ბატონები

საუკეთესო 1 კვირა და 1 დღე ჩემს ცხოვრებაში და კიდევ ერთი კვირა დავრჩები სამოთხეში. თავიდან ვფიქრობდი, ეს რა დამემართა, რა დავაშავე ასეთი-მეთქი, მაგრამ რაც დრო გადიოდა ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ბატონები არც ისეთი მკაცრები და პრეტენზიულები არიან, როგორიც მეგონა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა, ქართულ-ტრადიციულ ოჯახში, ჩემთანაც ყველას სჯერა ბატონების ”მგრძნობიარობის”. სჯერათ, რომ ბატონებს უყვართ წითელი ფერი, არ უყვართ სასმელი და მისთანები და ვერ იტანენ, როდესაც მათ ცუდად ეპყრობიან, ცუდად მოპყრობა კი წესების დარღვევას ნიშნავს. მოკლედ აღმოჩნდა, რომ სამოთხე არც თუ ისე შორს ყოფილა. ჩემები ზედმიწევნით ასრულებენ ბატონების ”მოთხოვნებს”, რომლებსაც მე ვახმოვანებ დამაგვირგვინებელი ფრაზით : ”ბატონებს უნდათ, თორემ მე რა”.

ამ უსაქმურობის ჟამს გადავწყვიტე გამეგო რა არის ის რაც მე მჭირს. გავიგე ძალიან ბევრი რამ, ისიც გავიგე რისი გაგებაც საჭირო არ იყო. საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ მაქსიმუმ 20 დღეში სრულიად ჯანმრთელი ვიქნებოდი და მეც უდარდელად გავაგრძელე ისაქმურობა, ახლაც ვუსაქმურობ, მაგრამ სინდისი მაინც მაწუხებს, მაინც, რავიცი, იქნებ, ამეღო წიგნი ხელში, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი სიტყვა ”ხვალ” გვერდიდან და გონებიდან არ მშორდება.

ამ ყველაფრიდან კი გამომდინარეობს მორალი (რამდენიმე): არასდროს დაიჯერო სხვისი ნათქვამი, სანამ თვითონ არ გამოცდი; ბატონები კარგები არიან და ბოლოს ხანდახან კარგია ცრურწმენები, ყველაზე მეტად მაშინ გამოგადგება, როდესაც მათი ყველას სჯერა შენ გარდა.

ადიოს

Advertisements

2 thoughts on “ბატონები

  1. ჰა ჰა, ადრე ბატონები მეც ‘ზღაპარი’ მეგონა,ალბათ იმიტომაც,რომ თავად არასდროს მიავადმყოფია,მაგრამ გავიზარდე და ახსნაც მოიძებნა,ყველაფერს აქვს მეცნიერული ახსნა.ბატონები–––ეს არის ინფექცია,რომელიც ზემგრძნობიარეს ხდის ადამიანს ნებისმიერი გამაღიზიანებლის მიმართ.სიგარეტის სურნელი,ალკოჰოლის სურნელი აღიზიანებს რეცეპტორებს და ამწვავებს დაავადებას,ნერვიული გაღიზიანება(გაბრაზება) ასევე აღიზიანებს,ამიტომ ადამიანს სჭირდება სრული სიმშვიდე,რომ ზედმეტად არ გართულდეს დაავადება :))) ყველაზე ცუდია ჩუქტვავილა,იმიტომ რომ თუ რთულ ფორმაში გადავიდა(‘გაბრაზებული ბატონები’) მუწუკები შრამს ტოვებს.
    აი ხომ ხედავ–––მარტივი ახსნა აქვს.ადრე ასე ვერ ერკვეოდნენ მედიცინაში და ადვილად ვერც შველიდნენ,ამიტომ ‘ცრურწმენები’ ცამოყალიბდა,რაც დღევანდელი გადასახედიდია სასაცილოდ გვეჩვენება,თუმცა….
    ცემ სვილს ქონდა ამ გაზაფხულზე ჩუტყვავილა(ბატონები) და 3 შრამი სახეზე და 1 გულისპირზე დაუტოვა 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s