Me, You & EYP – 5th NSC

4 დღე გავიდა რაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი და ადგილზე ვეღარ ვისვენებ. ისევ მინდა საქართველოს უნივრსიტეტში, ისევ მინდა გაუთავებელი მუშაობა რეზოლუციაზე და ისევ მინდა ის გუთავებელი კამათი რომელიც ნერვებს მიშლიდა და რის ბოლოსაც მაინც კონსესუსს ვაღწევდით.

EYP Georgia – 5th National Conference Selection

Finally I’ve Made It :happy: ვინც არ იცით რა გამოვიარე იქამდე სანამ ამ სესიას დავესწრებოდი მაშინ ეს პოსტი წაიკითხეთ —>“ჩემი პირველი ნაბიჯები EYP-სკენ”  : )))

ალბათ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ ბედნიერებას, რომელიც EYP – Georgia – ს იმეილის წაკითხვის შემდეგ ვიგრძენი, როდესაც ისინი მწერდნენ, რომ არჩეული ვიყავი დელეგატად. იხილეთ სრულად

ჩემი პირველი ნაბიჯები EYP-სკენ

ძალიან მინდოდა დღეს კიდევ ერთი პოსტი დამეწერა მუსიკაზე, მაგრამ ერთმა შემთხვევამ გადამაწყვეტინა ეს გადაწყვეტილება შემეცვალა და დამეწერა ