განფეისბუქება

გადავწყვიტე 1 კვირით ფეისბუქი მივატოვო.
ასე დემონსტრაციულად იმიტომ გამოვაცხადე, რომ, გამიჭირდა მისი ასე უდედმამოდ დატოვება და ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა აქვს, რადგან გასული 3 წლის განმავლობაში დღე კი არა, საათი არ გავიდოდა ნიუს ფიდი არ შემემოწმებინა, რამე არ დამეპოსტა, დამეკომენტარებინა და ა.შ. ერთი სიტყვით მე ფეისბუქდამოკიდებული ვარ. ამას 3 დღის წინ მივხვდი, როცა მივიღე ესოდენ რთული გადაწყვეტილება. სულ ხელი გამირბოდა ან კომპიუტერისკენ ან ტელეფონისკენ, დღეს მესამე დღეა და ფიქრებით ახლაც ამაზე ვფიქრობ, მაგრამ შედარებით ნაკლებად.

Imageმოკლედ, პოსტის წერის დასაწყისში მინდოდა იუმორისტული პოსტი გამომსვლოდა, მაგრამ ახლა ისეთი აზრები მომდის და იმდენ რაღაცას მივხვდი, რომ ალბათ ყველაფრის სერიოზულად გადმოლაგება და მოყოლა მომიწევს.

ხო, იფიქრებთ ალბათ, დიდი ამბავი ფეისბუქზე 3 დღეა არ შესულა და ქვეყანას მოსდო ეს ამბავიო. მართალია, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არის რაღაცები, რაც მის არაჩვეულებრივობაზე მეტყველებს, ჩემთვის მაინც… აი, მაგალითად, მას შემდეგ რაც ფეისბუქზე არ შევსულვარ:

  1. დავამთავრე წიგნი, ნახევარი წაკითხული მქონდა (1 კვირა ვკითხულობდი) და დანარჩენი ნახევარი გუშინ წინ, ანუ განფეისბუქების პირველ დღეს წავიკითხე, ერთ ამოსუნთქვაში. 
  2. უფრო დიდხანს მძინავს და ეს სამი დღე, შესაბამისად, უფრო პროდუქტიულია ვიდრე დანარჩენი სხვები იყვნენ.
  3. წესიერად ვიმეცადინე, აი, მართლა ვიმეცადინე, თავი არ ამიწევია და 1 საათი ფბ-ს ვოლზე წოწიალში არ გამიტარებია.
  4. ნერვები უფრო მშვიდად მაქვს. არ ვიცი აშლილი რატომ მქონდა, მაგრამ რაღაც სხვაობა არის, ეს ალბათ ინდივიდუალურია :დ
  5. როგორც იქნა მივხედე ჩემს ბლოგს, რაც მთლიანად განფეისბუქების ბრალი არაა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
  6. აღარ ვკითხულობ შემდეგი თემატიკის სტატუსებს: სენტიმენტალიზმი, მაღალი მორალის მქადაგებელი, “პროგრესული”, “მახვილგონივრული” და კიდევ ბევრი ამგვარი.
  7.  ადრე რაიმე განსაკუთრებული, რომ ხდებოდა ჩემს თავს, მაშინვე ფეისბუქზე ვპოსტავდი, ხოლო განფეისბუქების შემდეგ მივხვდი, რომ სრულიად არ არის საჭირო ყველაფერი საჯაროდ გამოიტანო, ჯერ ერთი, იმიტომ რომ ეს ყველას არ აინტერესებს და მეორეც, არსებობს ზღვარი პირადულსა და საზოგადოს შორის.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემთვის, ალბათ დროის არასწორი მენეჯმენტის წყალობით, ფეისბუქს დიდი დრო მიჰქონდა. ეს რა თქმა უნდა ჩემი ბრალია, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მე და ფეისბუქი მცირე ხნით გავყროდით ერთმანეთს. 🙂

განფეისბუქებას უარყოფითი მხარეებიც აქვს. უარყოფითი, იმიტომ, რომ ფეისბუქი იმდენადაა შეზრდილი საზოგადოების ცხოვრებასთან, რომ თითქმის შეუძლებელია რაიმეს გაკეთება, ისე რომ ის არ გამოიყენო. შესაბამისად, ვიცი რამდენი ივენთი ტარდება, რამდენი სიახლე ქვეყნდება, რომლის კურსშიც არ ვარ. ძალიან მაინტერესებს რა ამბავია ჩემს ნიუს ფიდზე, მაგრამ, ალბათ 1 კვირა ის ოპტიმალური ვადაა, რომლის განმავლობაშიც  ფსიქო-თერაპიას ჩავუტარებ საკუთარ თავს. მოდი, ამას ექსპერიმენტს დავარქმევ. ექსპერიმენტის ბოლოს, კი შევადარებ შედეგსა და ჩემს თავდაპირველ მდგომარეობას. თუ რაიმე სახის ცვლილება იქნება შემჩნეული ე.ი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, თუ არა და განფეისბუქება კრახს განიცდის (რაც მეეჭვება).

ის რაც ზემოთ ჩამოვთვალე შესაძლებელია თქვენგან ძალიან შორს დგას, მაგრამ აი ჩემთვის, ვფიქრობ რომ ეს მცირეხნიანი შესვენება დადებით შედეგს გამოიღებს. 🙂

Wish Me Luck ^^

© Geoliberty

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s