ეგო

მობრუნდა, მიმოიხედა, ვერაფერი დაინახა და გზა განაგრძო. არც კი იცის საით მიდის ან საერთოდაც რატომ მიდის. ხანდახან ჩამოჯდება კიდეც, იქვე პატარა ქვაზე. საშინლად ეზარება ადგომა, მაგრამ უცებ ისეთი ცივი ქარი დაუბერავს, რომ წამოახტუნებს და ის ისევ მიაბიჯებს შავ, ასვალტის ქუჩაზე. ის მარტო არ არის, მას გვერდით რაღაც მოჰყვება, რასაც თვითონაც ვერ ხედავს არადა ის ხომ მთელი ცხოვრებაა გვერდით ჰყავს, დაბადებიდან ერთად არიან. ერთად გაჩნდნენ, ერთად იხილეთ სრულად

რითი გარდაიცვალნენ როკ-ვარსკვლავები

არსებობენ პატარა, დიდი და უდიდესი ადამიანები. მრთალია მათი ცხოვრება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მგრამ ერთი რამ მაინც აქვთ საერთო. საბოლოოდ ბედისწერა მათ ერთ ყუთში ყრის, ისევე როგორც ჭადრაკის ფიგურებს ათავსებენ ერთ ყუთში. ბევრ ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ და ამ დიდი ბუმბერაზი ადამიანის გარდაცვალების ისტორიებს არ მოგიყვებით, რადგან არ მინდა პროფილში გვეგონოს თავი.

Ladies and Gentlemen, მე მაქვს უდიდესი პატივი წარმოგიდგინოთ ბუმბერაზი თუ ციცქნა მუსიკოსების აღსასრულის მიზეზები: იხილეთ სრულად

მე დრამერის ამპლუაში და ჩემი რჩევები დამწყებ დრამერებს

რატომ გადავწყვიტე დრამების სწავლა? სულ ამას ვეკითხები ჩემ თავს. რომ გითხრათ ერთ დღეს გავიღვიძე და ავიხირე, გინდა თუ არა დრამის სწავლა მინდათქო მოგატყუებთ. თავიდანვე მხიბლავდა ეს ინსტრუმენტი, მომწონდა ჩემი საყვარელი ჯგუფების დრამერები როგორ უკრავდნენ მასზე და მინდოდა მეც ისე დამეკრა, მაგრამ ის კი არ მიფიქრია, რომ სწავლის პროცესი ძალიან ხანგრძლივი და ალბათ ძნელი დასაჯერებელი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მტკივნეული იყო. იყო რა, არის. არც მიფიქრია ჩემ ფიზიკურ შესაძლებლობებზე მივედი მასწვებელთან და …. და არც არაფერი წამოვედი ისევ ისე, სადღაც ერთი თვე ვიარე. დამატყდა ხელები. ნორმალურად დავალებასაც ვერ ვწერდი. სულ მიკანკალებდა ხელები, მაგრამ ბოლოს ნელ-ნელა დავამუღამე, მაგრამ დროში ძალიან შეზღუდული ვიყავი და მალევე გამოვედი. თავიდან ხელი არ მიხლია ჯოხებისთვის, მაგრამ ცოტახანში ისევ ავიღე ხელში და დავიწყე მეცადინეობა. რათქმაუნდა დრამერობა ჩემი მოწოდება არაა. უბრალოდ იმდენად მიყვარს ეს ინსტრუმენტი, რომ მინდა მასზე დაკვრა ვიცოდე. ჩემი პირველი დღე იყო ძალიან მაგარი, როდესაც მასწავლებელთან მივედი თავი გამოვიდე, ხელს რომ ვკიდებ რაღაცას სულ ბოლომდე მიმყავსთქო. მოკლედ დავაჯერე იმ კაცს რომ ჭეშმარიტი დრამერი ვიყავი და … კვირაში სამი დღის მაგივრად ერთ დრს დავდიოდი. არ მეცალა და… სხვა დღეებში იმას არ ეცალა. მასწავლებელი მყავდა ძააან ”ჭკ”, ამ ორი შეხმატკბილებული ასოს სრული მნიშვნელობით. ერთხელ ვუთხარი ჩემ მეგობარს გიტარის სწავლა უნდა მეთქი და იმან ჯგუფიც შექმნა უკვე და სახელსაც არქმევდა :D. მართალია გამოვედი, მაგრამ მეცადინეობისთვის თავი არ დამინებებია. ვცდილობ, ვცდილობ და რავიცი, იმედია დადგება ჩემგან რამე. რაც მთავარია ხელი არ ამიღია დრამებზე.

