მუსიკა რომ არ არსებობდეს

ე.ი მოდით წარმოვიდგინოთ, რომ მოვიდა ”ბუა” და წაგვართვა მუსიკა. რა მოხდებოდა? არ იქნებოდა არც როკი, არც პოპი, არც ჰიპი, არც ჰოპი, არც სიმფონიები, არც აბაზანაში სიმღერა და სტვენა. პოპ მომღერლები გააკეთებდნენ დღიურებს და თავიანთ გულის ტკივილს გაუზიარებდნენ მათ და ყოველი ახალი დღე დაიწყებოდა ფრაზით : ”ძვირფასო დღიურო”. როკ მომღერლები გადაყვებოდნენ ნარკოტიკებს დალევას და მოიკლავდნენ თავებს, ან ზოგი ფსიქიატრიულში მოხვდებოდა. იქნებოდა სიჩუმე რესტორნებში, ბარებში და რაც მთავარია მარშუტკებში.

ქორწილი როგორ დაიწყებოდა? პატარძლის შესვლას ალბათ სიჩუმე ან ტაში გააფორმებდა (ან საერთოდ გააფორმებდა რამე რო?) როდესაც ბედნიერ (?!) წყვილს შეეძინებოდა შვილი, ძილის წინ დედა, პატარას შექსპირის ლექსებს, ზრაპრებს ან ფეისბუქის და ტვიტერის სტატუსებს წაუკითხავდა.

რათქმაუნდა არ გვექნებოდა ჰიმნი. არც სიტყვა ”ჰიმნი” იარსებებდა. არ გვექნებოდა ქართული ცეკვები. ოღჩ, რითი გააფორმებდნენ პროფილს და ნანუკას შოუს? ნუ კარგი ნანუკა ლაბრადორს და როსტოს ააყეფებდა? და პროფილი? დარჩებოდა ბედის, უფროსწორად ცრემლის ამარა.

მიკვირს ამას როგორ ვამბობ, მაგრამ ერთი პლიუსი მაინც ექნებოდა უმუსიკობას. ქართული შოუბიზნესიდან აღიგვებოდნენ პირისაგან მიწისა ქართველი და უცხოელი ვაი მომღერლები.

დავუბრუნდეთ მინუსებს. Continue reading