უსაყვარლესი და უნიჭიერესი, ”კალიოლოგი”


დღეს გადავწყვიტე ჩემი ჩვეული თემიდან გადამეხვია და მეჩვენებინა თქვენთვის ის გასაოცარი ბავშვი, რომელიც აღმოჩენა არის ჩემთვის. ის არ მღერის, არ ცეკვავს ბრეიკს და ქართულ ცეკვებს, არ იჭყანება საყვარლად და არ ცეკვავს მუცლის ცეკვებს :დ ის არის მოაზროვნე ბავშვი, მხიარული როგორიც დანარჩენი სხვა ბავშვები, უბრალოდ ის თავისი ჭკუით გამოირჩევა მისი თანატოლებისგან. უყვარს ჭადრაკი და ერთერთი საუკეთესოა მის თამაშში. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ ჩემი სკოლის ყველაზე დიდ მოაზროვნე III კლასელს, ბატონ დავით ფეიქრიშვილს, რომელსაც მე ”კალიოლოგი” ვუწოდე. არანაირი დევიდ ან დათო, თუნდაც დათუნა, არამედ დავით (თავად ბ-ნი დავითის შესწორებაა). მოკლედ ამ ვიდეოში ის არ საუბრობს საქართველოს ეკონომიკაზე და პოლიტიკაზე, არც ჭადრაკზე, არც თავისი კლასის ამბებს გვიყვება და არც თავისი 10-ანებზე მოგვითხრობს, გაგიკვირდებათ და.. იხილეთ სრულად

ჩემი პირველი ნაბიჯები EYP-სკენ

ძალიან მინდოდა დღეს კიდევ ერთი პოსტი დამეწერა მუსიკაზე, მაგრამ ერთმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა ეს გადაწყვეტილება შემეცვალა და დამეწერა ჩემ დღევანდელ მიზანზე, რომელიც ერთ წელზე მეტია არსებობს, უბრალოდ მხოლოდ ამ ცოტახნისწინ გავბედე პირველი ნაბიჯი გადამედგა მისკენ. მოკლედ ერთი წლის წინათ, როდესაც ვიყავი 15 წლის, შემთხვევით გავიგე EYP (European Youth Parliament) შესახებ. თავიდან დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან უფრო მეტად ჩემ მუსიკალურ განვითარებაზე უფრო ვფიქრობდი ვიდრე სხვა რამეზე. სულ მცირე დრომ განვლო და ერთერთ კონკურსზე, რომელზეც მე და ჩემი რამდენიმე სკოლელი სკოლამ გაგვაგზავნა, გავიცანი კიდევ ერთი EYP-ერი, რომელმაც ორიოდე სიტყვა გვითხრა თავისი გამოცდილების შესახებ, მაგრამ არც ამაზე გამიმახვილებია დიდი ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ბევრი ვიცოდი EYP-ზე. გავიდა დრო და მივხვდი, რომ ყველა ის ადგილი სადაც მივდიოდი ან ნებისმიერი საიტი (უმეტესობა) სადაც შევდიოდი, ან თუნდაც ახალი ურთიეთობები (უმეტესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ბოლო დროს გავიცანი პირდაპირ ან ირიბ კავშირში იყვნენ EYP-სთან), ყველაფერი ეს ასოცირდებოდა EYP-სთან. გადავწყვიტე ამ ორგანიზაციის შესახებ უფრო მეტი გამეგო წაიკითხე მეტი

საშობაო ზღაპარი

ყოველი ჩვენგანი ყოფილა პატარა… ყოველი ჩვენგანი ყოფილა პირველი კლასელი, აი ისეთი პირველ დღეს რომ უტირია იმის გამო, რომ დედიკოსთან განშორება არ უნდოდა. ახლა დიდები ვართ, მაგრამ დამიჯერეთ არაფრით არ განვსხვავდებით იმ პატარებისგან, რომლებიც ახალა ჩვენი წარსული ცხოვრების ანალოგს გადიან. ჩვენ უბრალოდ ზომაში გავიზარდეთ და ჩვენ ტვინში უფრო მეტი მოგონებაა ვიდერ მათში. სურვილებიც შესაბამისად დიდი ზომის გვაქ… თუ პირველ კლასელს პატარა ბარბის სახლი უნდა, შესაბამისად ჩვენ უფრო დიდი, ევრორემონტიანი (ანუ ბარბის) სახლი გვინდა… თუ პატარებს სათამაშო მანქანა უნდათ, ანალოგიურად ჩვენ დიდი მანქანა გვინდა… და ასე უსასრულოდ.
წელს რაღაც საოცრად მიხარია ახალი წელის მოსვლა და ჩემდა გასაოცრად ისეთმა მოგონებებმა შემახსენეს თავი, საერთოდ რომ არ მახსოვდა. გამახსენდა მეც როგორ ვოცნებობდი ბარბის სახლზე, ბრჭყვიალა ნივთებზე, ბევრ, ბევრ შოკოლადებზე და კანფეტებზე და ყველაზე მთავარზე —- თოვლის ბაბუას ნახვაზე. მაგრამ არ დაადგა საშველი, ეგ კი არა, ეს ოცნება ფაიფურის ლარნაკივით წინ მაშინ დამემსხვრა, როდესაც მამაჩემმა და დედაჩემმა ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე ჩემ თვალწინ შეაცუნცულეს სათამაშოები ოთახში სადაც ნაძვისხე იდგა და მის ძირში დააწყვეს. მაგრამ ჩვენ ახლა ამაზე არ ვილაპარაკებთ.