დრამერობის უარყოფითი მხარეები : იხილეთ სრულად

რომელი გირჩევნიათ 101-ეული, თუ 1000-ეული, ანუ 101 vs. 1000

სანამ პოსტის ძირითად შინაარსზე გადავალ, მინდა იმათ ვინც მხოლოდ ახლა ჩაერთო ჩვენს მუსიკალურ მარათონში, გავაცნო დღევანდელ დღემდე განვითარებული მოვლენები. მოკლედ ამა წლის მარტში…. თუმცა რა საჭიროა ოფიციალური ლაპარაკი. მოკლედ გეტყვით, რომ ტარდება გამოკითხვა, თემა არის ”1000 სიმღერა, რომლესაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”, მაგრამ ეს ახლანდელი სახელია. მოდით ცოტა კიდევ უკან წავიდეთ, იხილეთ სრულიად

1000 საუკეთესო სიმღერა – ვიდეოგამოკითხვა

როგორც იცით 1000 საუკეთესო სიმღერის შერჩევა ჯერ არ დასრულებულა (ალბათ კაი ხანი არც დასრულდება). მეც  გადავწყვიტე ვიდეოგამოკითხვა ჩამეტარებინა. სულ თავიდან ხალხს ვაჩერებდი, ერთი საათი ვუხსნიდი მათი გაჩერების მიზეზს, მერე ისეთ სახეებს იღებდნენ, გეგონება რაღაცას იხსენებენ ძველი წარსულიდანო და მერე მეც გახარებული ვიღებდი კამერას და ისევ თავიდან ვუხსნიდი, რომ გადაღებაც აუცილებელი იყო,

იხილეთ სრულიად

1000 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ

თავიდან ამ გამოკითხვის სახელი იყო ”101 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”, მაგრამ შემდეგ რესპოდენტების თხოვნით ეს ციფრი გადაკეთდა 1000-ად.

დიდი ხანი არ გასულა რაც ”კვირის პალიტრამ” ახალი პროექტი წამოიწყო სახელწოდებით ”50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”. დღეს სწორედ ამ სტატიას ვკითხულობდი, როდესაც ასეთი იდეა მომივიდა.

”1000 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”.

ეს გამოკითხვა ეხება სიმღერებს, რომლებსაც უნდა მოვუსმინოთ სანამ ცოცხლები ვართ.

ყველას სხვადასხვანაირი გემოვნება გვაქვს, ყველა სხვადასხვანაირ მუსიკას ვუსმენთ. მოდით ვურჩიოთ ერთმანეთს და შევადგინოთ 1000 საუკეთესო სიმღერის სია. არ აქვს მნიშვნელობა სიმღერის ჟანრს, ტექსტს, ან იმას თუ რა ენაზეა ის, მთავარია ისეთი იყოს, რომ ღირდეს მისი მოსმენა. უბრალოდ დაწერეთ ის რასაც უსმენთ. შესაძლოა ეს ის სიმღერაა, რომელიც ყველა ჩვენგანს გააერთიანებს, ყველა ჩვენგანს თუ არა უმეტესობას მაინც. წამოაყენეთ კანდიდატურები, მეც ჩემი მხრიდან დავწერ, თუ რომელ სიმღერებს ვანიჭებ უპირატესობას და ერთად შევადგინოთ ღირსეული 1000-ეული. იხილეთ სრულად

