შერვუდის ტყის ლეგენდა – რობინ ჰუდი BBC: Movie Review

უბერებელი ლეგენდის ეკრანიზაცია, ცოტაოდენი რომანტიკა,ზომიერი იუმორი, საკმაოდ ბევრი გამბედაობა და გმირების სიმამაცე, სიკეთისა და ბოროტების გამუდმებული ჭიდილი და რობინ ჰუდის უკვდავი სახელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა და მე (ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც ამ სერიებს სხვა ქვეყნებში უყურებდნენ) ტელევიზორის ეკრანებს მივჯაჭვებოდით საკმაოდ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სერიალის საყურებლად. რობინ ჰუდი, ლეგენდა, რომელიც შერვუდის ტყეში ცხოვრობდა მას მერე, რაც მიწები უკანონოდ წაართვეს და იბრძოდა ინგლისის სახელით პრინც ჯონის წინააღმდეგ, – ესეც მოკლე ისტორია იმის შესახებ თუ ვინ იყო რობინ ჰუდი, თუმცა ამ სერიებში, დამიჯერეთ, მისი პიროვნება და ცხოვრება საკმაოდ კარგად არის გადმოცემული. თავიდან არც მოველოდი, რომ მომეწონებოდა, რობინის ისტორიის ეკრანიზაციის იმდენი ვარიანტი მქონდა ნანახი, რომ ვფიქრობდი არაფერი განსაკუთრებული არ იქნება–მეთქი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მომეწონა, კარგი… ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა.

სულ სამი სეზონია, მეორე სეზონი ახლაც გადის ტელეარხ “საქართველოზე”, სწორედ აქედან დავიწყე ამ სერიების ყურება. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს სერიალი არ იყო კარგად დაფინანსებული, რადგან თვალში მაკლდა სპეცეფექტები,მებრძოლების სიმრავლე და მოკლედ ყველაფერი ის რაც მაღალბიუჯეტიან ფილმს აქვს, თუმცა პირველივე სერიის შემდეგ მივხვდი, რომ ეს სერიალი საკმაოდ კარგი და სასიამოვნო საყურებელი იყო, მეორე სერიის შემდეგ კი უკვე აღარც მახსოვდა სპეცეფექტები, ცეცხლი და მკვლელობები, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ამ სერიალს უფრო გადატვირთავდა, უაზროს გახდიდა და მაყურებელს აგრძნობინებდა, რომ იგი მხოლოდ კომერციული მიზნით იყო შექმნილი, თანაც აშკარად ეტყობოდა, რომ ჩემი პირვანდელი შეხედულება არასწორი იყო ბიუჯეტთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით ჩამითრია.. მეც ვეღარ მოვითმინე და იუთუბზე გავაგრძელე ყურება. სულ 3 დღე დამჭირდა სერიების ჩასამთავრებლად და ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ასეთ სერიალს ვეღარსად ვნახავ.

რობინი ოდნავ განსხვავებული იყო იმისგან რასაც მოველოდი, უფრო ახალგაზრდა, უფრო სახალისო, მტკიცე ხასიათის, მეფის ერთგული და პირველი სერიიდან გამომდინარე ცოტა მექალთანეც, თუმცა ასეთიც უნდა ყოფილიყო, მოკლედ დროთა განმავლობაში გამოავლინა ყველა ის ღირსება, რომლებსაც მე ველოდი.

ნოტინგემის შერიფი ბოროტია, მაგრამ არა იმდენად, რომ არ მომწონდეს, თანაც მიუხედავად სიბოროტისა უნდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი იუმორი აქვს :დ ჩემი საყვარელი ფრაზა : Sheriff About Robin – “I want Hood’s pretty little face, on his pretty little head, attached to his pretty little body, on a pretty big spike outside my castle!!” ძალიან სასაცილოა, როდესაც ბრაზობს :დ

გაი გისბორნი, შერიფის მოადგილე, ვეზირი, მარჯვენა ხელი, და ა.შ. ყველა შავ სამუშაოს ასრულებდა და იყო სასტიკი, თუმცა ბოლოს რაღაც გადასხვაფერდა, ყოველთვის იგრძნობოდა, რომ რაღაც სიკეთის მაგვარი მაინც იყო ამ პერსონაჟში, რავიცი.

