დრაკონი, თან შავი დრაკონი!

ჰელოუ ჰელოუ :დდ ახლა ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს დიდი ხნის უნახავ მეგობარს ვხედავ. მომენატრა ჩემი ბლოგი და კარგი იქნება პოსტების წერა თუ დამებედება, speaking of which გილოცავთ ახალ წელს და ბედობას და შობაც ახალი პოსტით მომელოცოს ^^. მოკლედ მეც გავაცილე 2011 წელი და შევხვდი 2012ს ტრადიციულად სახლში, ტრადიციულად ოჯახთან ერთად და ტრადიციულად სიმღერით. ძალიან მიყვარს ახალი წელი, ჯერ მარტო იმიტომ, რომ გათენებამდე ვჯდები სავარძელში თბილად და ტელევიზორში ვუყურებ ბევრ საახალწლო ფილმს, მეორეც, მესამეც და მეცხრეც იმიტომ რომ ვჭამ ბევრ ჩურჩხელას და გოზინაყს. მიყვარს ახალი წლის ჟრიამული, კარგი განწყობა, ძალიან მიყვარს 1 იანვრის დილა, როდესაც იღვიძებ და იცი, რომ ისევ ისეთი ჟრიამული და კარგი განწყობა გექნება, როგორც წინა დღისით გქონდა.

მინდოდა თოვლის ბაბუასთვის ან სანტასთვის წერილი გამეგზავნა ან ორივესთვის, ასე ხომ ორ კურდღელს ერთი გასროლით დავიჭერდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე და გადავწყვიტე პირდაპირ დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის მიმეწერა, რა თქმა უნდა ორივესთვის ცალ–ცალკე (ისევ ორი კურდღლის დაჭერის პრინციპით), მაგრამ არ მიმიწერია. რატომ? ისა.. დამეზარა. ხო და ასევე, რა თქმა უნდა ეკონომია გავაკეთე, ფურცლის და კონვერტის. წელს რაღაც განსაკუთრებული ახალი წელია ჩემთვის, განსაკუთრებული და უჩვეულო. არც გრიპი მაქვს, არც ვირუსი, არც მოვწამლულვარ. წინა ახალი წლები ამ ღირსშესანიშნაობებით დატვირთულები იყვნენ.

წელს შავი დრაკონის წელი ყოფილა. შავი, თან დრაკონი და გვეუბნებიან მშვიდი და ბედნიერი წელი იქნებაო I Mean C’mon, Man, You’ve Got To Be Kidding Me!

მგონი ერთი–ორი სიტყვა ახალი წლის კონცერტებზეც რომ ვთქვა ცუდი არ იქნება. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ ეს ხალხი ან მსმენელს ან საკუთარ თავს არ სცემს პატივს, ნუთუ არ გავიზარდეთ და ნუთუ ვერ მივხვდით იმას, რომ პლიუსზე სიმღერა ამაზრზენია ნებისმიერი მომღერლისთვის და ასევე ვაი მომღერლისთვის. გასაგებია, თბილისის კონცერტზე ყურადღება გამახვილებული იყო მოძრაობებზე, ცეკვაზე , პლასტიკაზე და ა.შ, (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პლიუსზე უნდა იმღერონ, თუ მომღერალი ხარ და თანაც საკმაოდ პრეტენზიული, კეთილი ინებე და იქ მყოფ ხალხს პატივი დასდე და ნორმალურად იმღერე) მაგრამ ანაკლიის კონცერტზე საოცრება ხდებოდა. ყურების შემრცხვა და გადავრთე, ნუთუ თვითონ მათ არ სრცხვენიათ, დგანან და უნიჭოდ აყოლებენ პირს სიმღერას და ეგეც არ გამოსდით ნორმალურად. არ მინდა დიდი ხანი ვილაპარაკო მათზე, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, უბრალოდ არ შემეძლო რამე მაინც არ მეთქვა და მერე ეძახიან საკუთარ თავებს მომღერლებს (აბა სხვა მაგათ მომღერალს აღარ ეძახის და…)

ბათუმის კონცერტი იყო ძალიან მაგარი :დ სოფო ნიჟარაძეს ეტყობოდა, რომ ვერ იყო ხმაზე. მის ხმაში ხარვეზებს, რომ თავი დავანებოთ სათქმელად ისიც კმარა, რომ ნიკას ტონალობა დააწევინა სიმღერის დროს. ეგლესიასმა ხომ საერთოდ დაამშვენა სცენა, მართალია ძველი თაობის მომღერალია და ძველ დროში მართლაც პოპულარული იყო მისი სიმღერები, მაგრამ არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო, რომ სცენას ვენოკებიღა აკლდა და თავი პანაშვიდზე მეგონა :/ რავიცი მგონი შვილმა აჯობა :დ

თბილისის კონცერტზე სათქმელი ბევრი არაფერია, იცეკვეს, პლიუსზე იმღერეს, მერე მე სხვა არხზე გადავრთე და მეტი რა ქნეს არ ვიცი, თუმცა ინტუიცია მკარნახობს ახალს არაფერს იზამდნენ.

მაგრამ ყველა კონცერტს ჰქონდა დადებითი მხარე:

  1. თბილისი – დავუფასებ ქორეოგრაფებს ღვაწლს და ვიტყვი, რომ ცეკვები ცუდი არ იყო, ხალხიც აიყოლიეს, ასე თუ ისე. (ახლა წამოყვანებზე გამახსენდა, მაგრამ აღარ დავწერ, მგონი ისედაც მიხვდით);
  2. ანაკლია – …… ძველი სიმღერები “იმღერეს” და კარგი იყო?? არ ვიცი მე მაგ კონცერტის დადებითი მხარე :/
  3. ბათუმი – ზღვა და ორკესტრი.
  4. ქუთაისი – ქუთაისის კონცერტს არაუშავდა, მგონი დანარჩენს ყველას სჯობდა. აბა ქუთაისელებისთვის პლიუსზე და თან “შინამანიკენა” რომ ემღერათ მაგათი ბუნდღა არ იქნებოდა იქ.

2011მა წელმა ბევრი კარგი რამ მოიტანა. მაგალითად ტროლინგმა და გელამ უფრო კარგად მოიკიდეს ფეხი ქართულ ფბ–ში და მის გარეთაც, აპლოდისმენტები ამისთვის 2011ს, ჩამოვიდა ენრიკე ეგლესიასი და წავიდა ენრიკე ეგლესიასი ისევ მხურვალე აპლოდისმენტები 2011ს. კიდევ ბევრი კარგი/ცუდი რამ მოხდა 2011ში, თუ გაინტერესებთ შედით მაივიდეოზე და პოსკრიპტუმს უყურეთ :დ

მოკლედ მე მშვენივრად შევხვდი ახალ წელს, მშვენივრად შევხვდი ბედობას, შობასაც მშვენივრად შევხვდები და თუ ძველით ახალ წელსაც შვენივრად შევხვდი ე.ი. დრაკონს და თან შავ დრაკონს შეუძლია ტანი ჭრელად გადაიღებოს, რადგან მაგის შავობა ჩემთან აღარ გაჭრის :დ

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურევბთ, რომ ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს დრაკონის და თან შავი დრაკონის წელი!

Advertisements

2 thoughts on “დრაკონი, თან შავი დრაკონი!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s