ჩემი ანდერძი

გადმონაშთი ჩემი ბავშვობიდან:

 რა ანდერძს დავტოვებდი სიკვდილის შემდეგ (წინ)

აი მივუკაკუნე 210, არა ვაჭარბებ, 209 წელს. მე მშვენივრად ვარ და სიკვდილს არ ვაპირებ , უბრალოდ ანდერძის დაწერის იდეა ჩემმა მეზობლებმა მომაწოდეს. ისეთი კარგი ხალხია, ასე მითხრეს ოდესმე ხომ მოკვდები, რა იცი სიკვდილი მაინც არ გაგაფრთხილებსო, თან ესეც თქვეს ანდერძში ჩვენც მოგვიხსენიე, გაგვიხარდებაო. მაგათ ჰგონიათ, რომ ვერ მივხვდი რისი თქმაც უნდოდათ, ეგეთი გამოშტერებულიც არ ვარ (ჯერ). ალბათ უნდათ რომ რაიმე დავუტოვო, მაგრამ ვერ მივართვი.

აი ჩემი ანდერძიც:

ჩემი ძვირფასო თანამოძმენო, მე ვარ საღ გონებაზე მყოფი და ვიცი რასაც ვწერ, გთხოვთ ზედმიწევნით შეასრულოთ ჩემი მოთხოვნები:

1) ჩემ მთელ ქონებას, კარდონის ყუთს და ჩემი მთელი ცხოვრების დანაზოგს 5 ლარსა და 45 თეთრს ვუტოვებ ჩემ ორივე შვილს, უშანგის და მანონის. წინასწარ მივმართავ მათ: დედი, გთხოვთ კარდონის ყუთის გამო ჩხუბი არ მოგივიდეთ და შუაზე არ გაფხრიწოთ, თორემ რომელიმე თქვენგანი თავშესაფრის გარეშე დარჩება.

2) ჩემ ოროთახიან ბინას სურვილისამებრ, ან მის საწინააღმდეგოდ  ვუტოვებ მთავრობას, თავისი ავეჯით და გადასახადებით.

3)ჩემ ნათესავებს, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ, ვუტოვებ ჩემ შვილებს მოსავლელად.

4)ჩემ ერთადერთ და განუმეორებელ მეგობარსა და ცხოვრების თანამგზავრს, რომელიც მოიხსენიება ქმრის სახელით, ვჩუქნი ჩემ თავს სამუდამო სასუფეველში (თუ ჯერ კიდევ იქ არის და იქიდანაც არ გამოაგდეს). კარგად მახსოვს სიკვდილის წინ, როცა თავს იკლავდა ოღონდ მე მომცილებოდა ვუთხარი, იქაც მოვალ შე უბედურო და არ გაგახარებ მეთქი. აი რა კარგი სიტყვის ამსრულებელი ვარ. ხო, მართლა, სიტყვის ასრულებაზე გამახსენდა:  ჩემ შვილებს ვუბარებ, რომ 5 ლარი მაღაზიაში ვალი მაქ და დააბრუნონ, თვითონ მაგათ ის 0,45 თეთრიც გეყოფათ.

5)ამ ჩემ უბადრუკ მეზობლებს კი ერთ რამეს დავუბარებ: ჩემ საფლავს არ მოუახლოვდეთ, თორემ იცოდეთ თქვენთვის მწარედ არის დაგინებული და შეგეწერებათ.

აი ჩემი მოთხოვნები. მოვითხოვ ზედმიწევნით შეასრულოთ ისინი, თორემ ნენოსი არ იყოს მეც ჩამოვალ და არც მე დავბრუნდები ხელცარიელი უკან, ყველას წაგიყვანთ. და კიდევ ერთი, ანდერძის გაყალბებას არ ვართ, არც ეცადოთ, ასლები უკვე ნოტარიუსთან  გავგზავნე. მე ჩემი სათქმელი ვთქვი და ახლა თქვენ იცით როგორ ამისრულებთ. ჩემ უშანგის და მანონის მიმიხედეთ. P.S. ცივ ნიავს მიჩვეულები არიან ამიტომ შეგიძლიათ მიაკაროთ.

დიდი სიყვარულით და თავისი მოთხოვნებით გემშვიდობებათ…. აუფ ამ სკლეროზს რა ვუთხარი, საკუთარი სახელი დამავიწყდა. არაუშავს გავიკითხავ და მერე დავასრულებ წერას.

მე-7-ე თუ მე-8-ე კლასში ვიყავი, როდესაც სკოლაში თავისუფალი თემა სახელწოდებიტ ”ჩემი ანდერძი” მოგვცეს დასაწერად : ))))

P.S სიტყვასიტყვით  გადმოვწერე რვეულიდან.

Advertisements

3 thoughts on “ჩემი ანდერძი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s