ჩემი მომავალი (სავარაუდოდ)

დიდი შესვენების შემდეგ რატომღაც მომინდა დავწერო პოსტი იმაზე, რაც დღეს დილიდან თავში მიტრიალებს. მომავალი. არ დავიწყებ მის ფილოსოფიური მნიშვნელობის ახსნას (მაინც არ ვიცი). უბრალოდ დღეს რატომღაც დამაინტერესა, როგორი შეიძლება იყოს ჩემი მომავალი. მრავალფეროვანი, მონოტონური, ფერადი, მუქი… სავარაუდოდ ჩემი მომავალი ისეთი იქნება, როგორსაც მე შევქმნი. არ ვიცი როგორს შევქმნი და როგორი იქნება, მაგრამ ის ვიცი როგორი მინდა რომ იყოს.

არსებობს ალტერნატიული გზები:

(აი აქ ცოტას ვიხალისებ, თუ სერიოზული ნაწილიც გაინტერესებთ, მაშინ ბოლომდე წაიკითხეთ)

1) სულ რაღაც… ძალიან მალე, წარმატებით დავამთავრებ აჟამინდელ სასწავლებელს და იმის მერეც რომ სასწავლებელი მოდის იმასაც.

რაც შეეხება სასწავლებელს:

1.1 ვიქნები იურისტი. კერძოდ, ვისწავლი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საერთაშორისო სამართლის განხრით. უნივერსიტეტს დავამთავრებ “წითელ დიპლომზე” და გავახარებ დედიკოს და მამიკოს.

თუ ზემოთხსენებული პუნქტი არ განხორციელდა, მაშინ წარმოგიდგენთ შემდეგ პუნქტს:

1.2 წარმატებით დავამთავრებ ჩემ მუსიკალურ სასწავლებელს სადაც ამჟამად ვსწავლობ და  ჩავაბარებ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ვოკალურ განყოფილებაზე. ამასაც დავამთავრებ “წითელ დიპლომზე” და გავახარებ დედიკოს და მამიკოს.

2) სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1.1 პუნქტზე დაყრდნობით ვიშოვი ძალიან მაგარ სამსახურს (ნაცნობობის და ჩაწყობების გარეშე (ჩემ პირს შაქარი) ). თუ ვერ ვიშოვი და… შეხედეთ პუნქტ 1.2-ს.
ჩავთვალოთ, რომ ვიშოვი. შემდეგ დავიწყებს წინსვლას, ზევით, ზევით და მივაღწევ მწვერვალს და მთელ ცხოვრებას ასე მწვერვალზე მჯდომარე თუ მდგომარე გავატარებ.

3) ჩემი სამსახური მინიმუმ ევროკავშირის თავმჯდომარეობას გულისხმობს, და მაქსიმუმ… არა მაქსიმუმის დაწერისგან თავს შევიკავებ… მაინც თვალი არ მეცეს 😀 ორივე პუნქტის განხორციელების შემთხვევაში მიმიწვევენ კარნეგი ჰოლში. 1.1 პუნქტის შემთხვევაში მე მოვაწყობ მსოფლიო მნიშვნელობის კონფერენციას და ჩემი სიტყვა ისტორიას შემორჩება. 1.2 პუნქტის შემთხვევაში კი მე მიმიწვევენ მსოფლიო დონის მომღერლის სტატუსით და ჩემი გამოსვლა აგრეთვე ისტორიას შემორჩება.

4) 1.1 პუნქტის შემთხვევაში ვიქნები უწარმატებულესი იურისტი, ხოლო 1.2 პუნქტის შემთხვევაში ვიქნები უწარმატებულესი მომღერალი;

5) 1.2 პუნქტი – ან კლასიკური ვოკალის მხრივ წავალ ან საესტრადოს მხრივ. მსოფლიოს შემოვივლი ტურნეებზე, მექნება საკუთარი თვითმფრინავი, სახლი-ავტობუსი, ლიმუზინები და ა.შ. ჩემი ყველა კონცერტი ანშლაგით ჩაივლის.

6) 1.1 პუნქტი – უჩემოდ არცერთი საერთაშორისო სასამართლო არ ჩაივლის. ნუ რა თქმა უნდა ძალიან მალე მწვერვალის თავზე მოვექცევი და იქიდან გადმოვხედავ ყველას, ანუ მინიმუმ თავმჯდომარის სკამიდან.

