რომელი გირჩევნიათ 101-ეული, თუ 1000-ეული, ანუ 101 vs. 1000

სანამ პოსტის ძირითად შინაარსზე გადავალ, მინდა იმათ ვინც მხოლოდ ახლა ჩაერთო ჩვენს მუსიკალურ მარათონში, გავაცნო დღევანდელ დღემდე განვითარებული მოვლენები. მოკლედ ამა წლის მარტში…. თუმცა რა საჭიროა ოფიციალური ლაპარაკი. მოკლედ გეტყვით, რომ ტარდება გამოკითხვა, თემა არის ”1000 სიმღერა, რომლესაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”, მაგრამ ეს ახლანდელი სახელია. მოდით ცოტა კიდევ უკან წავიდეთ, იხილეთ სრულიად

1000 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ

თავიდან ამ გამოკითხვის სახელი იყო ”101 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”, მაგრამ შემდეგ რესპოდენტების თხოვნით ეს ციფრი გადაკეთდა 1000-ად.

დიდი ხანი არ გასულა რაც ”კვირის პალიტრამ” ახალი პროექტი წამოიწყო სახელწოდებით ”50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”. დღეს სწორედ ამ სტატიას ვკითხულობდი, როდესაც ასეთი იდეა მომივიდა.

”1000 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”.

ეს გამოკითხვა ეხება სიმღერებს, რომლებსაც უნდა მოვუსმინოთ სანამ ცოცხლები ვართ.

ყველას სხვადასხვანაირი გემოვნება გვაქვს, ყველა სხვადასხვანაირ მუსიკას ვუსმენთ. მოდით ვურჩიოთ ერთმანეთს და შევადგინოთ 1000 საუკეთესო სიმღერის სია. არ აქვს მნიშვნელობა სიმღერის ჟანრს, ტექსტს, ან იმას თუ რა ენაზეა ის, მთავარია ისეთი იყოს, რომ ღირდეს მისი მოსმენა. უბრალოდ დაწერეთ ის რასაც უსმენთ. შესაძლოა ეს ის სიმღერაა, რომელიც ყველა ჩვენგანს გააერთიანებს, ყველა ჩვენგანს თუ არა უმეტესობას მაინც. წამოაყენეთ კანდიდატურები, მეც ჩემი მხრიდან დავწერ, თუ რომელ სიმღერებს ვანიჭებ უპირატესობას და ერთად შევადგინოთ ღირსეული 1000-ეული. იხილეთ სრულად

მუსიკა რომ არ არსებობდეს

ე.ი მოდით წარმოვიდგინოთ, რომ მოვიდა ”ბუა” და წაგვართვა მუსიკა. რა მოხდებოდა? არ იქნებოდა არც როკი, არც პოპი, არც ჰიპი, არც ჰოპი, არც სიმფონიები, არც აბაზანაში სიმღერა და სტვენა. პოპ მომღერლები გააკეთებდნენ დღიურებს და თავიანთ გულის ტკივილს გაუზიარებდნენ მათ და ყოველი ახალი დღე დაიწყებოდა ფრაზით : ”ძვირფასო დღიურო”. როკ მომღერლები გადაყვებოდნენ ნარკოტიკებს დალევას და მოიკლავდნენ თავებს, ან ზოგი ფსიქიატრიულში მოხვდებოდა. იქნებოდა სიჩუმე რესტორნებში, ბარებში და რაც მთავარია მარშუტკებში.

ქორწილი როგორ დაიწყებოდა? პატარძლის შესვლას ალბათ სიჩუმე ან ტაში გააფორმებდა (ან საერთოდ გააფორმებდა რამე რო?) როდესაც ბედნიერ (?!) წყვილს შეეძინებოდა შვილი, ძილის წინ დედა, პატარას შექსპირის ლექსებს, ზრაპრებს ან ფეისბუქის და ტვიტერის სტატუსებს წაუკითხავდა.

რათქმაუნდა არ გვექნებოდა ჰიმნი. არც სიტყვა ”ჰიმნი” იარსებებდა. არ გვექნებოდა ქართული ცეკვები. ოღჩ, რითი გააფორმებდნენ პროფილს და ნანუკას შოუს? ნუ კარგი ნანუკა ლაბრადორს და როსტოს ააყეფებდა? და პროფილი? დარჩებოდა ბედის, უფროსწორად ცრემლის ამარა.

მიკვირს ამას როგორ ვამბობ, მაგრამ ერთი პლიუსი მაინც ექნებოდა უმუსიკობას. ქართული შოუბიზნესიდან აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა ქართველი და უცხოელი ვაი მომღერლები.

დავუბრუნდეთ მინუსებს. Continue reading

მუსიკა, ბოროტების იარაღი….

ალბათ ეს ამბავი თითქმის ყოველმა თქვენგანმა იცის, (ზოგს სჯერა, ზოგს არა 🙂 ) მაგრამ არ გაწყენთ მისი კიდევ ერთხელ გადაკითხვა…..

მთელი მსოფლიოს მაშტაბით როკს თითქმის ყოველი მეორე ადამიანი უსმენს. ზოგი ”მოდას” მისდევს, ზოგი კი მართლაც სერიოზულად არის გატაცებული როკ მუსიკით. ასეა თუ ისე, ალბათ ყოველი ჩვენგანი ყოფილა უამრავი ლეგენდარული როკ-ჯგუფის ზეგავლენის ქვეშ. როგორ ფიქრობთ რატომ ხდება ეს?? მუსიკაზე დაქვემდებარება და ასე, უცებ მთელი გონების გადატრიალება??  მოდით ყველაფერს თავიდან მოგიყვებით და დასკვნა თქვენით გამოიტანეთ : )

მთელი მუსიკალური საზოგადოება შეძრა გაზეთ ”როლინგ სტოუნში” (Rolling Stone) გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ დევიდ ბოვიესთან (David Bowie) ერთად Continue reading

30 Seconds To Mars, Oasis, Plain White t’s და მე :))))

ძალიან მინდოდა რაე ისეთი დამეწერა, რაც მხოლოდ ჩემ გემოვნებას შეეხებოდა. ანუ მომეყოლა თქვენთვის იმაზე რაც მე მომწონს. მომწონს ზღვა, მომწონს მეგობრებთან ერთად გართობა, ძალიან მიყვარს ფილმების ყურება, ეს იმის მცირე ჩამონათვალია რასაც ჩემი ”პერსონა” ჰქვია ზოგადად. მაგრამ მოდი კონკრეტულზე გადავალ. ჩემ ცხოვრებაშია ერთი (შეიძლება ზოგისთვის ეს მეორე ხარისხოვანი იყოს) ყველაზე ”ზე” რაღაც რასაც ყოველთვის პირველ რიგში ვაყენებ. მე და ალბათ თქვენც მას მუსიკავ ვეძახით. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ალბათ სათაურიდან გამომდინარე თქვენ მიხვდებოდით რაზეც მინდა ვისაუბრო. Continue reading