი რა იყო ბლოგი და სოციალური მედია. მართალია, მქონდა ყველაფერი რაც შეიძლებოდა ჰქონოდა ბლოგერს (სოციალურ ქსელებს ვგულისხმობ), გარდა მთავარი რაღაცისა, ბლოგისა :D. ამ პროექტის განხორციელებისთვის დიდ მადლობას ვუხდი რათქმაუნდა ამ პროექტის ქართველ ფუძემდებლებს და განსაკუთრებით დიდი დიდი დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს ტრენერებს დოდკა ხარხელს, სანდრო ასათიანს, ნანა იოსელიან-მეისნერს და ქალბატონ ლია გიგაურს. აი ამ ადამიანების გარეშე Geoliberty არც იარსებებდა. მე კი ამის გარეშე ნმდვილად აღარ შემიძლია ცხოვრება. თავიდან ძალიან ბევრი ბლოგი მონაწილეობდა პროექტში, მაგრამ თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და რუსთავიდან მხოლოდ და მხოლოდ 21 ადამიანი დავრჩით. და აბა თუ მიხვდებით სად ჩაგვიტარდა ტრენინგების დასკვნითი ნაწილი გამარჯვებულ ბლოგერებს??? სად და ბათუმშიიიი. 3 უმაგრესი დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. უკრეატიულესი ბავშვები გავიცანი. და არამარტო კრეატიულები არამედ ძალიან სასაცილოებიც, იუმორის გრძნობით დაჯილდოებულები, ნიჭიერები და ჭკვიანები. ყველაზე სასაცილოების და იუმორის გრძნობით დაჯილდოებულების ადგილს ბათუმელები და ქუთაისელები იყოფენ. ისინი ამ ტიტულს ღირსეულად იმსახურებენ. რა თქმა უნდა ნიჭიერები და ჭკვიანები ყველა იყვნენ. აი გამარჯვებული ბლოგების სია :

  1. ბლოგერები რომლებიც სულ მუდამ ეკოლოგიაზე საუბრობენ, ქალბატონებო და ბატონებო მიესალმეთ:  მწვანე რუსთავი – Greenrustavi.wordpress.com და ეკონია – Ekonia.wordpress.com
  2. აჭარელი ბლოგერები, რომლებისაც მზე და მთვარე ამოსდით თავიანთ მხარეზე და ჩვენც თითქმის ისევე შეგვაყვარეს აჭარა როგორც მათ უყვართ: ბათუმი კადრს მიღმა – Batumi2010.wordpress.com;  აჭარა დღეს – Acharadges.wordpress.com; უბრალოდ Extraordinary way Extraordinaryway.wordpress.com.
  3. ბლოგერი, რომელიც სულ მუდამ კანონის სადარაჯოზეა – Publicorder.wordpress.com
  4. ბლოგერები რომლებიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და ბავშვებს ულამაზებენ ცხოვრებას – Kindworld.wordpress.com
  5. ორი ბლოგერი რომლებიც რატომღაც ჩემ თვალში ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან, რომ ახალგაზრდა თაობა მოაცილონ ქუჩას და მავნე ჩვევებს – Quchamania.wordpress.com; Mavnechvevebi.wordpress.com. 
  6. ბლოგერი რომელიც წერს ქუთაისში მომხდარ ახალ ამბებზე – Newqutaisi.wordpress.com
  7. ბლოგერი რომელიც წერს ყველაფერზე (ყველაფერზე!)- Kolfildisblog.wordpress.com
  8. ჰოოო, აი ამ ბლოგერს აპლოდისმენტების გარეშე ვერ გამოვაცხადებ. ეს არის ადამიანი რომლის ბლოგმაც სპეციალური ჯილდო აიღო, როგორც ყველაზე პოპულარული ბლოგის ავტორმა პროექტის ფარგლებში – tsotniashvili.wordpress.com/
  9. და ბოლოს ბლოგი რომელსაც… ბლოგი რომელიც…. ბლოგი სადაც… მოკლედ… უბრალოდ GeoLiberty – Geoliberty.wordpress.com

მიყვარხართ SMS-ელებოოოოო :*

Advertisements

9 thoughts on “SMS ბათუმი

  1. გენაცვალე ნანუკ ეს სამი დღე მართლა დაუვიწყარი იყო დაა რატომღაც დილით რომ ვდგები მგონია გამოვალ ჩემი ოთახიდან და თქვენთან ერთად ყავას გემრიელად დავლევ,მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე აღარაა,მენატრებიიიიიიიიით!!…:*:*:*

  2. გენაცვალე, როგორც ყოველთვის განსხვავებულ პოსტებს წერ:D და ესეც ძალიან თავისებური პოსტი არის :)) . მართლა ძალიან მენატრება ის 3 დღე და ის ბავშვები,რომლებთანაც გავატარე ეს 3 დღე :* ძალიან მენატრები აბეზარო ბავშვებო :*

  3. როგორ მენატრებიით ყველა ძალიან მინდა ისევ ის დრო, რომ იყოოოს :((( ნანუკ გკოცნი ბევრს.. :*:*:*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s