მუსიკა ტრანსპორტში

პოსტს დავიწყებ ცნობილი ფაქტით: ციგნების თარეში მატარებლის ვაგონებში უკვე ჩვეულებრივი ამბავია ყველასთვის. მათი სიმღერაც იმათთვის ვინც თითქმის ყოველდღე მგზავრობს მატარებლით, ნაკლებად შემაწუხებელია. მე საკმაოდ ხშირად მიფიქრია მათ ვოკალურ მონაცემებზე. ყოველთვის როდესაც ხმას ამოიღებენ და სიმღერას დაიწყებენ, ისეთი შეგრძნება მაქ, რომ თითქოს ყურები მებზარება (მათი გაბზარვა, რომ შეაძლებელი ყოფილიყო, აქამდე უყურო ვიქნებოდი). მოკლედ ამდენ სიმღერა-სიმღერაში ხმა ზარივით გამჭოლი და ტვინის გამხვრეტი ჩამოუყალიბდათ, თან რაც უფრო დიდი ხმაურია მეტროში და მოგეხსენებათ მატარებელი ლიანდაგებზე უხმაუროდ ვერ გაივლის, ესენიც ცდილობენ უფრო ხმამაღლა იმღერონ და გადაფარონ ეს ხმაური. ხანდახან მეშინია არ გასკდნენ, მაგათ გადამკიდე ზეპირად ვისწავლე ლეგენდარული სიმღერა (ობოლი ბიჭი ვარ და ა.შ). მატარებლის ვაგონებში სხვა გასართობსაც ბევრს ნახავთ, მაგალითად<!–more იხილეთ სრულად

რა არის მუსიკა შენთვის?

ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის რთულისკენ და ყურადღებიდან რჩება მარტივი საკითხები, რომლებსაც მნიშვნელოვნად არასდროს თვლის. ყოველთვის ვცდილობთ ვიხმაროთ მაღალფარდოვანი სიტყვები, ვცდილობთ ისინი ვიყოთ ვინც სინამდვილეში არ ვართ. დაუსრულებლივ ვთამაშობთ დაუწერელ როლს და საქმე საქმეზე რომ მიდგება მარტივი საკითხების გადაჭრა აღარ შეგვიძლია, სამაგიეროდ ოდესღაც ჩანერგილი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული გვაქვს და ჩვენს სინდისის ქენჯნას საპატიო მიზეზით ვახშობთ და ვამართლებთ ჩვენს უმეცრებას იმით, რომ რთული საკითხების გადაჭრით ვიყავით დაკავებულნი. დიადი საქმეებით, რომლებიც სრულიად გააბათილებენ მარტივთ და არამნიშვნელოვანთ, მაგრამ ყოველივე ამით როდი მთავრდება?! სიმარტივე ცხოვრების თანდაყოლილი თვისებაა, უბრალოდ ჩვენ გვიყვარს მისი გართულება.  როგორ ფიქრობთ არის თუ არა მუსიკა მარტივი ცნება? იხილეთ სრულად

მუსიკა რომ არ არსებობდეს

ე.ი მოდით წარმოვიდგინოთ, რომ მოვიდა ”ბუა” და წაგვართვა მუსიკა. რა მოხდებოდა? არ იქნებოდა არც როკი, არც პოპი, არც ჰიპი, არც ჰოპი, არც სიმფონიები, არც აბაზანაში სიმღერა და სტვენა. პოპ მომღერლები გააკეთებდნენ დღიურებს და თავიანთ გულის ტკივილს გაუზიარებდნენ მათ და ყოველი ახალი დღე დაიწყებოდა ფრაზით : ”ძვირფასო დღიურო”. როკ მომღერლები გადაყვებოდნენ ნარკოტიკებს დალევას და მოიკლავდნენ თავებს, ან ზოგი ფსიქიატრიულში მოხვდებოდა. იქნებოდა სიჩუმე რესტორნებში, ბარებში და რაც მთავარია მარშუტკებში.

