Me, You & EYP – 5th NSC

4 დღე გავიდა რაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი და ადგილზე ვეღარ ვისვენებ. ისევ მინდა საქართველოს უნივრსიტეტში, ისევ მინდა გაუთავებელი მუშაობა რეზოლუციაზე და ისევ მინდა ის გუთავებელი კამათი რომელიც ნერვებს მიშლიდა და რის ბოლოსაც მაინც კონსესუსს ვაღწევდით.

EYP Georgia – 5th National Conference Selection

Finally I’ve Made It :happy: ვინც არ იცით რა გამოვიარე იქამდე სანამ ამ სესიას დავესწრებოდი მაშინ ეს პოსტი წაიკითხეთ —>“ჩემი პირველი ნაბიჯები EYP-სკენ”  : )))

ალბათ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ ბედნიერებას, რომელიც EYP – Georgia – ს იმეილის წაკითხვის შემდეგ ვიგრძენი, როდესაც ისინი მწერდნენ, რომ არჩეული ვიყავი დელეგატად. ოო როგორ გამიხარდააა. მოკლედ სამი ალტერნატიული კომიტეტი ავირჩიე და საბედნიეროდ პირველივეში მოვხვდი და ეს იყო LIBE I – The committee on civil liberty, justice and home affairs I. განვიხილავდით გამოხატვის თავისუფლების არსებობას/არარსებობას საქართველოში. თავიდან ყველაფერი გახსნის ცერემონიალით დაიწყო. დაიწყო, მაგრამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ. იმის მაგივრად რომ 10 საათზე დაეწყოთ, გახსნის ცერემონიის დაწყების დრომ 11-ისკენ გადაიწია ერთი ახალგაზრდა ადამიანის დაგვიანების გამო რომელიც შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, აუჩქარებელი ნაბიჯით მიუახლოვდა “ბოარდების” მაგიდას. თავიდან ვერც კი მივხვდი ვინ იყო ის, მაგრამ სულ ცოტახნის შემდეგ აღმოჩნდა რომ ის ახალგაზრდა ყმაწვილი იყო დათა მაყაშვილი, “ბოარდი” და ამავდროულად ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი ჩეარი (ჩეარი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სკამს : D : D). გახსნის ცერემონიის შემდეგ ყველა შევიკრიბეთ საქართველოს უნივერსიტეტის სტადიონზე და დავიწყეთ სხვადასხვა თამაშის თამაში. ამის შემდეგ კი გავიცანით ჩვენი ჩეარები. ნანა კალანდარიშვილი და დათა მაყაშვილი, მართლაც რომ ჩეარები ჩეართა შორის. ნანა არის უსაყვარლესი და უჭკვიანესი, სიმართლე გითხრათ მის გვერდით ყოფნის დროს ვერც კი ვგრძნობდი ჩვენს ასაკს შორის სხვაობას. მთელი 4 დღის განმავლობაში მათ უხდებოდათ 13 ადამიანის ერთდროულად მოსმენა, არა ეგ პირველ დღეს ხდებოდა. თანდათანობით დავწყნარდით, ვისწავლეთ, გავთვითცნობიერდით და ასე ვცხოვრობით სიწყნარეში და სიმშვიდეში. ისევ ვიტყუები. სიმშვიდე მხოლოდ მაშინ იყო როდესაც ოთახში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. დანარჩენ დროს ჩვენ ჯანსაღ კამათში ვატარებდით, რომელსაც ჭეშმარიტებამდე მივყავდით. თუ ტვინი გადაგვეღლებოდა, ჩეარები მაშინვე ახალ თამაშს გვათამაშებდნენ და შემდეგ ისევ იგივე შემართებით ვაგრძელებდით რეზოლუციაზე მუშაობას. ჩვენ კომიტეტში ვიყავით 13 ადამიანი, რომლებიც რადიკალურად განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან, მაგრამ მოხდა ისე, რომ განსხვავებების მიუხედავად ერთად მუშაობა და გართობა ვისწავლეთ. წარმოგიდგენთ LIBE I – ს, აი რითი დამამახსოვრეს თავიანთი თავები :

