მოხდა რამე?! – კი, მოხდა

ამ პოსტს ყველაზე მეტად ეს სიმღერა უხდება : ))

დღეს გადავწყვიტე შემეჯამებინა ჩემი მოღვაწეობა სექტემბრიდან, ივნისის შუა რიცხვების ჩათვლით. დიდი ფიქრის და გონებრივი დაძაბულობის შემდეგ დავასკვენი, რომ ეს წელი არც ისეთი ცუდი ყოფილა, როგორსაც ჩემი ჰოროსკოპი მიწინასწარმეტყველებდა (it’s not that I believe in it, or anything, მაგრამ მაინც მატყუარები ეგენი). არც ისე კარგად დავიწყე და დამთავრებაც არ იყო ისეთი როგორიც მე მინდოდა, მაგრამ რაც მართალია მართალია, ხანდახან ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვინდა. დაწყებაში სკოლის დაწყებას ვგულისხმობ, დამთავრებაში კი.. მართალია სკოლა დამთავრდა, მაგრამ ერთი წელი კიდევ წინ მაქვს. შემოდგომა-ზამთარი დათვივით ვიყავი, თითქოს მეძინა, მხოლოდ ერთი განსხვავებით შიგადაშიგ მეღვიძებოდა, მაგრამ მერე ისევ ვიძინებდი. 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია არ ჩამვარდნია და არც მოსავალი გამფუჭებია. იხილეთ სრულად

Advertisements

Me, You & EYP – 5th NSC

4 დღე გავიდა რაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი და ადგილზე ვეღარ ვისვენებ. ისევ მინდა საქართველოს უნივრსიტეტში, ისევ მინდა გაუთავებელი მუშაობა რეზოლუციაზე და ისევ მინდა ის გუთავებელი კამათი რომელიც ნერვებს მიშლიდა და რის ბოლოსაც მაინც კონსესუსს ვაღწევდით.

EYP Georgia – 5th National Conference Selection

Finally I’ve Made It :happy: ვინც არ იცით რა გამოვიარე იქამდე სანამ ამ სესიას დავესწრებოდი მაშინ ეს პოსტი წაიკითხეთ —>“ჩემი პირველი ნაბიჯები EYP-სკენ”  : )))

ალბათ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ ბედნიერებას, რომელიც EYP – Georgia – ს იმეილის წაკითხვის შემდეგ ვიგრძენი, როდესაც ისინი მწერდნენ, რომ არჩეული ვიყავი დელეგატად. იხილეთ სრულად

ერთხელ ბორჯომში

მოკლედ, მოეწყვეთ კონფორტულად და მოემზადეთ ვრცელი პოსტის წასაკითხად, რადგან მას მოკლედ ვერ მოგიყვებით. წინასწარ ბოდიში მინდა მოვუხადო ქალბატონ თეას და ამ პროექტის წარმომადგენლებს იმის გამო რასაც ქვევით წაიკითხავს სასტუმროს შესახებ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ახლა ის სასტუმრო ნებისმიერი ჩვენგანისთვის სანატრელი და საყვარელი ადგილია.

დავიწყოთ იმით რომ ზებუნებრივი ძალით, (სინამდვილეში კი ჩემი ტრენერის დოდი ხარხელის ძალისხმევით) მოვხვდი ბორჯობისკენ მიმავალ ავტობუსში ჩემ მეგობარ ბლოგერთან, ნინო ლეკვეიშვილთან ერთად. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ პროექტში სახეწოდებით „გახდი აქტიური მოქალაქე“ და ამ პროექტის ფარგლბში გავემგზავრეთ ბოჯომში არსებულ ბანაკში თითქმის 4 დღით.

კუკუშკა

კუკუშკა

გავაცდინე ყველაფერი რისი გაცდენაც შეიძლებოდა და გავემართე სპორტის სასახლისკენ. თავიდან დიდი, მაღალი ავტობუსი დავინახე, მაგრამ ერთმა თმახუჭუჭა გოგონამ (რომლის სახელიც შემდგომში დავადგინე (ბუჩქი – იგივე ნინი ტატოშვილი)) დამინგრია ოცნების კოშკები და მიმითითა ორ დაბალ ავტობუსზე. არ შეგაწყენთ წვრილმანებზე ლაპარაკით თავს, რადგან ბორჯომში შესვლის მომენტიდან ძალიან დავწვრილმანდები. იხილეთ სრულად

ჩემი ანდერძი

გადმონაშთი ჩემი ბავშვობიდან:

 რა ანდერძს დავტოვებდი სიკვდილის შემდეგ (წინ)

აი მივუკაკუნე 210, არა ვაჭარბებ, 209 წელს. მე მშვენივრად ვარ და სიკვდილს არ ვაპირებ , უბრალოდ ანდერძის დაწერის იდეა ჩემმა მეზობლებმა მომაწოდეს. ისეთი კარგი ხალხია, ასე მითხრეს ოდესმე ხომ მოკვდები, რა იცი სიკვდილი მაინც არ გაგაფრთხილებსო, თან ესეც თქვეს ანდერძში ჩვენც მოგვიხსენიე, გაგვიხარდებაო. მაგათ ჰგონიათ, რომ ვერ მივხვდი რისი თქმაც უნდოდათ, ეგეთი გამოშტერებულიც არ ვარ (ჯერ). ალბათ უნდათ რომ რაიმე დავუტოვო, მაგრამ ვერ მივართვი.

აი ჩემი ანდერძიც:

ჩემი ძვირფასო თანამოძმენო, მე ვარ საღ გონებაზე მყოფი და ვიცი რასაც ვწერ, გთხოვთ ზედმიწევნით შეასრულოთ ჩემი მოთხოვნები: იხილეთ სრულად

ჩემი მომავალი (სავარაუდოდ)

დიდი შესვენების შემდეგ რატომღაც მომინდა დავწერო პოსტი იმაზე, რაც დღეს დილიდან თავში მიტრიალებს. მომავალი. არ დავიწყებ მის ფილოსოფიური მნიშვნელობის ახსნას (მაინც არ ვიცი). უბრალოდ დღეს რატომღაც დამაინტერესა, როგორი შეიძლება იყოს ჩემი მომავალი. მრავალფეროვანი, მონოტონური, ფერადი, მუქი… სავარაუდოდ ჩემი მომავალი ისეთი იქნება, როგორსაც მე შევქმნი. არ ვიცი როგორს შევქმნი და როგორი იქნება, მაგრამ ის ვიცი როგორი მინდა რომ იყოს.

არსებობს ალტერნატიული გზები:

(აი აქ ცოტას ვიხალისებ, თუ სერიოზული ნაწილიც გაინტერესებთ, მაშინ ბოლომდე წაიკითხეთ) წაიკითხეთ სრულად

პირველი როლი

”თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა უნდა მივიდეს მუჰამედთან”


დღეს კარგი ამბავი გავიგე. როლზე დამამტკიცეს. მართალია ჯერ არ ვიცი რა როლია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩემი პირველი ნაბიჯია. ადრეც მითამაშია დადგმებში, მაგრამ მაშინ ასეთი სიხარული არ მიგრძვნია.

სანამ რეჟისორთან შევიდოდი გასაუბრებაზე, მანამდე არ ვნერვიულობდი (არც მერე მინერვიულია). უფრო მეტად დაბნეული ვიყავი, მანამდე რეჟისორთან ”კასტინგზე” არასდროს ვყოფილვარ. იმაზე მალე შევედი ვიდრე მე მეგონა (მეჩქარებოდა და…) ძალიან იხილე სრულად