უცნაური მუსიკალური ინსტრუმენტები

უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მომწონს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრა ყოველ შემთხვევაში მცდელობა მაინც. ვუკრავ გიტარაზე და ფორტეპიანოზე (ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგად), ვცადე ტამტამებზე დაკვრა, მაგრამ ხელები დამატყდა. არ მიცდია მათზე დაკვრა, მაგრამ ძალიან მომწონს ვიოლინო და ფლეიტა. მინდა აქვე ავღნიშნო, რომ ვიოლინოს და ფლეიტისსადმი დიდი სიმპათიის მიუხედავად, მაგათი სწავლის არც ნერვები და არც დრო არ მაქ. ამ ცოტახნის წინ კი დრამებზე დავიწყე სიარული, რთულა, ხშირად ვწუწუნებ, მაგრამ სანამ სურვილი მაქ მისი სწავლის, მანამდე ვისწავლი და მერე ვნახოთ…. სწორედ ინსტრუმენტებისადმი დიდმა ინტერესმა გადამაწყვეტინა მომეძებნა უცნაური ინსტრუმენტები. დიდი ძებნა არც დამჭირვებია, ძალიან ბევრი უცნაური რამაა, მაგრამ მე მაინც (ჩემი აზრით) ყველაზე საუკეთესოები ამოვარჩიე. აი ისინიც ჩემებური განმარტებებით:

1)  “Otamatone”, აი ასე ქვია იაპონელების ახალ გამოგონებას, რომელიც მღერის… რამდენადაც მე მივხვდი, ნოტის კუდი არის ტონის ასამაღლებელ-დასადაბლებელი, ხოლო ბგერას ოტომატონი ამ ნოტის ”სახეზე” ხელის მოჭერით გამოსცემს.

იაპონელები გვთავაზობენ ”ოტამატონის” ფართო ასორტიმენტს :დ

გვერდითი მოვლენები: ყურების ტკივილი. მაგრამ ამ გვერდითი მოვლენის მიუხედავად, მაინც სიამოვნებით ვიქონიებდი ამ ნივთს და დავუკრავდი მასზე, მითუმეტეს რომ მასზე დაკვრა ძალიან ადვილია (მგონი). აი ვიდეოც:

2) შემდეგი უცნაური ინსტრუმენტია “pikasso guitar”.

Continue reading

Advertisements

მუსიკა, ბოროტების იარაღი….

ალბათ ეს ამბავი თითქმის ყოველმა თქვენგანმა იცის, (ზოგს სჯერა, ზოგს არა 🙂 ) მაგრამ არ გაწყენთ მისი კიდევ ერთხელ გადაკითხვა…..

მთელი მსოფლიოს მაშტაბით როკს თითქმის ყოველი მეორე ადამიანი უსმენს. ზოგი ”მოდას” მისდევს, ზოგი კი მართლაც სერიოზულად არის გატაცებული როკ მუსიკით. ასეა თუ ისე, ალბათ ყოველი ჩვენგანი ყოფილა უამრავი ლეგენდარული როკ-ჯგუფის ზეგავლენის ქვეშ. როგორ ფიქრობთ რატომ ხდება ეს?? მუსიკაზე დაქვემდებარება და ასე, უცებ მთელი გონების გადატრიალება??  მოდით ყველაფერს თავიდან მოგიყვებით და დასკვნა თქვენით გამოიტანეთ : )

მთელი მუსიკალური საზოგადოება შეძრა გაზეთ ”როლინგ სტოუნში” (Rolling Stone) გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ დევიდ ბოვიესთან (David Bowie) ერთად Continue reading

Black Tie Beach


რა საოცარი ხალხია ეს ამერიკელები, მათ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ეს კი ღირსეულად დაამტკიცაImprov Everywhereორგანიზაციის წარმომადგენლებმა. აგვისტოს მიწურულს მათ მოაწყვეს არაორდინალური აქცია სახელადBlack Tie Beach. ეს აქცია ჩატარდა  კონი აილენდ/ბრაიტონ-ბიჩზე (Coney Island / Brighton Beach) და მასში მონაწილეობდა ყველა ასაკის წარმომადგენელი (ექვსი წლიდან სამოცდა-რაღაც წლამდე) = D. ამ აქციის მთელი უცნაურობა და ხიბლი იყო იმაში, რომ ყველა აქციის მონაწილეს აუცილებლად უნდა ცმოდა ოფიციალურად. კაცებს – შარვალ-კოსტუმი ჰალსტუხითურთ, ხოლო ქალებს – ლამაზი, გრძელი კაბები სასურველი იყო დიდი ვარდებითა და ბუმბულებით.

Continue reading