ერთი სიტყვით და ორი გაგებით მე გადავწყვიტე ზღაპარი დამეწერა, ოღონდ ისეთი კი არა მეზღაპრეები რომ წერენ. არა. ჩემი განსაკუთრებულია, უფრო სხვანაირი, თან ნამდვილი ამბავია, აი თუ გაინტერესებთ როგორია ჩემი საშობაო ზღაპარი მაშინ ამ ვიდეო უყურეთ :

რა იცით, იქნებ მართლაც მოხდეს აი ის, სანუკვარი ”საშობაო სასწაული” პატარაობაში რომ გვიყვებოდნენ და გულის სიღრმეში ახლაც რომ გვჯერა მისი არსებობის და იქნებ ამ პატარებს მართლაც აუსრულდეთ ეს ნატვრები. ნეტავ მართლაც ასე მოხდეს …..

დღეს 27 ოქტომბერია!!!

ვულოცავ ყველას! განსაკუთრებით პატარებს… იმათთვის ვინც არ იცის რატომ არის 27 ოქტომბერი განსაკუთრებული, ვიტყვი რომ დღევანდელი დღე არის ქართული საბავშვო წიგნის დღე.
ეს დღე დააარსა ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა ”ლიბომ” სულ რაღაც ხუთი წლის წინ და ნელ-ნელა, ამ თარიღმა დაიმკვიდრა ადგილი. დღევანდელ დღეს ბავშვები განსაკუთრებულად აღნიშნავენ, ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებებს სკოლებში და რაც მთავარია სწავლობენ წიგნის სიყვარულს. მე, რუსთავი 2 – თან ერთად დავესწარი 27 ოქტომბრისთვის მზადების პროცესს 165-ე სკოლაში.

Continue reading

Virtual Drumming =)))

ალბათ სათაურიდან გამომდინარე მიხვდებით რა აღმოვაჩინე (party).

ვისაც დრამერობა გინდათ და არ იცით საიდან დაიწყოთ, მე გირჩევთ რომ ეს საიტი სწორედ თქვენთვისაა შექმნილი (თუ მართლა დრამერობა გინდა მასწავლებელთან მიდი 🙂 )

  • ე.ი    იმათ ვისაც ძალიან გინდათ დრამების სწავლა, მაგრამ ან დრო არ გაქვთ ან საშუალება, ან სულ სხვა მიზეზით ვერ ახერებთ მის სწავლას, მაშინ შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ საიტზე, Continue reading

შეძლებ… თუ გჯერა :)))

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც ოცნების კოშკებს აწყობს და მის მომავალს ვარდისფერი სათვალეებით უყურებს. მეც მქონია ასეთი  პერიოდი, და იცით იქიდან რა ვისწავლე?? რათქმაუნდა იმ კოშკებს ჰაერში ვერ ააგებ, იმას საძირკველიც უნდა და ჩემთვის ეს საძირკველი პირველ რიგში რწმენაა 🙂 Continue reading

GeoStar Vs. American Idol (In a Funny Way)

დაიწყო ჯეოსტარი საქართველოში, და რათქმაუნდა ჩვენს ტელეეკრანებზე გამოჩნდნენ ქართველი ”უნიჭიერესი” მომღერლები, მაგრამ სანამ ქართველ ”ნიჭიერებზე” დავიწყებდე ლაპარაკს, მინდა ჯერ ამერიკული ”ჯეოსტარის” კოლორიტები გაგაცოთ. მე ძალიან დიდი ხნის წინ, YouTube – ზე აღმოვაჩინე ვიდეო, აი თუ გახსოვთ, წინა ჯეოსტარის შესარჩევ კასტინგზე ბიჭმა რომ Numa-Numa იმღერა, მაგ დროს დავზვერე YouTube და აღმოვაჩინე ამერიკელი უნიჭიერესი ადამიანი, Numa-Numa – ს უბადლო შემსრულებელი, რომელიც ჯეოსტარის ამერიკულ ანალოგში American Idol – ის კასტინგზე გამოდიოდა. აი ისიც 😀 😀 😀 😀 Continue reading