ერთხელ ბორჯომში

მოკლედ, მოეწყვეთ კონფორტულად და მოემზადეთ ვრცელი პოსტის წასაკითხად, რადგან მას მოკლედ ვერ მოგიყვებით. წინასწარ ბოდიში მინდა მოვუხადო ქალბატონ თეას და ამ პროექტის წარმომადგენლებს იმის გამო რასაც ქვევით წაიკითხავს სასტუმროს შესახებ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ახლა ის სასტუმრო ნებისმიერი ჩვენგანისთვის სანატრელი და საყვარელი ადგილია.

დავიწყოთ იმით რომ ზებუნებრივი ძალით, (სინამდვილეში კი ჩემი ტრენერის დოდი ხარხელის ძალისხმევით) მოვხვდი ბორჯობისკენ მიმავალ ავტობუსში ჩემ მეგობარ ბლოგერთან, ნინო ლეკვეიშვილთან ერთად. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ პროექტში სახეწოდებით „გახდი აქტიური მოქალაქე“ და ამ პროექტის ფარგლბში გავემგზავრეთ ბოჯომში არსებულ ბანაკში თითქმის 4 დღით.

კუკუშკა

კუკუშკა

გავაცდინე ყველაფერი რისი გაცდენაც შეიძლებოდა და გავემართე სპორტის სასახლისკენ. თავიდან დიდი, მაღალი ავტობუსი დავინახე, მაგრამ ერთმა თმახუჭუჭა გოგონამ (რომლის სახელიც შემდგომში დავადგინე (ბუჩქი – იგივე ნინი ტატოშვილი)) დამინგრია ოცნების კოშკები და მიმითითა ორ დაბალ ავტობუსზე. არ შეგაწყენთ წვრილმანებზე ლაპარაკით თავს, რადგან ბორჯომში შესვლის მომენტიდან ძალიან დავწვრილმანდები. ორი ავტობუსით დავიძარით ბორჯომისკენ. თავიდან მე და ნინომ არც კი ვიცოდით სად ვიყავით ან რა გვინდოდა საერთოდ იქ. თან ჩვენ, ავტობუსი აგვერია და სხვა გუნდის წევრებთან ერთად ვიმგზავრეთ. გზაში ტელეფონი დამიჯდა და ვერც მუსიკებს ვუსმენდი ასე რომ მომიწია გარშემომყოფებთან ერთად მეთამაშა რაღაც თამაში, რომელიც ჩვენს უკეთ გაცნობას დააჩქარებდა. მართალია კრეატიული აზრებით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ზოგი სახელი დავიმახსვრე : დავიწყებ გრძელნაწნავიანი თიკოთი, რომელიც იცინოდა და იცინოდა :დ მეორე თიკო, რომელიც წყნარი პიროვნება ჩანდა, შემდეგ ამერიკული აკადემიის მოსწავლეები ნინო, ვაკო, ასევე ლულუ ჩვენი ფოტოგრაფი, ალექსი რომელიც თავიდანვე უცხოელი მეგონა ქერა თქმების და ცისფერი თვალების გამო და რომელიც სუფთა ქართველი აღმოჩნდა “შენარევების” გარეშე :დ :დ ზუკა რომელიც ცდილობდა ჩვენი უპონტო სახეები პონტიანი გაეხადა, ასევე ქეთი რომელთანაც იმდენი საერთო აღმოვაჩინე, რომ ნათესავი მეგონა. ნია და მარიამი (იმედია სახელები არ მეშლება), ბლოგერი ნინო და კიდევ ბევრი სხვა. რაც მთავარია პიონერფილმი იჯდა სულ სულ წინ და გვიკლებდა თავისი მუსიკლურობით. როგორც იქნა ჩავაღწიეთ. ბუნება რომ ლამაზი იყო მაგას ლაპარაკი არ უნდა, ჰაერი რომ სუფთა იყო ესეც გასაგბია, მაგრამ აი ის “სასტუმრო” რაღა იყო ვერ გავიგეთ. სადღაც ასე ცხრასართულიან საერთო საცხოვრებელს გავდა, გავდა რა… იყო.  