მე დრამერის ამპლუაში და ჩემი რჩევები დამწყებ დრამერებს

რატომ გადავწყვიტე დრამების სწავლა? სულ ამას ვეკითხები ჩემ თავს. რომ გითხრათ ერთ დღეს გავიღვიძე და ავიხირე, გინდა თუ არა დრამის სწავლა მინდათქო მოგატყუებთ. თავიდანვე მხიბლავდა ეს ინსტრუმენტი, მომწონდა ჩემი საყვარელი ჯგუფების დრამერები როგორ უკრავდნენ მასზე და მინდოდა მეც ისე დამეკრა, მაგრამ ის კი არ მიფიქრია, რომ სწავლის პროცესი ძალიან ხანგრძლივი და ალბათ ძნელი დასაჯერებელი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მტკივნეული იყო. იყო რა, არის. არც მიფიქრია ჩემ ფიზიკურ შესაძლებლობებზე მივედი მასწვებელთან და …. და არც არაფერი წამოვედი ისევ ისე, სადღაც ერთი თვე ვიარე. დამატყდა ხელები. ნორმალურად დავალებასაც ვერ ვწერდი. სულ მიკანკალებდა ხელები, მაგრამ ბოლოს ნელ-ნელა დავამუღამე, მაგრამ დროში ძალიან შეზღუდული ვიყავი და მალევე გამოვედი. თავიდან ხელი არ მიხლია ჯოხებისთვის, მაგრამ ცოტახანში ისევ ავიღე ხელში და დავიწყე მეცადინეობა. რათქმაუნდა დრამერობა ჩემი მოწოდება არაა. უბრალოდ იმდენად მიყვარს ეს ინსტრუმენტი, რომ მინდა მასზე დაკვრა ვიცოდე. ჩემი პირველი დღე იყო ძალიან მაგარი, როდესაც მასწავლებელთან მივედი თავი გამოვიდე, ხელს რომ ვკიდებ რაღაცას სულ ბოლომდე მიმყავსთქო. მოკლედ დავაჯერე იმ კაცს რომ ჭეშმარიტი დრამერი ვიყავი და … კვირაში სამი დღის მაგივრად ერთ დრს დავდიოდი. არ მეცალა და… სხვა დღეებში იმას არ ეცალა. მასწავლებელი მყავდა ძააან ”ჭკ”, ამ ორი შეხმატკბილებული ასოს სრული მნიშვნელობით. ერთხელ ვუთხარი ჩემ მეგობარს გიტარის სწავლა უნდა მეთქი და იმან ჯგუფიც შექმნა უკვე და სახელსაც არქმევდა :D. მართალია გამოვედი, მაგრამ მეცადინეობისთვის თავი არ დამინებებია. ვცდილობ, ვცდილობ და რავიცი, იმედია დადგება ჩემგან რამე. რაც მთავარია ხელი არ ამიღია დრამებზე.

დრამერობის უარყოფითი მხარეები : იხილეთ სრულად

Advertisements

City Life !

City Life არის ჯგუფი რომლეიც ჩამოყალიბდა თითქმის 2 თვის წინ.
აი წევრებიც :

  • აჩიკო ნიჟარაძე – ვოკალი
  • გიგი (wonder) ჩიპაშვილი – კლავიში, (სიმღერების ავტორი)
  • უჩა მეტრეველი – გიტარა
  • ლევან დეისაძე – ბასი
  • ზაზა ცერცვაძე – დრამი

ეს ოფიციალური წარდგენა, ახლა კი….. Continue reading