  1.  მე – ნანუკა ყრუაშვილი – რაღაცნაირი (აღწერა თქვენთვის მომინდვია);
  2. მარი გიგაური – ყველაზე ბავშვური და საყვარელი;
  3. ია წეროძე – ყველაზე გამოცდილი და აქტიური eyp-ერი;
  4. იზაზო წიკლაური – უბრალოდ Cindy ;
  5. დეა გეგეჭკორი – ულამაზესი თვალების პატრონი;
  6. შოთა ადამია – sometimes, kind of და ობიექტური პიროვნება;
  7. თიკო ჯალაღანია – შოკოლადიიიიი O_O;
  8. ნინო მუხათგვერდელი – ჩუმი და წყნარი;
  9. მარიამ თითბერიძე – კატეგორიული;
  10. ქეთი ცინცაძე – მხიარული, იცის ჩინური და ხუჭუჭა თმები აქვს :შურიანიმე:
  11. სანდრო პატეიშვილი – who’s that? :kidding: ხშირად ვერ ვხედავდი, მაგრამ მივამსგავსე ერთერთ მსახიობს 😛
  12. თამარ ჟღენტი – არტისტული;
  13. თაკო კაპანაძე – Starbucks ❤

მოკლედ ახლა მოდით გავიხედოდ LIBE I – ის გარეთ. ჩვენ კომიტეტს გაცხარებული ომი ჰქონდა SEDE-სთან, ვინ მოიგო ბოლოს არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ჩვენ მოვუგეთ…. ჩემდა საბედნიეროდ იქ შევხვდი ჩემ მეგობრებს ვაკოს და მარიამს, ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს, რომლების ნახვაც უზომოდ გამიხარდა, თან ასეთ სიტუაციაში, შევხვდი ფრიად უცნაურ ადამიანს აკაკი შეყელაძეს, რომელსაც არც კი ვიცნობდი ნორმალურად, მაგრამ Farewell party-ზე დიდიხნის ნაცნობივით მოვიდა ჩემთან და შემატყობინა რომ წასვლას აპირებდა. თავიდან გამიკვირდა, კიარადა ახლაც მიკვირს, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან ჭკვიანი და საყვარელი ბავშვია (ხარ) 🙂  გავიცანი ადამიანი, რომელიც უკრავს გიტარაზე და რომელიც გასაუბრებაზე შემხვდა(გასაუბრებაზე გიტარით იყო მოსული), მისი სახელია შმაგი და მხოლოდ ეხლა გავიგე ეს :დ კიდევ ძალიან ბევრი გავიცანი, მაგრამ ყველას ჩამოწერას ვერ ვახერხებ 🙂 ვის წარმოუდგენია EYP  ჟურნალისტების გარეშე?! ძალიან ძალიან კრეატიული ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი მუდამ მზად იყო სურათის თუ ვიდეოს გადასაღებად. ყველაზე მეტად თავი დამამახსოვრეს :

  1. სოფო ბოკუჩავამ, რომელიც გამოირჩეოდა თავისი იუმორის გრძნობით, აქტიურობით, მხიარულებით და რავიცი ა.შ ა.შ;
  2. ანამარია ბრაგვაძემ რომელსაც მართალია ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მომეჩვენა რომ ყველაზე საყვარელი ჯურნო იყო ჯურნოთა შორის;
  3. ანი მესხიძემ რომელიც ვგონებ რომ იყო ყველგან სადაც კი შეიძლებოდა გამეხედა და რომელიც, ჩემი აზრით არის ძალიან ექსტრავაგანტული პიროვნება;

ყველა ჯურნო ძალიან კარგად მახსოვს და მათით დიდად ვარ აღფრთოვანებული, ჰო მართლა რაც შეეხება ედითორებს, რა შეიძლება მათზე ვთქვა?

  • Kevin Austin – ი და ვახო ცანავა, არც მათ ვიცნობ პირადად, მაგრამ იმისთვის რომ მათი ნიჭიერება, კრეატიულობა, უშუალობა და იუმორის გრძნობა შეამჩნიო სულაც არ არის საჭირო, რომ პირადად იცნობდე მათ.

გადავიდეთ ორგანიზატორებზე. ვინც ყველაზე მეტად თავი დამამახსოვრა ეს იყო ბ-ნი ვასილ ცხვარიაშვილი, რომელიც ჩვენს კომიტეტში ხშირად შემოდიოდა მარკერის თხოვნით/მოთხოვნით, მაგრამ წაღების შემდეგ პატიოსნად აბრუნებდა მას უკან.