სასტუმროსთან კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი ბლოგერი დაგვხვდა, გუგა დვალიშვილი, რომლიც ისეთივე გაოგნებული იყო როგორიც ჩვენ ყველანი. იქვე გავიცანით ნიკა მარკოზაშვილი, რომელიც იყო გორიდნ და ჩვენი წუწუნით ტკბებოდა. ოთახში განაწილება ისე გაიწელა, რომ ალბათ იმ დროში თბილისამდე ფეხით ჩამოვიდოდი. როგორც იქნა მოვიდა ჩვენი ჯერი და ხელში შემაჩეჩეს რეზინიანი, რკინის დაჟანგული გასაღები, რომელიც ტანჯვით დ ხრიალით აღებდა კარებს. ოთახი გვქონდა უფრო სასწაული, ისეთი რომ იმ გასაღებსაც არ ეკადრებოდა. წყალი გრაფიკით მოდიოდა და თავიდანვე მოგვიწია იმ აზრთან შეგუება, რომ ვერ დავიბანდით. მე შევეგუე ასე თუ ისე, მაგრამ ნინო ვერ შეეგუა და მეორე დილით წასვლა გადაწყვიტა. არა არა, მთლად მაგიტომაც არ გადაუწყვეტია წასვლა, ჯერ ყველაფრი წინ არის. მოკლედ ისე გვშიოდა ლამის იყო ერთმანეთი შეგვეჭამა. და დადგა ჟამი სადილობსა და ნეტავ არ დამდგარიყო. საჭმელი უმეტესობას არ გვიჭამია რადგან პირი ვერ დავაკარეთ, არ მოგვეწონა და…. ჰო მისაყოლებლად ჩაი მოგვიტანეს, რომელიც მოყოლებული იქიდნ “ადეკვატური ჩაის” სახელწოდებით არის შემორჩენილი. მოკლედ ეს იყო ის ზოგადი აღწერა, რომლის მიხედვითაც წარმოდგენა გექნებათ თუ სად ვიყავი 10 ივნისიდან 13 ივნისამდე. რაც შეეხება საზოგადოებას. ე.ი დავიყავით ოთხ ჯგუფად: 1) ლიდერები; 2) შემოქმედი; 3) სმაილი; 4) ერთობა. მე სმაილის წევრი ვყავი.  ისეთი კარგი ბავშვბი გვიცანი რომ ნუ იტყვით. უაღრესად ნიჭიერები. ასეთი უნიკალურები რანაირად შეგვყარეს ერთად არ ვიცი. აი ისინიც: ფოტოგრაფები: კესი, კოტე, თოკო, პატარა თოკო, არტური და ლულუ. მომღერლები: თიკო და ქრისტინე; მოცეკვავეები: ეზი ანი და ანი; ასევე სალომე და გვანცა; ჩვენი უსაყვარლესი ლიდერები ლიდერთა შორის ამო და ნათია და ბოლოს, ჩვენ… გზააბნეული ბლოგერები: მე ნანუკა ყრუაშვილი, ნინო ლეკვეიშვილი და გუგა დვალიშვილი. ნინომ მეორე დღესვე დაგვტოვა, ვეღარ გაძლო და სახსოვრად გიტარა დამიტოვა, რომ არ მოგვეწყინა. შემდეგი ორი დღე არც გვძინებია, სულ თეთრად ვათენეთ, მაგრამ მერწმუნთ ღირდა, ნამდვილად ღირდა იმად, რომ ამ ბავშვებთან ერთად კიდევ უფრო მეტი დრო გამეტარებინა. რას არ ვაკეთებდით ამ სამი დღის განმავლობაში. ე.ი გავამდიდრეთ ახლომდებარე მაღაზიები, დავდგით პატარა სკეჩები, მუსკალური ნომრები, ცეკვები და დავუხლოვდით ერთმანთს, გვეღირსა დაბანა ოღონდ მხოლოდ “სმაილის” წევრებს მესამე დღეს, რომელიც კესიმ გააჩალიჩა და დიდი მადლობა ამისთვის კესის. რთული იყო 100–მდე ბავშვის 3 დღეში დამეგობრება, მაგრამ არა შეუძლებელი. სხვა გუნდების ლიდერებს რაც შეეხებათ ყველა იყო ძალიან კრეატიული და მხიარული. ლევანი და ხატია იყვნენ ყველაზე დსვენებული ლიდერები

