უბრალოდ ცუდი ჩვევები

ოდესმე თქვენს თავზე შეგიმჩნევიათ ისეთი რამ რაც ყოველთვის შეუმჩნეველი რჩება? დარწმუნებული ვარ შეგიმჩნევიათ ის ცუდი და ხშირად შემაწუხებელი ჩვევები, რომლებიც ყველა ჩვენგანს აქვს, თან არაერთი. ჩემი სია იმხელა იყო გადავწყვიტე მისი შემოკლება და სულ რაღაც 10-მდე დავიყვანე, მნიშვნელობისდა მიხედვით. აი ისინიც:
1. თმასთან თამაში – საშინელი ჩვევა, რომელიც ბავშვობიდან თან დამყვება. დავდივარ, ვკითხულობ, ვზივარ, ვლაპარაკობ, ვჭამ თუ ვსვამ თმას ყოველთვის თითებში ვათამაშებ. (ახლაც). ვცადე მოცილება, მაგრამ არ გამოდის, მიჩვეული ვარ და ვერ ვიცილებ. ნერვოზი.
2. ძალიან ხშირად ვიყენებ ”ხო”-ს – არ ვიცი ვის ვეთანხმები, ჩემს თავს თუ იმას ვისაც ვესაუბრები, მაგრამ ხო… მაინც ვერ ვხვდები რა არის ამაში ცუდი. ხო…და მერე რა, მარტო მე კი არ ვარ ასე. არა? ხო?
3. სწრაფი საუბარი – ძალიან სწრაფი საუბარი :დ იმდენად სწრაფი, რომ მინიმუმ ორჯერ მაინც მიწევს ერთი და იმავე წინადადების გამეორება.
4. არ მიყვარს არაპუნქტუალური ადამიანები, თუმცა ამასთან ერთ-ერთი მე ვარ – რაც არუნდა ადრე გავიდე სახლიდან სულ ვაგვიანებ. დიდი ხნით არა, რამდენიმე წუთით, მაგრამ ზუსტად მაშინ, როდესაც ის წუთებიც ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ ვიგვიანებ არ ვიცი, არა მართლა არ ვიცი.
5. საქმის გადადება – როგორ ვერ ვიტან ამ ჩვევას. არადა ისე მშვიდად ვარ იმ მომენტში, როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებ. თუ ათის ნახევარია და სადმე მაქვს დასარეკი, აუცილებლად უნდა დავამრგვალო ციფრი და 10ზე უნდა დავრეკო, შემდეგ ეს თარიღი ისევ უვადოდ გადაიწევს და ა.შ სანამ საქმე საქმეზე არ მიდგება და იძულებული არ ვიქნები, რომ ტელეფონი ავიღო და ახლა უკვე *მართლა* დავრეკო იქ სადაც ერთი კვირის წინ უნდა დამერეკა.
6. ფიქრი და ნერვიულობა – თითქოს ორივე ადამიანური ჩვევაა, მაგრამ ჩემთვის ამ ორზე არაადამიანური არაფერია ქვეყანაზე. ორივეს არაადამიანური სიხშირით ვაკეთებ, თან უმიზეზოდ. მეორეს უფრო არ აქვს მიზეზი ვიდრე პირველს, თუმცა პირველი მეორედან გამომგინარე ხდება, ან პირიქით ჯერ პირველი მომყავს სისრულეში, მერე მეორე და მერე ორივეს ერთად ვაკეთებ. ხანდახან ჩემი თავი ამ სფეროში სუპერმენი მგონია :/.
7. ჩემს ნამდევილ სახელზე, ე.ი რაც დაბადების მოწმობაში მიწერია, არ ვრეაგირებ – ბავშვობიდან მქვია ნანუკა, ასე მეძახის ყველა (ოდნავ აბრუნებენ სხვადასხვანაირად) და არ ვარ მიჩვეული სახელ ”ნანას”. არ ვიცი რამდენად ცუდია, რადგან ეს მხოლოდ მაშინ მაწუხებს, როდესაც ვინმემ, ვისაც ხშირი ურთიერთობა აქვს ჩემთან, რა თქმა უნდა იცის ჩემი სახელი და მაინც ”ნანას” მეძახის. არ ვგულისხმობ მასწავლებლებს, ისინი მაინც ყოველთვის იმას გეძახიან, რასაც ჟურნალში კითხულობენ, ან საერთოდ გვარით მოგმართავენ.
8. ტკბილეულის უზომო სიყვარული – თქვენც გეცნოთ არა? შემიძლია უზომოდ ვიყარო პირში სხვადასხვა სახის კანფეტი. შოკოლადი იქნება ის თუ კარამელი. ისე შოკოლადს უფრო ნაკლებს ვჭამ, მალე მბეზრდება. კარამელი კი … მმ…. წუთში რამდენს ვჭამ არ ვიცი. თან თუ არ გათავდა ან ვინმემ არ მითხრა, რომ უკვე ბევრი ვჭამე, ჩემით ვერ ვხვდები.
9. ფულის ხარჯვა – მგონი ამას განმარტება არც სჭირდება. უბრალოდ ერთს დავამატებ : მთელი თვე, რომ ვგეგმავდე რაიმე კონკრეტული საგნის ყიდვას, ფულის ხელშიჩაგდებისთანავე მავიწყდება ყველანაირი გეგმა, პირობა და ამგვარი ‘სულელური’ მოვალეობები და ვყიდულობ ისეთ რამეს, რაც ან მაშინვე ქრება, ან სახლში დევს და მისი არსებობა არავის ახსოვს.
10. პასტის დაჭერა – რავიცი, ყველაზე უცნაური ეს მჭირს, ჯერჯერობით. პასტა რაღაც არანორმალურად მიჭირავს. აი ხუთივე თითით :დ ასე უკეთ ვწერ ვიდრე, ისე… როგორც უმეტესი თქვენგანი.

აი ჩემი სიაც. ჩემი ძველი, ცუდი ან არც ისე ცუდი ჩვევები.

ახლა თქვენი სიების ჯერია. ცოდვა გამხელილი სჯობსო ნათქვამია :დდდ

Advertisements

6 thoughts on “უბრალოდ ცუდი ჩვევები

  1. საინტერესოა! აი ბოლომ დამაფიქრა, ცუდი ჩვევა არაა, მეტიც გამორჩეული თვისებაა – პასტაც კი სხვანაირად გიჭირავს ვიდრე სხვას! 🙂 🙂 🙂

  2. კარგი თემა იყო ^_^
    ბოლომ მეც დამაფიქრა.. მეც ხუთი თითით მიჭირავს კალამი და თუ თავი 90 გრადუსით არ შემოაბრუნე ნაწერს ვერ წაიკითხავ! სულ მეჩხუბებიან მაგრამ ჩვევააა და რა ვქნა :დდდ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s