მოხდა რამე?! – კი, მოხდა

ამ პოსტს ყველაზე მეტად ეს სიმღერა უხდება : ))

დღეს გადავწყვიტე შემეჯამებინა ჩემი მოღვაწეობა სექტემბრიდან, ივნისის შუა რიცხვების ჩათვლით. დიდი ფიქრის და გონებრივი დაძაბულობის შემდეგ დავასკვენი, რომ ეს წელი არც ისეთი ცუდი ყოფილა, როგორსაც ჩემი ჰოროსკოპი მიწინასწარმეტყველებდა (it’s not that I believe in it, or anything, მაგრამ მაინც მატყუარები ეგენი). არც ისე კარგად დავიწყე და დამთავრებაც არ იყო ისეთი როგორიც მე მინდოდა, მაგრამ რაც მართალია მართალია, ხანდახან ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვინდა. დაწყებაში სკოლის დაწყებას ვგულისხმობ, დამთავრებაში კი.. მართალია სკოლა დამთავრდა, მაგრამ ერთი წელი კიდევ წინ მაქვს. შემოდგომა-ზამთარი დათვივით ვიყავი, თითქოს მეძინა, მხოლოდ ერთი განსხვავებით შიგადაშიგ მეღვიძებოდა, მაგრამ მერე ისევ ვიძინებდი. 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია არ ჩამვარდნია და არც მოსავალი გამფუჭებია. რაც მაგ პერიოდში დავთესე 2011 წლის დაწყებისთანავე მოვიმკე. ბევრ პროექტში გავიმარჯვე, ბანაკებში ვიყავი (საგანმანათკებლო კუთხით რათქმაუნდა 😀 ), გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი და გავიჩინე ბევრი მეგობარი. რათქმაუნდა ყველაფერი ასე საათივით აწყობილი არ ყოფილა. მიწევდა სირბილი, ხტუნვა, ძალით სიცილი (არა, ეს ახლაც მიწევს), სწავლა,  სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებების გაცდენა, ხანდახან ნერვების მოშლა სხვებისთვის (ეგ უფრო კარგად გამომდის); თითქმის არ მეძინა და ა.შ.

2010-2011 სასწავლო წლის მინუსები:

  1. MP3 ფლეიერი სამჯერ გამიფუჭდა და მეოთხეჯერ მართლა გამიფუჭდა;
  2. ტელეფონი ვერ ვიყიდე;
  3. 8 გამოცდა დაამტკიცეს;
  4. მინიმუმ 7-ჯერ მაინც გავხდი ავად;
  5. გიტარის სიმი გამიწყდა;
  6. კომპიუტერის გაფუჭება მე დამაბრალეს (როგორც ყოველთვის);
  7. ზამთარში პატარიდან დაწყებული დიდით დამთავრებული ყველა ბაბუაჩემის დროინდელ ბათინკებს ატარებდა. (რათქმაუნდა ახალი დიზაინით).
  8. ვიყავი კბილის ექიმთან;
  9. საქართველოში ადგილი დაიმკვიდრა ჯასტინ ბიბერმა და 13-14 წლის გოგონების უმეტესობა და ბიჭების უმცირესობა ჩოლკის ხელშეუშველებლად გადაწევის გულისთვის მზადაა თავი, კისრიდან წაწყვეტამდე იქნიოს.
  10. მეტროში ვიღაცის ინგლისური აქცენტი ძალიან მაღიზიანებს;
დადებითის ჩამოთვლას არ დავიწყებ, სექტემბერი-ივნისის მოვლენებს გამოაკელით ზემოთხსენებული ჩამონათვალი და დანარჩენი დადებითი გამოდის. ხოო… იყო დღეები როდესაც უსაქმურად ვიჯექი სახლში და არაფრის ხალისი არ მქონია, იყო დღეები როდესაც მინდოდა ყველაფერი ვარდისფერი ყოფილიყო, მინდოდა ხეები რომლებიც ჩემ სკოლასთან გადაჭრეს, გამწვანებულიყვნენ და ყვავილები გამოებათ. ხანდახან მინდოდა მთელს მსოფლიოში მარტო მე ვყოფილიყავი, მარტოდმარტო გაშლილ ველზე და მეყვირა, მეცეკვა, მემღერა იმდენი რამდენიც მე მინდოდა, მარტო მე. ცოტახანში შემეცოდებოდა კაცობრიობა და ისევ მათთან ერთად ავირჩევდი დარჩენას ამ ხელოვნურ და ძალიან ბუნებრივ სამყაროში. ხანდახან ვოცნებობდი და ვოცნებობდი, იქამდე სანამ მეტრო ჩემს გაჩერებას არ გასცდებოდა, სანამ მე თვითონ არ გავცდებოდი აქაურობას და არ დავიკარგებოდი სადღაც მატარებლის გვირაბებში და კიდევ იმის იქით და კიდევ იმის იქით, რომ ცისარტყელაა იმის იქითაც. ბერჯერ დამწყდა გული, ბევრჯერ გამიხარდა. ბევრი იყო ცუდი მომენტი, როდესაც რაღაც ვინანე, მაგრამ იმდენჯერვე ისევ უკან წავიღე ჩემი სინანული. წელს მივხვდი რომ არასდროს უნდა ინანო ის რასაც გააკეთებ, რადგან სწორედ ამით ხდები შენ ის ვინც ხარ. ის ბევრი იმედგაცრუება სხვა სიხარულმა და ბედნიერებამ გადაწონა. ადრე რაც მიუღწეველი მეგონა იმას ახლახანს მივაღწიე, ამით მივხვდი რომ შრომით და რწმენით ყველაფერს შეძლებს ადამიანი და ოცნებები ნამდვილად ხდება. ოო როგორ ვერ ვიტან სენტიმენტალურ გამონათქვამებს, მაგრამ რაც სიმართლეა სიმართლეა, ვერ დამალავ. თუ გავითვალისწინებ იმას რომ იქით წელს უკვე აბიტურიენტი ვარ, მაშინ უკვე ის დრო დამდგარა ხელში ორი აგური მეჭიროს და მესამეს ვეძებდე თავში სარტყმელად, მაგრამ ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მე ჩემი თავის მჯერა და თან აგურები არ მაქვს ე.ი სანერვიულოც არაფერი მქონია.
დასკვნა: სრულიად Geoliberty – ს ოფიციალური ავტორისა და იმ მინისტრის განცხადებით, რომლის სახელი ჯერ არ მოუფიქრებიათ, 2010-2011 სასწავლო წელი ჩაითვალა ნაყოფიერად, ვინაიდან და რადგანაც “Birds fly over the rainbow, so Why can’t I?”. 
სრულიად Geoliberty – ს ოფიციალური ავტორისა და იმ მინისტრის სახელით, რომლის სახელი ჯერ არ მოუფიქრებიათ, ბოდიშს გიხდით ამ პოსტში არსებული სენტიმენტალური ფრაზეოლოგიის სიმრავლისთვის. 😀
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s