რომელი გირჩევნიათ 101-ეული, თუ 1000-ეული, ანუ 101 vs. 1000

სანამ პოსტის ძირითად შინაარსზე გადავალ, მინდა იმათ ვინც მხოლოდ ახლა ჩაერთო ჩვენს მუსიკალურ მარათონში, გავაცნო დღევანდელ დღემდე განვითარებული მოვლენები. მოკლედ ამა წლის მარტში…. თუმცა რა საჭიროა ოფიციალური ლაპარაკი. მოკლედ გეტყვით, რომ ტარდება გამოკითხვა, თემა არის ”1000 სიმღერა, რომლესაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”, მაგრამ ეს ახლანდელი სახელია. მოდით ცოტა კიდევ უკან წავიდეთ, იხილეთ სრულიად

Advertisements

1000 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ

თავიდან ამ გამოკითხვის სახელი იყო ”101 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”, მაგრამ შემდეგ რესპოდენტების თხოვნით ეს ციფრი გადაკეთდა 1000-ად.

დიდი ხანი არ გასულა რაც ”კვირის პალიტრამ” ახალი პროექტი წამოიწყო სახელწოდებით ”50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”. დღეს სწორედ ამ სტატიას ვკითხულობდი, როდესაც ასეთი იდეა მომივიდა.

”1000 სიმღერა რომელსაც უნდა მოუსმინო სანამ ცოცხალი ხარ”.

ეს გამოკითხვა ეხება სიმღერებს, რომლებსაც უნდა მოვუსმინოთ სანამ ცოცხლები ვართ.

ყველას სხვადასხვანაირი გემოვნება გვაქვს, ყველა სხვადასხვანაირ მუსიკას ვუსმენთ. მოდით ვურჩიოთ ერთმანეთს და შევადგინოთ 1000 საუკეთესო სიმღერის სია. არ აქვს მნიშვნელობა სიმღერის ჟანრს, ტექსტს, ან იმას თუ რა ენაზეა ის, მთავარია ისეთი იყოს, რომ ღირდეს მისი მოსმენა. უბრალოდ დაწერეთ ის რასაც უსმენთ. შესაძლოა ეს ის სიმღერაა, რომელიც ყველა ჩვენგანს გააერთიანებს, ყველა ჩვენგანს თუ არა უმეტესობას მაინც. წამოაყენეთ კანდიდატურები, მეც ჩემი მხრიდან დავწერ, თუ რომელ სიმღერებს ვანიჭებ უპირატესობას და ერთად შევადგინოთ ღირსეული 1000-ეული. იხილეთ სრულად