ჩაი – ტრადიცია #1

დღეს გადავწყვიტე ჩემს ოჯახში რამდენიმე ტრადიცია მკვდრეთით აღმედგინა.

ჩაი ^^ 

უხსოვარ დროში მე და ჩემი ოჯახის წევრები ყოველ დილას ჩაით ვიწყებდით. თან რა სჯობს ცხელი ჩაის დალევას ამ გაგანია სიცხეში?! ბევრი რომ არ გავაგრძელო დღეს დილას ვაიძულე ყველას რომ ყავის ნაცვლად ჩაი დაელიათ. დამიჯერეს და შესაბამისად ტრადიციაც აღდგა. პირად კონტროლზე მეყოლება საუზმის პერიოდი აყვანილი, რომ ეს ოდენ მნიშვნელოვანი ტრადიცია აღარ დაიკარგოს. თუმცა რას ვერჩი ყავას? მართალია ჩაისნაირდ არ მიყვარს, მაგრამ როდესაც არ უნდა მეძინებოდეს და მაინც მეძინება, მშვენიერი დამხმარეა პირადად ჩემთვის. პატარა რომ ვიყავი ყავას არ მასმევდნენ, ზრდას უშლის ხელსო o_O. შესაბამისად ჩაიზე ვარ გაზრდილი და ასევე შესაბამისად ჩაი უფრო მიყვარს. ახლა რაც შეეხება კარგ თვისებებს ჰო და კიდევ იმას თუ რატომ არის კარგი დილას ჩაის დალევა:

  1. ისევე როგორც ყავა ჩაიც შეიცავს კოფეინს (შედარებით ცოტა რაოდენობით) მაგრამ კარგი ის არის რომ მისი მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში თავისუფლად შეგიძლიათ. ყავის მიღება საღამოთი კი ძალიან ბევრ ადამიანს ძილს უფრთხობს.
  2. ჩაის ძალიან ძალიან ძალიან მაგრად უხდება ლიმონი. ლიმონის ჩაიში გამოყენების დროს არც ლიმნის სასარგებლო თვისებები იკარგება და არც ჩაის. თან გაციების დროს შველის.
  3. როცა გცივა შეგიძლია მისი დიდი რაოდენობით დალევა, არ გაწყენს და მაგრად გაგათბობს.
  4. ჩაის ერთერთი პოპულარული სახეობა, მწვანე ჩაი აწყნარებს ნერვებს.
  5. ჩაი იწვევს ოფლის ინტენსიურ გამოყოფას, კანს ხდის უფრო ელასტიურს, აუმჯობესებს მის ფერს, თავიდან გვარიდებს კანქვეშა სისხლჩაქცევებს და სხვ.
  6. ჩაის მომზადება შეიძლება ცაცხვისგან, ასკილისგან და კიდევ ბევრი სხვა სასრგებლო მცენარისგან, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასრგებლოა.
  7. ამ გვერდზე ვიპოვე დამატებითი ინფრომაცია რატომ არის ჩაი კარგი: ხელს უშლის ცუდ სიზმრებს(ო) (შეგიძლიათ ცდა ჩაატაროთ); აფხიზლებს; ამხნევებს; ეხმარება ძლიერი სტრესის დაძლევაში(ო); ასუსტებს ძლიერ ტკივილებს და ა.შ.
  8. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩაი არის ძალიან გემრიელი და რაც მთავარია კარაქიან პურთან ერთად ასწორებს.
რაც შეეხება ცუდი სიზმრების ხელ შეშლას, ჯერ არ დამიტესტია და არ ვიცი, მაგრამ დანარჩენების უტყუარობაში ეჭვი არ მეპარება. ასე რომ… მე ძალიან მიყვარს ჩაი, თუ შენც გიყვარს ან მოგწონს მაინც შეგიძლია ფბ-ს ეს გვერდი დაალაიქო: მე მიყვარს ჩაი.
აქვე პატარა გამოკითხვაც
Advertisements

3 thoughts on “ჩაი – ტრადიცია #1

  1. მომწონს შენი ბლოგი, ეხლა დავტოვე კომენტარი იმისა მიუხედავად ეს პოსტი დიდი ხანია წავიკჳტხე როგორც სხვა დანარჩენი : )

  2. მე მაინც ყავა მირჩევნია, მაგრამ ეს პოსტი რომ წავიკითხე გამახსენდა ჩემთანაც რომ იყო ეგ დრო და დილას ჩაის ვსვამდი კარაქიანი პური (ზოგჯერ ყველით, ზოგჯერ თაფლით)
    და მომინდა ესეთი საუზმე ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s