მშვიდობიანი აქცია აბორტის წინააღმდეგ

დღეს თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის წინ, იმართებოდა მშვიდობიანი აქცია. აქციის მონაწილეების სურვილი იყო ის, რომ ხალხს გაეგო რა იყო აბორტი, რომ აბორტი ეს იგივე მკვლელობაა და მოუწოდებდნენ ახალგაზრდა, მომავალ დედებს, რომ აბორტის გაკეთება დიდი ცოდვაა და არავითარშემთხვევაში არ შეიძლება ამის ჩადენა, ეს ადამიანის მკვლელობაა და მისთვის ღვთის მიერ მინიჭებული სიცოცხლის წართმევაა.

დარწმუნებული ვარ, რომ ყოველმა თქვენგანმა იცით აბორტის მნიშვნელობა, მაგრამ მე მაინც დავურთავ პოსტს მის პატარა განმარტებას, რომელსაც ამ საიტზე მივაგენი:

”რა არის აბორტი? იხილეთ სრულად

Advertisements

მუსიკა ტრანსპორტში

პოსტს დავიწყებ ცნობილი ფაქტით: ციგნების თარეში მატარებლის ვაგონებში უკვე ჩვეულებრივი ამბავია ყველასთვის. მათი სიმღერაც იმათთვის ვინც თითქმის ყოველდღე მგზავრობს მატარებლით, ნაკლებად შემაწუხებელია. მე საკმაოდ ხშირად მიფიქრია მათ ვოკალურ მონაცემებზე. ყოველთვის როდესაც ხმას ამოიღებენ და სიმღერას დაიწყებენ, ისეთი შეგრძნება მაქ, რომ თითქოს ყურები მებზარება (მათი გაბზარვა, რომ შეაძლებელი ყოფილიყო, აქამდე უყურო ვიქნებოდი). მოკლედ ამდენ სიმღერა-სიმღერაში ხმა ზარივით გამჭოლი და ტვინის გამხვრეტი ჩამოუყალიბდათ, თან რაც უფრო დიდი ხმაურია მეტროში და მოგეხსენებათ მატარებელი ლიანდაგებზე უხმაუროდ ვერ გაივლის, ესენიც ცდილობენ უფრო ხმამაღლა იმღერონ და გადაფარონ ეს ხმაური. ხანდახან მეშინია არ გასკდნენ, მაგათ გადამკიდე ზეპირად ვისწავლე ლეგენდარული სიმღერა (ობოლი ბიჭი ვარ და ა.შ). მატარებლის ვაგონებში სხვა გასართობსაც ბევრს ნახავთ, მაგალითად<!–more იხილეთ სრულად

წართმეული ბლოგის დაბრუნება

გათენდა 8 მარტი ( BTW გილოცავთ ქალბატონებო! ) და მეც ამაღლებული განწყობით დავჯექი კომპიუტერთან,მაგრამ ეს ამაღლებული განწყობა მალე შეცვალა გაბრაზებამ, ყვირილმა და ერთის სიტყვით იმ ადამიანის ემოციებმა, რომელიც დილა ადრიანად ხედავს, რომ მისი ბლოგი გაუქმებულია ვორდპრესის მიერ. ადრეც მქონდა გაგონილი რომ ვორდპრესი ნებით თუ უნებლიედ დეაქტივაციას უკეთებდა ბლოგებს, ბლოგერების გროუფშიც ბევრმა დაწერა ამაზე. წერილებიც გაუგზავნეს ვორდპრესს და ზოგს აღუდგინეს, ზოგს არა. ჩემი ფიქრები ასე ვითარდებოდა საიტზე შესვლის დროს : ”დღეს ვიდეოს დავამონტაჟებ და იმას დავდებ”, ”ნეტავ რამდენი ვიზიტორი მყავს”, ”რა ნელა შედის, რა ჭირს ამ ინტერნეტს?!”, ”ეს რა არის?!”, ”რა უნდა წითელ ჩარჩოს ჩემ დეშბოარდში?”, ”რაო, დეაქთივეითედო??!”, სადღაც, 10-ჯერ გადავიკითხე წითელ ჩარჩოში მოთავსებული ავბედითი წერილი,  ”…………………….”(ამ ფიქრის დაწერისგან თავს შევიკავებ). მოკლედ ბრალდებები იყო ასეთი: if blog is designed to promote affiliate links, get rich quick programs, banner ads, consists solely or mostly of duplicate or automatically generated material…. და მერე ეწერა რომ თუ ზემოთ აღნიშნული მართალია მაშინ შენი ადგილი აქ არ არისო. მე რაც მაგის კითხვის დროს დამემართა, ვერ აღგიწერთ. ცხოვრების იმ პერიოდმა რომელიც ჩემ ბლოგერობას მოიცავს თვალწინ გამირბინა. წაიკითხე მეტი