რა მოხდება ორივე ზემოთხსენებულ შემთხვევაში:

7) მეყოლება მზრუნველი მეუღლე და 2 შვილი. მეუღლე უნდა იყოს მაღალი, ათლეტური აღნაგობის, ერთი სიტყვით ღლონტების ოცნების მამაკაცამდე ერთი რამ უნდა აკლდეს, სახელი ”იუზა”. უნდა იყოს ჭკვიანი და ინტელიგენტი. მართალია ამბობენ სიყვარული ბრმააო, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ჩემი სიყვარული არც ბრმაა და არც ყრუ, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის, მართალია ბუნდოვნად, მაგრამ მაინც…

8 ) მეყოლება საკუთარი მანქანა, რომლის ნომერი იქნება “nanuk-100” მერე რა რომ ზედმეტი სიმბოლოები აქვს, მაინც ასეთი ნომერი მექნება. ვიყიდი ძალიან მოდურ და ძვირიან მზის სათვალეს და მერე გარშემომყოფებს შევახარბებ. რა თქმა უნდა ვიცხოვრებ თბილისში და ასევე მექნება ფეშენებელური ბინები ვაკეში და გლდანში 😀 ასევე მექნება ორ-სამსართულიანი სახლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

9) მექნება ტამტამების და დასარტყამი ინსტრუმენტების ფასდაუდებელი კოლექცია. ასევე მექნება დიდი შავი როიალი და ლეგენდარული როკ-მომღერლის გიტარა. ჩემ შვილებს მივაღებინებ მუსიკალურ განათლებას და შევიყვან ყველაზე მაგარ მუსიკალურ სკოლაში, რათქმაუნდა მათი სურვილისამებრ.

10) სავალდებულო (ვისთვის სავალდებულო ვისთვის არა) სამ ენასთან ერთად (ინგლისური, რუსული, ქართული) მეცოდინება შემდეგი ენები: ფრანგული, ესპანური, იტალიური და ცოტა გერმანულიც, რადგან მეზობელი მეყოლება გერმანელი.

11) ვივლი მოდების ჩვენებებზე და სურათისთვის მხარდამჭერი კომპანიების ბანერის წინ ვიპოზიორებ, ჩავიცვამ ცნობილი დიზაინერების კაბებს, შარვლებს, ფეხსაცმელებს…ხო და რაც მთავარია უფრო მეტი ეფექტისთვის მეყოლება პატარა ძაღლი, რომლის ერთი ზედა მილიონები დამიჯდება და ამაზე არც ვინერვიულებ.

მოკლედ მექნება უზრუნველი ცხოვრება და ჩემს ბედს ძაღლი არ დაყეფს.

მაგრამ კიდევ არსებობს ერთი ალტერნატიული გზა:

არ გავახარებ დედიკოს და მამიკოს, ვიქნები სულ ცუდ ხასიათზე, არ გავაკეთებ არაფერს, დამეზარება ყველაფერი, ფეხებზე დავიკიდებ ყველას და ყველაფერს, მექნება საშინელი ხასიათი, ყველას მოვუშლი ნერვებს და ვისწავლი მაღალ ხმაზე ყვირილს და ბოლოს მარტოობაში ამომხდება სული.

ზემოთხსენებულ ნებისმიერ შემთხვევაში მე არ ვიქნები ბედნიერი.

სიმართლე:

1) მე ვერასოდეს ვერ ავირებ ”წითელ დიპლომს”, რადგან ის აღარ არსებობს;
2) მე არ დამჭირდება ძალიან მაგარ სასწავლებელში ჩაბარება იმის გამო, რომ დედიკო და მამიკო გავახარო, ისინი ისედაც ბედნიერები იქნებიან, თუ გაიგებენ რომ მე ბედნიერი ვარ;
3) მე არ ვიჯდები მუდამ მწვერვალზე, რადგან ვიცი, რომ ოდესმე ფეხი დამიცურდება და ჩამოვვარდები;
4) მე არ ვიცი გავხდები თუ არა ევროკავშირის თავმჯდომარე, მაგრამ ის ვიცი, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება წინ მიიწევდეს ამ მხრივ;
5) მე არასდროს შევცვლი №7-ე პუნქტს მეუღლის თაობაზე;
6) მე მეყოლება საკუთარი მანქანა, ბინა და ყველაფერი რაც დამჭირდება, მაგრამ არ ვიტრაბახებ;
7) მე არ მექნება ძვირიანი მზის სათვალე, მხოლოდ იმიტომ რომ სხვებს შევახარბო და ღამეც იმ სათვალით ვიარო;
8) მე არასდროს არ მექნება ტამტამების და დასარტყამი ინსტრუმენტების ფასდაუდებელი კოლექცია, რადგან მათზე დაკვრა არ ვიცი;
9) მე არასდროს ვისწავლი გერმანულს, რადგან ეს ენა არ მიყვარს;
10) მე არასდროს, არასდროს! წავალ მოდების ჩვენებებზე იმის გამო რომ მხარდამჭერი კომპანიების ბანერის წინ ვიპოზიორო, არასდროს ჩავიცვამ ისეთ რამეს რაც არ მომწონს, რაც არ უნდა მაღალი დონის დიზაინერის შეკერილი იყოს ის.
რაც შეეხება მესამე ალტერნატიულ გზას:
11) მე არასდროს ავირჩევ ამ გზას. ვეცდები მაინც…

და ბოლოს :

12) მე ვიქნები ბედნიერი, თუ გავაკეთებ იმას რაც მიყვარს.

