ეგო

მობრუნდა, მიმოიხედა, ვერაფერი დაინახა და გზა განაგრძო. არც კი იცის საით მიდის ან საერთოდაც რატომ მიდის. ხანდახან ჩამოჯდება კიდეც, იქვე პატარა ქვაზე. საშინლად ეზარება ადგომა, მაგრამ უცებ ისეთი ცივი ქარი დაუბერავს, რომ წამოახტუნებს და ის ისევ მიაბიჯებს შავ, ასვალტის ქუჩაზე. ის მარტო არ არის, მას გვერდით რაღაც მოჰყვება, რასაც თვითონაც ვერ ხედავს არადა ის ხომ მთელი ცხოვრებაა გვერდით ჰყავს, დაბადებიდან ერთად არიან. ერთად გაჩნდნენ, ერთად ცხოვრობენ და ერთად მიდიან. ისევ მოიხედა უკან. ნეტავ რატომ იხედება, რას ეძებს? გზა ისევ განაგრძო, მაგრამ კვლავ მოიხედა და უცებ გაჩერდა. მობრუნდა, სხეულში უცნაური სითბო ჩაეღვარა, რომელიც უეცარმა სიცივემ შეცვალა. წვიმა დაიწყო. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის წყვიდადს გასცქერის ისე თითქოს რაღაცას ხედავს. იქ არაფერია, მაშინ რას უყურებს? უეცრად პატარა ბიჭუნა შენიშნა, ლამაზი თავლები აქვს და შუბლზე კულულები აყრია. ცალი ხელით სათამაშო მანქანას მიათრევს, მეორე ხელში კი ხაზებიანი რვეული უჭირავს. დაუძახა, მაგრამ ბიჭუნამ არ მოიხედა და წყვდიადში გაუჩინარდა. გაეკიდა, მისდევს და ხვდება, რომ განვლილ გზას ხელმეორედ გადის. მძიმე წვიმის წვეთები სახეზე მწარედ ხვდება. უკან დაბრუნება უნდა მაგრამ ფეხებს ვერ იმორჩილებს. ბიჭუნას კვლავ ეძახის. სიბნელეში ისევ დალანდა ვიღაც. 9-10 წლის ბიჭი ტირილით მოაბიჯებს. რაღაცას ფეხი წამოჰკრა და წაიქცა. ტალახში რაღაც ჩაუვარდა, რაღაც საგანი. მგონი გაუტყდა კიდეც, უეცრად ქალი გამოჩნდა, მომტირალ ბიჭუნას ხელი მაგრად ჩაჰკიდა და გაბრაზებულმა შეხედა. თვალებით უსაყვედურა, თითი დაუქნია, შემდეგ ტალახში ჩაგდებულ ნივთს გადახედა. უფრო გაბრაზდა. ხელი დასტაცა ბიჭს და ტალახიან ნივთს და ისევ უკან სიბნელისკენ წავიდა. ახლა კი ხვდება ის რა ნივთიც იყო. მან თავისი ვიოლინო იცნო, რომელიც პატარაობაში გატეხა. ისევ განვლილ გზას გაუყვა. თან ბავშვობის ბედნიერ წლებს იხსენებს, როდესაც დაკვრა ისწავლა. მიდის იმის იმედით რომ კიდევ ვინმეს ნახავს თავის წარსულიდან. მისი მოლოდინი გამართლდა. ის ახლა თავის თავს ხედავს, სცენაზე. ასე 20 წლისა იქნება. საყვარელი მუსიკა შეიცნო, თავის თავს სიამოვნებით შესცქერის, მაგრამ მოგონებები თვალწინ დათამაშობენ, ახსენდება, მაგრამ მოთმინებით უყურებს თუ როგორი თავგამოდებით უკრავს. პარტერში მამას და დედას ხედავს. უნდა ისინი ასახელოს, მაგრამ უეცრად ხელი უოფლიანდება და აკორდი ეშლება. დაკვრას აგრძელებს, ისევ ეშლება. შეცდომა შეცდომაზე მოსდის. დაკვრას წყვეტს, ხალხს თვალს ნერვიულად ავლებს და ჩქარი ნაბიჯით გადის სცენიდან. თავის თავს გაეკიდა. ხვდება, რომ ძალიან შორს წამოვიდა. გარბის. ისევ წვიმს და ისევ სტკივა. უცებ ჩერდება. წინ თავის თავს ხედავს. სულ მთლად სველია. ორივე ხელი დაბლა აქვს დაშვებული და ერთში გატეხილი ვიოლინო უჭირავს. უახლოვდება, მაგრამ რაც უფრო ახლოს მიდის მით უფრო სცივა. ახლა მათ ერთი ნაბიჯიც კი აღარ აშორებთ. მისკენ ხელს იშვერს და ეხება. გაქრა. ის გაუჩინარდა. დაიბნა. ვეღარ ხვდება რა ხდება. დაბნეული იხედება და ვეღარ გაურჩევია საიდან მოვიდა. კოკისპირულად წვიმს, ჭექაქუხილის ხმა ისმის. ეშინია, ძალიან ეშინია. გზის გაგრძელება უნდა, მაგრამ ვერ აგრძელებს. ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს. ეშინია, ძალიან ეშინია. იქვე ქვა შენიშნა. პატარა ქვა. ჩამოჯდა. აღარც წვიმა აღელვებს და აღარც ის სუსხიანი ქარი, რომელიც ადგომას აიძულებს. ზის და აღარც აპირებს ადგომას.

Advertisements

3 thoughts on “ეგო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s