უწყლობით გამოწვეული…

დემოკრატია კი არა ტირანიაა… დავშრი, გავნადგურდი… მწყურია და რა ვქნა. რას გვიშვება ეს მთავრობა. დილიდან მოყოლებული ჩემ საწყალ ონკანს წყლის წვეთი არ ღირსებია. სად არის სამართალი ვინმე მეტყვით?? გამოეცხადებინათ მაინც, მოვიმარაგებდი :დ ალბათ მეტყვით, წადი მეზობელს თხოვე დაგალევინებსო, მაგრამ ვაი რომ არც იმ მეზობელს არ აქვს :დ მეზობელს კი არა, ჩემ შემოგარენში ყოველა მაღაზიამ წყურვილით შეწუხებული ხალხის არაერთი შემოტევა განიცადა და წყლის მარაგი იმათაც გაუთავდათ, ან იმათაც სწყურიათ და წყალს მალავენ :დ მაღაზიაში ლიკანის მეტი არაფერი ქონდათ, ჰოდა მეტი რა გზა მაქ, ვზივარ და ვსვავ ლიკანს ….

ქონქლუშენ:

ვინაიდან და რადგანაც, გლდანს აქვს პრეტენზია წარმოადგენდეს ცალკე რესპუბლიკას, მთავრობამ გვითხრა მასე არ უნდაო და გაგვითიშა წყალი. Continue reading

სა(პნისოპერა)ქართველო

მთელი ჩემი ცხოვრება სერიალი არაა?” – ცნობილი ხალხური გამონათქვამი, რომელმაც განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო

I – ”მთელი ჩემი ცხოვრება თამაში არაა?” => ფრაზა რომელსაც მაშინ ამბობდნენ, როდესაც თამაში არ უნდოდათ, ან მაშინ როდესაც ბედისგან გატანჯულები თვითგვემას იწყებდნენ.

II – ”მთელი ჩემი ცხოვრება კინო არაა?” => ამ ფრაზაში უკვე თავს იჩენს ინდური, კომუნისტური და შემდგომ უკვე თვით ჰოლივუდური ფილმების გავლენა ქართველ ერზე.

და ბოლოს ზემოთხსენებული ფრაზა ”მთელი ჩემი ცხოვრება სერიალი არაა?” => ”სერიალი”,  XXI – ე საუკუნის ჯერ კიდევ ამოუცნობი ფენომენი. ამოუცნობი იმიტომ რომ დღემდე მგონი არავინ იცის რას ემსახურება იგი. არა როგორ არ იციან, ყველას თავისებური განმარტება აქვს, ზოგი ამტკიცებს რომ ”სერიალი”, ეს არის მაგალითი იმისა თუ რა არის ცუდი და რა არ უნდა გავაკეთოთ, ზოგი ამბობს, რომ ისინი მასში საკუთარ ცხოვრებას ხედავენ და სერიალის გმირებთან ერთად ეძებენ გამოსავალს. ზოგი რას ამბობს ზოგი რას, მაგრამ საბოლოო პასუხამდე ჯერ არავინ მისულა.

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი თავის მიკვირს და ალბათ ბევრ თქვენგანსაც გაუკვირდება, თუ რატომ ვუხმობ ”შთაგონების წყაროს” და რატომ ვხარჯავ ჩემს ეგზომ მშვენიერ და ძვირფას დროს ამ ერთი შეხედვით უაზრო თემაზე, მაგრამ სიმართლე ის გახლავთ ჩემო ძვირფასო მკითხველნო, რომ ამ ერთი შეხედვით უაზრო და არაფრისმთქმელმა სიტყვამ ”სერიალმა”, დიდი გადატრიალება მოახდინა არამარტო ქართველი ერის არამედ უამრავ სხვა ერთა თავში, ტვინში, ფსიქოლოგიაში და ა.შ.

მოდით დავიწყოთ სულ, სულ თავიდან.

”იზაურა”

”იზაურა”

Continue reading