როგორ შეიძლება არ მახსოვდეს Head-orgas?  ნიკა გიგაშვილი და იესე პატიაშვილი. მათი ხელმოწერები ხომ ხშირად მხვდება თვალში ჩემი სახელის ქვეშ. იესეზე რა გითხრათ ბევრი არაფერი ვიცი მის შესახებ და თან ხშირადაც არ მხვდებოდა თვალში, არც ნიკა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ნიკა ისევე როგორც თითქმის ყველა eyp-ერი დაჯილდოებულია კარგი იუმორის გრძნობით. რაც მთავარია ორივე არის არაცვეულებრივი ორგანიზატორი, რადგან მათი ძალისხმევა რომ არა, დარწმუნებული ვარ ასეთი სესია არც შედგებოდა. ასევე კარგად მახსოვს ლიკა ლეჟავა, რომელმაც თავი გასაუბრებიდან დამამახსოვრა (ლიკა და იესე გამესაუბრნენ :D).

ხოო… რაც შეეხება ბოარდებს. სულ რაღაც 4 ადამიანი :

  1. სესიის პრეზიდენტი – მარიამ ჩიხლაძე;
  2. ვიცე-პრეზიდენტი – დავით მაყაშვილი;
  3. ვიცე-პრეზიდენტი – ცოტნე ჭანტურია;
  4. ვიცე-პრეზიდენტი – ასმათ ნასყიდაშვილი.

Most exiting part of the event was GA. გენერალური ასამბლეა ჩატარდა საქართველოს პარლამენტში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ყველა რეზოლუცია გავიდა და ყველა ბედნიერი იყო. 

დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რომ ასეთი დადებითი ემოციებით დამმუხტეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

მართალია ბევრ თქვენგანს არ გიცნობთ, ვინც ზევით ჩამოგთვალეთ, მაგრამ დელეგატებსაც, ორგანიზატორებსაც, ჯურნოებსაც, ჩეარებსაც, ვიცე-პრეზიდენტებსაც და პრეზიდენტსაც ერთი რამ გვაერთიანებს, და ეს არის….. (თქვენ დაამთავრეთ) 🙂

Advertisements

13 thoughts on “Me, You & EYP – 5th NSC

  1. momewona, kargi postia. Dzalian magari iyo sesia da arasodes damaviwyda is mxiaruli momentebi da magari xalxi. many thanks to you da aba shen ici, warmatebebi, gansakutrebit EYPshi 🙂

  2. აკაკი ძაან საყვარელი ადამიანია, თან მაგაზე ძალიან ჭკვიანი 🙂

    რუსთავის სესიაზე ჯურნო არ გვყავდასავით და სოფომ შეითავსა 🙂

    მესხიძე რა ხანია არ მინახავს 🙂 ძაან გიჟი და საყვარელი 🙂

    თითბერიძე ჩემი კომიტეტელი თსუ-ს სესიაზე.:)

    ცოტნე ჩემი პირველი ”ჩეარი” 🙂

    ნიკა კიდევ ბლოგინგითაცაა დაკავებული : nikushasi.wordpress.com

    მოკლედ, გული დამწყდა ძალიან რომ ვერ მოვახერხე ენ-სი-ზე დასწრება. არადა სამი გამოცდა დამემთხვა. ახლა ბათუმის შედეგებს ველოდები 🙂

    • წარმატებები ბათუმის სესიაზე, ძალიან მინდოდა მეც მაგრამ აპლიკაციის გაგზავნა ვერ მოვასწარი 😦 არ ვიცოდი ნიკა ბლოგინგითაც თუ იყო დაკავებული, აბა გადავავლოთ თვალი…. რევიზია მიდის 😎

      • მადლობა დიდი დიდი 🙂

        ისე თსუ-ს სესიაზე ან რუსთავის სესიაზე თუ იყავი? :ფიქრ:

      • თსუ-ს სესიაზე ერთი მარტივი მიზეზის გამო არ ვიყავი, სტუდენტი არ ვარ, ჯერ! :შოკ: :დ არც რუსთავის სესიაზე ვყოფილვარ სამწუხაროდ 😐 :))))

  3. ჰაჰ, სად გადავეყარე მთელ EYP-ს?! კარგი პოსტია ნანუკა. ნამდვილად არ ვიცოდი, რომელიმე დელეგატი თუ ბლოგერი იყო 🙂 ჩემ დახასიათებას რომ ვკითხულობდი, გავწითლდი 😛 წაგიკითხავ ხოლმე აწი 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s