1000 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ

თავიდან ამ გამოკითხვის სახელი იყო ”101 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”, მაგრამ შემდეგ რესპოდენტების თხოვნით ეს ციფრი გადაკეთდა 1000-ად.

დიდი ხანი არ გასულა რაც ”კვირის პალიტრამ” ახალი პროექტი წამოიწყო სახელწოდებით ”50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”. დღეს სწორედ ამ სტატიას ვკითხულობდი, როდესაც ასეთი იდეა მომივიდა.

”1000 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”.

ეს გამოკითხვა ეხება სიმღერებს, რომლებსაც უნდა მოვუსმინოთ სანამ ცოცხლები ვართ.

ყველას სხვადასხვანაირი გემოვნება გვაქვს, ყველა სხვადასხვანაირ მუსიკას ვუსმენთ. მოდით ვურჩიოთ ერთმანეთს და შევადგინოთ 1000 საუკეთესო სიმღერის სია. არ აქვს მნიშვნელობა სიმღერის ჟანრს, ტექსტს, ან იმას თუ რა ენაზეა ის, მთავარია ისეთი იყოს, რომ ღირდეს მისი მოსმენა. უბრალოდ დაწერეთ ის რასაც უსმენთ. შესაძლოა ეს ის სიმღერაა, რომელიც ყველა ჩვენგანს გააერთიანებს, ყველა ჩვენგანს თუ არა უმეტესობას მაინც. წამოაყენეთ კანდიდატურები, მეც ჩემი მხრიდან დავწერ, თუ რომელ სიმღერებს ვანიჭებ უპირატესობას და ერთად შევადგინოთ ღირსეული 1000-ეული. იხილეთ სრულად

მუსიკა ტრანსპორტში

პოსტს დავიწყებ ცნობილი ფაქტით: ციგნების თარეში მატარებლის ვაგონებში უკვე ჩვეულებრივი ამბავია ყველასთვის. მათი სიმღერაც იმათთვის ვინც თითქმის ყოველდღე მგზავრობს მატარებლით, ნაკლებად შემაწუხებელია. მე საკმაოდ ხშირად მიფიქრია მათ ვოკალურ მონაცემებზე. ყოველთვის როდესაც ხმას ამოიღებენ და სიმღერას დაიწყებენ, ისეთი შეგრძნება მაქ, რომ თითქოს ყურები მებზარება (მათი გაბზარვა, რომ შეაძლებელი ყოფილიყო, აქამდე უყურო ვიქნებოდი). მოკლედ ამდენ სიმღერა-სიმღერაში ხმა ზარივით გამჭოლი და ტვინის გამხვრეტი ჩამოუყალიბდათ, თან რაც უფრო დიდი ხმაურია მეტროში და მოგეხსენებათ მატარებელი ლიანდაგებზე უხმაუროდ ვერ გაივლის, ესენიც ცდილობენ უფრო ხმამაღლა იმღერონ და გადაფარონ ეს ხმაური. ხანდახან მეშინია არ გასკდნენ, მაგათ გადამკიდე ზეპირად ვისწავლე ლეგენდარული სიმღერა (ობოლი ბიჭი ვარ და ა.შ). მატარებლის ვაგონებში სხვა გასართობსაც ბევრს ნახავთ, მაგალითად<!–more იხილეთ სრულად