მთელი დღეა ამით ვირთობ თავს, ჩემ მომავალს სხვადასხვა პროფილში წარმოვიდგენ. ესენი კი ყველაზე ნაკლებად საშინელი ვარიანტებია. 😀

Advertisements

8 thoughts on “ჩემი მომავალი (სავარაუდოდ)

  1. არის თუ არა თქვენი პოსტები მარტივად აღსაქმელი?
    პირველ რიგში ყველა ბლოგერმა უნდა იცოდეს, რომ მონიტორიდან კითხვა ბევრად უფრო დამღლელი და მოუხერხებელია ვიდრე ფურცლიდან, ამიტომ ადამიანების უმეტესობა ბლოგ პოსტებს თავიდან ბოლომდე არ კითხულობს ის მხოლოდ თვალს გადაავლებს მათ და კითხულობს ქვესათაურებს აბზაცის დასაწყისს და ა.შ. იმ შემთხვევაში თუ ამ ინფორმაციამ ჩაითრია, ადამიანი იწყებს სრული ტექსტის წაკითხვას. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ გავაფორმებთ პოსტს და როგორ მივაწვდით მომხმარებელს. ეს მკითხველის რაოდენობასაც გაზრდის და უფრო საინტერესოს და ადვილს გახდის თქვენი სტატიების კითხვას.

    თუ გაქვთ სურვილი რომ შეამოწმოთ არის თუ არა თქვენი ბლოგი მარტივად აღსქმელი, უბრალოდ თხოვეთ თქვენს მეგობარს, რომელსაც მანამდე თქვენს საიტთან შეხება არ ჰქონია რომ გადაავლოს თვალი რომელიმე პოსტს, მიეცით მას 15-30 წამი ამისათვის, შემდეგ კი კითხეთ თუ რას შეეხებოდა თქვენი პოსტი.

    როგორ დავწეროთ სტატია ისე რომ ის მარტივად აღსაქმელი იყოს?
    კარგ ბლოგერებს შემდეგი წესები სულ ახსოვთ და ცდილობენ რომ ისინი გამოიყენონ თავიათ სტატიებში:

    სიები – ეცადეთ ხშირად იხმაროთ სიები გადანომრილი ან უბრალოდ ე.წ. ბულეთედ ლისტები.
    ფორმატირება – აუცილებლად გამოიყენეთ ისეთი ტექსტის გაფორმების საშუალებები როგორციაა ბოლიდ, იტალიკი, ხაზგასმა და ა.შ. ასევე შეგიძლიათ ტექსტის ფერებიც ცვალოთ ამით თქვენ ხაზს გაუსვავთ იმ საკითხებს რაც თქვენს პოსტებში მნიშვნელოვანია, მაგრამ გახსოვდეთ რომ ნუ გადაამეტებთ თორემ შეიძლება მკითხველს უბრალოდ თვალები აუჭრელდეს და თავი დაანებოს სტატიის კითხვას.
    სათაურები და ქვესათაურები – ეს დაეხმარება თქვენს მკითხველს მარტივად გაიგოს თუ რაზეა ისე თუ ის აბზაცი და მას საშუალება აქვს წაიკითხოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია, რის შემდეგაც როგორც წესი იწებს მთელი სტატიის კითხვას.
    სურათები – გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ სურათების მიხედვით მიყვება მკითხველის თვალი თქვენს გვერდს, ასე რომ ძალიან ეფექტურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს გამოკვლევა თქვენს სასარგებლოდ, დაურთეთ სტატიას შესაბამისი სურათები და განათავსეთ ისინი თქვენთვის მნიშვნელოვან ადგილებში.
    სივრცე – ნუ შეეცდებით გამოიყენოთ თქვენი სტატიისთვის განკუთვნილი ადგილის ყოველი სანტიმეტრი, აუცილებლად გაშალეთ სტატია, აბზაცებს შორის დატოვეთ ადგილი, ამით თქვენს მკითხველს შეექმენბა გრძნობა რომ სტატია სულაც არ არის დიდი და რთულად წასაკითხი.
    თუ თქვენ ამ შენიშვნებს გაითვალისწინებთ ამით გაზრდით თქვენი მკითხველების რიცხვს.

  2. მომავალს რაც შეეხება…
    ყველეფერი ოცნებით იწყება…
    მიზან-მიმართულებით და მტკიცე ნებისყოფით ყველა მწვერვალი დაპყრობადია…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s