რობინის სიყვარულის ობიექტი, მერიენი, რომელიც, რატომღაც, ხშირად, ნერვებს მიშლიდა, მაგრამ მაინც რობინისთვის მემეტებოდა პირველი ორი სეზონის განმავლობაში, რადგან *გაფრთხილება სპოილერი* მერიენის სიკვდილმა გული დამწყვიტა, უფრო რობინი შემეცოდა, მაგრამ არც გაის ვადანაშაულებ იმაში რაც ჩაიდინა, მგონია, რომ აგონიისგან უფრო მოუვიდა ეს, ვიდრე საკუთარი სურვილით. მერიენის სიკვდილი უაზრო არ ყოფილა, ბოლობოლო მესამე სეზონი  მთლიანად თუ არა, ცოტათი მაინც მასზეა აგებული. *სპოილერის დასასრული* მერიენზე გაი გისბრონიც იყო შეყვარებული და ვერც კი ამჩნევდა, როგორ აწვდიდა მისგან მიღებულ ინფორმაციას მერიენი რობინს.

ასევე რობინის მეგობრები, რომლებიც ავსებენ მთელ სერიალს, თითოეულმა ძალიან შემაყვარა თავი. მესამე სეზონში მცირე ცვლილებებია, რომლებიც არც თავიდან მომეწონა და არც ახლა მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვყოფილვარ რეჟისორი.

ალბათ ყველას გიგრძვნიათ ის ბედნიერება, როცა ერთი სეზონის ყურებას მორჩებით და იცით, რომ წინ კიდევ ბევრი (ან 1–2) სეზონი გელოდებათ, თქვენც სასწრაფოდ გარბიხართ სასუსნავის მოსატანად, ისევ ჯდებით ეკრანის წინ და მონაწილეობას იღებთ სახიფათო, სასაცილო ან სულაც, ვინ იცის, და მოსაწყენ თავგადასავალში. ასე მემართებოდა მეც, არც არის გასაკვირი, – საკმაოდ კარგი მსახიობები, კომედიურ–დრამატული სიტუაციები, გმირობები, ხიფათი, რომელშიც მთავარი გმირები თავებს იგდებდნენ, სიყვარული და სიძულვილი, ისტორიის ხაზის სწორი განვითარება – მეც მეტი რა მინდოდა, ვიჯექი და ველოდებოდი, როდის იხსნიდნენ რობინ ჰუდი და მისი მეგობრები მოსახლეობას იმ განსაცდელისგან, რომელსაც ნოტინგემის შერიფი უვლენდა მათ.

ყველაფერ დადებითთან ერთად მაქვს ასევე შენიშვნები, ოღონდ რეჟისორთან და ავტორებთან, მეორე სეზონს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი დასასრული ჰქონდა, იმასაც ვფიქრობდი იქნებ მესამე სეზონის ყურება არც ღირდეს–მეთქი. ვცდებოდი, მესამე სეზონმა გაოგნებული დამტოვა, იყო იქ კარგიც და ცუდიც, მაგრამ იმ ცუდს მალე მივეჩვიე, ალბათ იმიტომ, რომ რობინ ჰუდი და თავისი გუნდი ისევ აგრძელებდნენ ბრძოლას,  დავიწყე მესამე სეზონის ყურება დიდი და ღირსეული ფინიშის იმედით. დიდი ფინიშის შესახებ ბევრი სპოილერი მქონდა ნანახი, მაგრამ სანამ საკუთარი თავლით არ ვნახე მანამდე რეჟისორს არაპროფესიონალიზმში და უცოდინარობაში ვადანაშაულებდი, ვფიქრობდი, რომ დასასრული სრულიად ალოგიკური იყო, მაგრამ ბოლო სერიის ნახვის შემდეგ შეხედულება შემეცვალა და მგონია, რომ კარგი დასასრული ჰქონდა. აი ისეთი… გულს რომ გწყვეტს, მაგრამ თან თვლი, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა.

ყურების დროს შეიძლება რეალობას გამოეთიშოთ ან შეიძლება პირიქითაც მოხდეს, ზოგი ეპიზოდი იმდენად კარგია, რომ არ შეიძლება ყურადღება მთლიანად არ მიიპყროს, საბედნიეროდ ასეთი ეპიზოდი ბევრია. აქამდე არ მიყვარდა სერიალების ყურება, ახლა კი უკვე მათი სია მაქვს, შემდეგი არის “მერლინი” – ასევე ბრიტანული სერიალი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. რეკომენდაციას ვუწევ ამ “რობინ ჰუდს” და გირჩევთ, რომ უყუროთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სერიალი ნანახი არ მაქვს, ეს მაინც საუკეთესოა იმათ შროის რაც დღემდე მინახავს.

შეგიძლიათ აქედან დაიწყოთ 🙂

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s