შერვუდის ტყის ლეგენდა – რობინ ჰუდი BBC: Movie Review

უბერებელი ლეგენდის ეკრანიზაცია, ცოტაოდენი რომანტიკა,ზომიერი იუმორი, საკმაოდ ბევრი გამბედაობა და გმირების სიმამაცე, სიკეთისა და ბოროტების გამუდმებული ჭიდილი და რობინ ჰუდის უკვდავი სახელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა და მე (ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც ამ სერიებს სხვა ქვეყნებში უყურებდნენ) ტელევიზორის ეკრანებს მივჯაჭვებოდით საკმაოდ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სერიალის საყურებლად. რობინ ჰუდი, ლეგენდა, რომელიც შერვუდის ტყეში ცხოვრობდა მას მერე, რაც მიწები უკანონოდ წაართვეს და იბრძოდა ინგლისის სახელით პრინც ჯონის წინააღმდეგ, – ესეც მოკლე ისტორია იმის შესახებ თუ ვინ იყო რობინ ჰუდი, თუმცა ამ სერიებში, დამიჯერეთ, მისი პიროვნება და ცხოვრება საკმაოდ კარგად არის გადმოცემული. თავიდან არც მოველოდი, რომ მომეწონებოდა, რობინის ისტორიის ეკრანიზაციის იმდენი ვარიანტი მქონდა ნანახი, რომ ვფიქრობდი არაფერი განსაკუთრებული არ იქნება–მეთქი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მომეწონა, კარგი… ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა. Continue reading

სა(პნისოპერა)ქართველო

მთელი ჩემი ცხოვრება სერიალი არაა?” – ცნობილი ხალხური გამონათქვამი, რომელმაც განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო

I – ”მთელი ჩემი ცხოვრება თამაში არაა?” => ფრაზა რომელსაც მაშინ ამბობდნენ, როდესაც თამაში არ უნდოდათ, ან მაშინ როდესაც ბედისგან გატანჯულები თვითგვემას იწყებდნენ.

II – ”მთელი ჩემი ცხოვრება კინო არაა?” => ამ ფრაზაში უკვე თავს იჩენს ინდური, კომუნისტური და შემდგომ უკვე თვით ჰოლივუდური ფილმების გავლენა ქართველ ერზე.

და ბოლოს ზემოთხსენებული ფრაზა ”მთელი ჩემი ცხოვრება სერიალი არაა?” => ”სერიალი”,  XXI – ე საუკუნის ჯერ კიდევ ამოუცნობი ფენომენი. ამოუცნობი იმიტომ რომ დღემდე მგონი არავინ იცის რას ემსახურება იგი. არა როგორ არ იციან, ყველას თავისებური განმარტება აქვს, ზოგი ამტკიცებს რომ ”სერიალი”, ეს არის მაგალითი იმისა თუ რა არის ცუდი და რა არ უნდა გავაკეთოთ, ზოგი ამბობს, რომ ისინი მასში საკუთარ ცხოვრებას ხედავენ და სერიალის გმირებთან ერთად ეძებენ გამოსავალს. ზოგი რას ამბობს ზოგი რას, მაგრამ საბოლოო პასუხამდე ჯერ არავინ მისულა.

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი თავის მიკვირს და ალბათ ბევრ თქვენგანსაც გაუკვირდება, თუ რატომ ვუხმობ ”შთაგონების წყაროს” და რატომ ვხარჯავ ჩემს ეგზომ მშვენიერ და ძვირფას დროს ამ ერთი შეხედვით უაზრო თემაზე, მაგრამ სიმართლე ის გახლავთ ჩემო ძვირფასო მკითხველნო, რომ ამ ერთი შეხედვით უაზრო და არაფრისმთქმელმა სიტყვამ ”სერიალმა”, დიდი გადატრიალება მოახდინა არამარტო ქართველი ერის არამედ უამრავ სხვა ერთა თავში, ტვინში, ფსიქოლოგიაში და ა.შ.

მოდით დავიწყოთ სულ, სულ თავიდან.

”იზაურა”

”იზაურა”

Continue reading