მუსიკა იყო

ეს ამბავი არც ისე დიდიხნის წინ მოხდა, თუმცა ახლა თითქოს ყველას მიავიწყდა.

მასზე ბევრი არ ვიცი, ასე რომ ვერ გეტყვი მისი ცხოვრების ყველაზე წვრილ დეტალებს, თუმცა აჯობებს ეს ამბავი სულ, სულ თავიდან დავიწყო.


ზამთრის ცივი საღამო იდგა…
– არა, ყინულივით ცივი. ისეთი ცივი, რომ არცერთი ჭკუათმყოფელი გარეთ გასვლაზე არ იფიქრებდა. ყველა სახლისკენ მიიჩქაროდა. აი ასეთ სიცივეში, ქუჩაში მაინც თბილოდა.
– ვერ გავიგე… თუ თბი..
– მაცალე და გაიგებ! ხო, მართალი ხარ, უცნაური იყო… ციოდა და თან თბილოდა. ჰაერი ცივი იყო, ხალხს ხელები ეყინებოდა, მაგრამ ის მაინც იდგა იქ და სითბოს ჩუქნიდა ყველას.
– ვინ? ვინ იდგა? ვერ გავიგე..
– ან მაცლი, ან აღარ მოვყვები!
გაჩუმდა და სმენად გადაიქცა
– მოკლედ იმას ვამბობდი, რომ ციოდა, მაგრამ ის ათბობდა არემარეს. რითი? არის ერთი რამ, რომელიც მუდამ გვათბობს, ყველაფერზე მეტად. ჰანგები, რომელიც არ დამავიწყდება…. ჰო … მუსიკა… ის იდგა და უკრავდა, უკრავდა თავდავიწყებით, იქამდე სანამ უკანასკნელი გამვლელიც არ ჩაუვლიდა. მერე აიღებდა შალითას, ჩადებდა მუქ წითელ გიტარას შიგნით და წავიდოდა. მე არასდროს დამინახავს ის დილით, რატომღაც სულ საღამოს მოდიოდა და ასე, შუაღამემდე უკრავდა. ეს მეორდებოდა ყოველდღე, გაუჩერებლივ. იმ ქუჩაზე ხშირად დავდიოდი. მიმიხაროდა რადგან  ვიცოდი, რომ ის იქ იქნებოდა, თავისი მუქი წითელი გიტარით და სიმღერით შემხვდებოდა. ვიცოდი, რომ იმ ქუჩაზე მუსიკა ცხოვრობდა ამიტომაც მიხაროდა იქ მისვლა. მის ფეხებთან შალითა იდო, რომელშიც ხალხი ხურდას ყრიდა. მე კი ერთხელაც არ ჩამიგდია იქ თუნდაც 5 თეთრი….
– რატომ? – ვეღარ მოითმინა, ნაჩქარევად მკითხა და ისევ მიყუჩდა.
– რატომ?… განა მე ვიცი? ერთხელ გადავწყვიტე… მაგრამ არ გამიკეთებია….
– რატომ?? *რატომ?* ჰეი, აქ ხარ? ეეე გამოფხიზლდი, აქ ხარ?
– კი კი, ჰა, რა მკითხე? რატომ? რა მნიშვნელობა აქვს ამას შენთვის? შემიძლია გავაგრძელო?
– ხო, ბოდიში
– მისი დანახვა მარტო მე არ მიხაროდა. ის უყვარდა ხალხს, მას მუსიკა უყვარდა. ხალხსაც უყვარდა მუსიკა და ამიტომ უყვარდათ ისიც. ერთხელ….. მახსოვს ერთხელ იმ ქუჩაზე, რომ მივდიოდი თვალებში შევხედე. ღრმა, სევდიანი და ზღვასავით ლურჯი თვალები ჰქონდა. შევხედე და ასე მეგონა მის სულში ჩავიხედე. მისი სული კი მელოდიად მომეჩვენა, ხო… არ ვიცი… ჩემთვის ის იყო მუსიკა, მისი თვალები კი ამას ყველაზე კარგად ამბობდნენ.
– როგორი იყო?
– ის? ჰაჰა.. ის სხვანაირი იყო, ყველასგან გამორჩეული. აი რომ გენახა., სულ ერთი წამით მაინც რომ გენახა მიხვდებოდი…. ტანზე ნაცრისფერი, მუხლებამდე პალტო ეცვა, ადვილად შეატყობდი, რომ დროს მასზე თავისი კვალი დაეტოვებინა. ნაქსოვი ქუდი ეფარა, ხელებზე თეთრი, უთითებო ხელთათმანები ეცვა, ამ ყველაფერს ჯინსის შარვალი და შავი ფესაცმელებიც დაუმატე და ვუალა, ის არის, ახლაც თვალწინ მიდგას…
მასზე არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ მე მეგონა, რომ მისი ცხოვრების ყოველი დეტალი ვიცოდი. თუმცა მას ვერასდროს წარმოვიდგენდი სხვა ადგილას, გარდა იმ ქუჩისა, სადაც მე მუსიკას მჩუქნიდა.
იცი ერთხელ რა მოხდა? ახლაც მეღიმება ამის გახსენებაზე. ერთხელ, როდესაც იმ ქუჩაზე მივდიოდი, ღიღინი დავიწყე. ძალიან მეჩქარებოდა და გული მწყდებოდა, რადგან მხოლოდ ძალიან ცოტახნით მოვუსმენდი მას. მივუახლოვდი და დათბა, ისე მღეროდა, ისე… ოჰ ნეტა შენც მოგესმინა…. ერთი სიტყვით ის–ის იყო გავცდი მას, რომ უეცრად რაღაც საოცრება მოხდა……ის მღეროდა. მღეროდა იმას რასაც მე. იცი? .. არა, არ იცი, ალბათ ვერც გაიგებ რა ვიგრძენი მაშინ. ძალა წამერთვა, ვერ მოვბრუნდი, ვერ შევხედე, ვერ შევძელი, თუმცა გავაგონე, ბოლო ფრაზა მე წავიღიღინე, შედარებით ხმამაღლა, ისე, რომ მას გაეგო და არც მახსოვს ისე წამოვედი იქიდან. მხოლოდ მაშინ ვიგრძენი მუსიკის სითბო, მაშინ ვიგრძენი რა ბედნიერება იყო, როდესაც ის იყო ჩემში და მე ვიყავი მასში…..
