დრაკონი, თან შავი დრაკონი!

ჰელოუ ჰელოუ :დდ ახლა ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს დიდი ხნის უნახავ მეგობარს ვხედავ. მომენატრა ჩემი ბლოგი და კარგი იქნება პოსტების წერა თუ დამებედება, speaking of which გილოცავთ ახალ წელს და ბედობას და შობაც ახალი პოსტით მომელოცოს ^^. მოკლედ მეც გავაცილე 2011 წელი და შევხვდი 2012ს ტრადიციულად სახლში, ტრადიციულად ოჯახთან ერთად და ტრადიციულად სიმღერით. ძალიან მიყვარს ახალი წელი, ჯერ მარტო იმიტომ, რომ გათენებამდე ვჯდები სავარძელში თბილად და ტელევიზორში ვუყურებ ბევრ საახალწლო ფილმს, მეორეც, მესამეც და მეცხრეც იმიტომ რომ ვჭამ ბევრ ჩურჩხელას და გოზინაყს. მიყვარს ახალი წლის ჟრიამული, კარგი განწყობა, ძალიან მიყვარს 1 იანვრის დილა, როდესაც იღვიძებ და იცი, რომ ისევ ისეთი ჟრიამული და კარგი განწყობა გექნება, როგორც წინა დღისით გქონდა. Continue reading

Advertisements

Dear..-No not Santa!-..You ! :))

გილოცავთ! გილოცავთ!გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ!

ძალიან ბევრი ვიფიქრე როგორ მომელოცა ყოველი თქვენგანისთვის ახალი წელი. მინდოდა რამე განსაკუთრებული გამეკეთებინა, რაიმე უჩვეულო, მაგრამ ჩემმა წარმოსახვის უნარმა მაშინ მიღალატა, როდესაც კომპიუტერთან დავჯექი და ადგომა დამეზარა. რა თქმა უნდა არც კომპიუტერთან შემიწყვეტია ფიქრი და სადღაც 3 დღე, ასე ფიქრში გავატარე (დამიჯერეთ კომპიუტერის კლავიატურა არც ისეთი კარგი ადგილია თავის დასადებად). როგორც იქნა ბოლოს მივედი დასკვნამდე, რომ კომპიუტერთან ერთი რამის გაკეთება შემეძლო, მართალია არც ისეთი უჩვეულოსი და გასაკვირის, მაგრამ მაინც : ).

გავხსენი widows movie maker – ი და დავიწყე დამონტაჟება, ძველად შეგროვილი ვიდეოებისა xD. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, რომელსაც movie maker – ის სახით შევხვდი, მაინც ჩავედი ბოლომდე და მგონი რაღაც გამოვიდა. ასეა თუ ისე გილოცავთ ახალ წელს,მაგრამ მემგონი ჩემზე უკეთ ამას ეს ვიდეო გეტყვით : ))))

By Ms. President

©Geoliberty