ჩვენი ლიდერები

ჩვენი ლიდერები

რადგან მათი გუნდი პროფსიონალურად მომზადებული პიონერფილმის ბავშვებისგან შედგებოდა და მახსოვს ლევანიმ ისიც თქვა რომ მან ამ ბავშვებისგან ძალიან ბევრი ისწავლა (?) თიკო და ზუკა, ყვლაზე მკაცრი ლიდერები ლიდერთა შორის, მაგრამ მოდით ვაღიაროთ რომ ამავდროულად კარგად ორგანიზებულებიც. თიკო იყო მხიარული და ამავდროულად გადმოცემის თანახმად მკაცრი, ხოლო ზუკა გამოირჩეოდა პასუხიმგებლობით და პოპულარობით გოგონებში :დ  გაგა და ლიკა, მოდი ასე ვიტყვი: გაგა – ლიდერი ლიდერთა შორის და ლიკუნა – ყველაზე ლამაზი ლიდერი ლიდერთა შორის. და ბოლოს სმაილის ლიდერები და მართლაც რომ ლიდერები, რადგან ამდენი გიჟი–გადარეულის მორჯულებას ეხუმრბიით?? ნათია და ამოოო – ნათია ყველაზე საყვარელი ლიდერი ლიდერთა შორის და ამო – ყველაზე ლიბერალი და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ლიდერი ლიდერთა შორის. რაც შეეხება ჩვენს პროვოკატორ ჟურნალისტ კოსტუმას, იგივე გიორგი ედიშერაშვილს, მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქართული პრესა უნდა ამაყობდეს, რომ მას გიორგი ედიშერაშვილი ჰყავს. ადამიანი რომელიც დაუღალავად დარბოდა კამერით ხელში, რომელიც აფიქსირებდა ყველა მომენტს, რომელიც ერთდროულად ურთიერთობდა უამრავ ადამიანთან, რომელიც არ იძინებდა ღამე ერთი შემთხვევის გარდა, როდესაც კამრასთან ერთად ჩაეძინა, რომელიც არ მიგზავნის ვიდეოებს და სურათებს და რომელიც მალე იძულებული გახდება გამომიგზავნოს ვიდეოები და სურათები. (გიორგი ეს ვრცელი აღწერა იმისთვის, რომ ვიდეოები დროზე გამომიგზავნო). ნათია და ამო იყვნენ ყველაზე განებივრებული ლიდერები. ჩვენი გუნდი მათზე ისე ზრუნავდა როგორც საკუთარ შვილებზე თუ არა მშობლებზე მაინც. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ლიდერებიც არანაკლებ ზრუნავდნენ ჩვენზე. სულ უკან დაგვდევდნენ, რომ არაფერი გაგვეფუჭებინა. ბოლო კონცერტი მშვიდობით ჩავატარეთ ისე რომ არაფერი დაგვიმტვრევია. ჯილდოც მივიღე პრეზენტაციისთვის და მადლობელი ვარ ჩემი საღი აზროვნების, რომ მეორე დღეს არ დავტოვე ბორჯომი. რომ წამოვსულიყავი ასეთ კარგ ადამიანებს ხომ ვერ გავიცნობდი?? სულ დამავიწყდა ის გარემო პირობები, ის ხრეშიანი კომპოტები, ფურცლის კატლეტები, ადეკვატური ჩაი, ქვიანი გრეჩიხა, ორი დღის სუპი და პური, დამწნილებული კარაქი, თვითმკვლელი ქათამი და რაც მთავარია დაღრეცილი დანა–ჩანგალი–კოვზი. დიდი სიამოვნებით წავიდოდი იმ სასტუმროში ამ ბავშვებთან ერთად და ნამდვილად აღარ შევიწუხებდი თავს იმაზე ფიქრით თუ რა ცუდი საწოლები გვედგა, რა საშინელი სააბაზანო გვქონდა, რა სასტიკი იატაკი და კედლები იყო და ა.შ ა.შ…

ამ ლმაზი დღეებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, და ყველა იმ დანარჩენს რომელიც აქ ვერ მოგიხსენიეთ, მაგრამ დამიჯერეთ ყველანი მახსოვხართ და ყველა ძალიან მიყვარხართ.

ძალიან არ მინდა პროფილურად დავამთავრო მაგრამ სხვნაირად არ გამოდის. მენატრებით, მიყვარხართ და როგორც ძალიან ბევრი ლიდერი ამბობდა “მადლობთ რომ არსებობთ”. ჩვენ ისევ შევხვდებით, არა.. ხუთშაბათს და რუსთავი 2 –ზე არა, სხვა ადგილას, სხვა დროს და სრულიად სხვა ამპლუაში.