დიდი პაუზის შემდეგ ისევ დაარღვია სიჩუმე
– მერე? მერე რა მოხდა?
– მერე არაფერი, მე ისევ დავდიოდი იმ ქუჩაზე და ისიც ისევ ისე უკრავდა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ……….იცი თვალებში კიდევ ერთხელ ჩავხედე. უფრო სევდიანები იყვნენ, დაღლილები, დაქანცულები, ყველაფრისგან, ყველაფრით. მის ყოველ დანახვაზე ვგრძნობდი, რომ იცვლებოდა, სევდა ემატებოდა, ნაცრისფერი პალტო უფრო მეტად ეცრიცებოდა, მინდოდა მივსულიყავი, მენუგეშებინა, მაგრამ არასდროს მივსულვარ. ისე მე ბევრი რამე მინდოდა….თუმცა არცერთი გამიკეთებია.
– მაინც რა გინდოდა ასეთი?
– მინდოდა…ისევ ისე წამეღიღინა და ამყოლოდა, როგორც მაშინ, მხოლოდ ერთხელ მოხდა; მინდოდა მისთვის გამეღიმა, მაგრამ ყოველთვის როცა ამას დავაპირებდი, მაშინ შევეჩეხებოდი მის სევდიან თვალებს და ღიმილი პირზე მეყინებოდა; მინდოდა რაიმე მეთქვა, ისეთი რამ რითიც იმ სევდას მისი თვალებიდან მოვაშორებდი, მაგრამ სიტყვები არასდროს მყოფნიდა.. ვერ ვეუბნებოდი. ვერაფერს.
– სულ ვერაფერს?
– ხო, სულ ვერაფერს და ერთხელაც ის იქ აღარ იყო. აღარ დამხვდა. სიცარიელე იყო, ციოდა, არა, ყინავდა. აღარავინ ათბობდა იქაურობას. რა აღარ ვიფიქრე. ბოლოსდაბოლოს მუსიკა ხომ არ ქრება, მეც მისი წასვლა თუ გაქრობა ვერ დავიჯერე. არ მჯეროდა. ისევ ყოველდღე მივდიოდი იმ ქუჩაზე და ვეძებდი. რატომღაც მეგონა, რომ იქ დამხვდებოდა…. რთულია….
– მერე? – ისე მკითხა, მივხვდი, რომ მანაც იგრძნო.
– არაფერი. ის აღარ გამოჩენილა. საშინლად მომენატრა. ძალიან ძალიან მინდოდა, რომ სულ ერთხელ მაინც გამეგონა მისი ხმა. მციოდა, თან ძალიან მციოდა.
– რა მოუვიდა?
– არ ვიცი, ხალხი ბევრ რამეს ამბობდა. ზოგი ამობობდა მობეზრდა აქ დგომა და წავიდაო, მაგრამ მე ვიცოდი, რომ “აქ დგომა” მას არასდროს მოსწყინდებოდა. ზოგი იძახდა სამუშაო იშოვა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლადო, თუმცა მე არც ეს მჯეროდა. მე ის ვერ წარმომედგინა ჩარჩოებში მოქცეული. ის თავისუფალი იყო, ასეთი დაიბადა და ასეთი……
– მოკვდა? – უეცრად შეჰყვირა
– ნუ.. ნუ ამბობ მაგას. ის არასდროს… არასდროს…. არა…………….
(ისევ ხანგრძლივი პაუზა)
– იცი ხანდახან რა კითხვა მიჩნდება? რა ვიყავი მე მისთვის და რა იყო ის ჩემთვის. მე მასზე ახლობელი არავინ მყავდა, არავინ მყავს და არც არავინ მეყოლება. მე კი მისთვის ვიყავი მესაიდუმლე. მეუბნებოდა, მიყვებოდა, თუმცა ამას ვერ ხვდებოდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი…..ოოხ…!! შენ რომ არა, შენ რომ არა. შენ, რომ ასეთი არ იყო….
– მე? მე რატ….. ხო, მართალი ხარ. მე… – მიხვდა
–  წადი დამტოვე, ისედაც მეყოფა შენთან ლაპარაკი, ასე მგონია გავგიჟდი. უკვე საკუთარ თავს ვესაუბრები და… ისიც მესაუბრება…
– მაპატიე
– ხო, წადი
________________________________________________

მაპატიე…. შენ, შენ არაღ უკრავდი. მეც უკან, ჯიბეში ჩავიყარე ის ხურდა. ვიღაცას ესაუბრებოდი და… აღარ უკრავდი, ამიტომ გადავიფიქრე… მე ხომ არ მინდოდა… შენ .. ხომ…. აღარ ….უკრავდი….. მაპატიე, თუ გესმის……. მაპატიე….

Advertisements

4 thoughts on “მუსიკა იყო

    • აქ ზოგადად ვიგულისხმე ყველა ის მუსიკოსი, რომელიც ჩვენთვის ფასდაუდებელ მუსიკას ქმნის ყოველდღე. :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s