ქორწილი როგორ დაიწყებოდა? პატარძლის შესვლას ალბათ სიჩუმე ან ტაში გააფორმებდა (ან საერთოდ გააფორმებდა რამე რო?) როდესაც ბედნიერ (?!) წყვილს შეეძინებოდა შვილი, ძილის წინ დედა, პატარას შექსპირის ლექსებს, ზრაპრებს ან ფეისბუქის და ტვიტერის სტატუსებს წაუკითხავდა.

რათქმაუნდა არ გვექნებოდა ჰიმნი. არც სიტყვა ”ჰიმნი” იარსებებდა. არ გვექნებოდა ქართული ცეკვები. ოღჩ, რითი გააფორმებდნენ პროფილს და ნანუკას შოუს? ნუ კარგი ნანუკა ლაბრადორს და როსტოს ააყეფებდა? და პროფილი? დარჩებოდა ბედის, უფროსწორად ცრემლის ამარა.

მიკვირს ამას როგორ ვამბობ, მაგრამ ერთი პლიუსი მაინც ექნებოდა უმუსიკობას. ქართული შოუბიზნესიდან აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა ქართველი და უცხოელი ვაი მომღერლები.

დავუბრუნდეთ მინუსებს. Continue reading

უცნაური მუსიკალური ინსტრუმენტები

უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მომწონს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრა ყოველ შემთხვევაში მცდელობა მაინც. ვუკრავ გიტარაზე და ფორტეპიანოზე (ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგად), ვცადე ტამტამებზე დაკვრა, მაგრამ ხელები დამატყდა. არ მიცდია მათზე დაკვრა, მაგრამ ძალიან მომწონს ვიოლინო და ფლეიტა. მინდა აქვე ავღნიშნო, რომ ვიოლინოს და ფლეიტისსადმი დიდი სიმპათიის მიუხედავად, მაგათი სწავლის არც ნერვები და არც დრო არ მაქ. ამ ცოტახნის წინ კი დრამებზე დავიწყე სიარული, რთულა, ხშირად ვწუწუნებ, მაგრამ სანამ სურვილი მაქ მისი სწავლის, მანამდე ვისწავლი და მერე ვნახოთ…. სწორედ ინსტრუმენტებისადმი დიდმა ინტერესმა გადამაწყვეტინა მომეძებნა უცნაური ინსტრუმენტები. დიდი ძებნა არც დამჭირვებია, ძალიან ბევრი უცნაური რამაა, მაგრამ მე მაინც (ჩემი აზრით) ყველაზე საუკეთესოები ამოვარჩიე. აი ისინიც ჩემებური განმარტებებით:

1)  “Otamatone”, აი ასე ქვია იაპონელების ახალ გამოგონებას, რომელიც მღერის… რამდენადაც მე მივხვდი, ნოტის კუდი არის ტონის ასამაღლებელ-დასადაბლებელი, ხოლო ბგერას ოტომატონი ამ ნოტის ”სახეზე” ხელის მოჭერით გამოსცემს.

იაპონელები გვთავაზობენ ”ოტამატონის” ფართო ასორტიმენტს :დ

გვერდითი მოვლენები: ყურების ტკივილი. მაგრამ ამ გვერდითი მოვლენის მიუხედავად, მაინც სიამოვნებით ვიქონიებდი ამ ნივთს და დავუკრავდი მასზე, მითუმეტეს რომ მასზე დაკვრა ძალიან ადვილია (მგონი). აი ვიდეოც:

2) შემდეგი უცნაური ინსტრუმენტია “pikasso guitar”.

Continue reading