­­­

Advertisements

9 thoughts on “ერთხელ ბორჯომში

  1. თქვენ არ იცით როგორ მენატრებით… თქვენ არ იცით როგორ შემიყვარდით… თვენ არ იცით როგორ მენატრება ყველაფერი… მენატრება ბორჯომი… მენატრება დანგრეული სასტუმრო… მენატრება ჩემი ოთახი, მერე რა რომ იქ ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელი იყო, მენატრება მტვრიანი ლოგინი, დამტვრეული მაგიდა, აივნის კარები რომელიც არ იკეტებოდა… მენატრება ჩემი ოთახის გასაღები, არა ეგ არ მენატრება :დ… მენატრება ხმაურიანი სასტუმროს დერეფნები… ჩემი გიტარა მენატრება, რომელიც თქვენთან დავტოვე :დ და ჯერაც არ მოუღწევია ჩემამდე :დ… მენატრება სასადილო: ადეკვატური ჩაი, მოთენთილი პერაშკი, ხრეშიანი წვენი, გამხმარი პური, სამი დღის სუპი, ქაღალდის კატლეეტები… მენატრება ვითომ დისკოტეკა :დ, მენატრება თავდაყირა ძილი… მენატრება დილით ბითლზების სიმღერაზე გაღვიძება(იმ სიმღერას რაერქვა თუიცით ვინმემ დაწერეთ რა :დ) … და რათქმაუნდა მენატრებით თქვენ… ყველა მენატრებით!.. ლიდერები… ბავშვები ❤ … თეა… ❤ მომენატრა თქვენთან ერთად სიმღერა… ცეკვა… სიცილი… ყვირილი… მომენატრა თქვენი ბედნიერი სახეები… ღიმილით და ბედნიერებით სავსე სახეები… გაიღიმეთ ცხოვრება მშვენიერია… ❤

    მერე რა რომ წამოვედი… მერე რა რომ მარტო 1 დღით ვიყავი თქვენთან ერთად… მერე რა რომ ისე კარგად არ გიცნობთ და არ მიცნობთ როგორც დანარჩენები იცნობთ ერთმანეთს… მაინც მენატრებით… მაინც მიყვარხართ…

    თქვენ არ იცით როგორ ვნანობ, რომ წამოვედი!.. არ იცით! არა!… :(( მგონი ასეთი სისულელე ჯერ არ გამიკეთებია…

    ❤ და მაინც, ისევ და ისევ, გაიღიმეთ ცხოვრება მშვენიერია… ❤

    მუდამ თქვენი მონა და მორჩილი: ნინო – ბორჯომიდან გამოქცეული.. :დ ❤

      • საზიზღარიც ვარ დამეტიც!
        რასგავრბოდი როგავრბოდი! 3 დღე ვერ აიტანდა კაცი უწყლობას?! ნწნწ! მოსაკლავი ვარ!

        პ.ს. შენ მევასები..
        ყველა მევასებით…

  2. ძალიან მიყვარხართ ყველანი.მეც სასჰინელება მეგონა იქაურობა და საითაც გავიხედავდი ყველგან ვიღაც წუწუნებდა:აუ რა საწოლია,აუ წყალი,აუ ლოგინი და ა.შ.განსაკუთრები ერთი ადამიანი,რომლის სახელს არ დავასახელებ.მენატრება დილით 9ზე გაღვიძება ლიდერების ყვირილით:ადექით კბილები გამოიხეხეთ,პირი დაიბანეთ და 15 წუთში ფოიეში იყავით.ამას ისე გვეუბნებოდნენ პიველ დღეს თითქოს წყალი თავზე საქცევად გვქონდა:დ.თავიდან საშინელება იყო,მაგრამ შემდეგ ძალიან მივეჩვიეთ და წამოსვლა აღარ გვინდოდააა.
    ყველაზე კარგად მახსენდებაა ჩემს მიერ თვალებდახუჭვიტ მოყოლილი ა.ჭავჭავაძის და ულამაზესი ცეკვააა ოსურიიი.ამ ყველაფრისთვის მადლობა ზუკას და ალექსის.
    აგსანიშნავია თიკა კვადრატის წვლილი.ათენებდნენ იმისთვის რომ ჩვენი წარდგენა მოეფიქრებიათ.
    ყველანი ძალიან მიყვარხართ და მენატრებით.მართალია დიდი ხანი არ არის რაც გიცნობთ,მაგრამ ძალიან შეგეჩვიეთ.თეა ძალიან დიდი მადლობა ამ ულამაზესი დღეებისათვის.დზალიან მიყვრხართ<3<3<3

  3. ყოჩაღ ნანუ, ნელ-ლელა იხვეწები, სიმღერა მომეწონა და განსაკუთრებით „ხალიჩის“ ფონი. ინტერვიუ ცოტათი გრძელი მომეჩვენა. კალასიკური სატელევიზიო სიუჟეტი 2-3 წუთი გრძელდება, 2 წუთის მერე თვალი იღლება და ინტერესი ნელდება… არა სიმღერა მართლა მომეწონა….

  4. nanuk dz dz monetareee….. is sami dge arasdros damaviwydebaa… imedia ertmanets kide vnaxavt….. momenatra borjomi, is ,,sastumro” da yvelaaa(nu ertis gardaaa)….:*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s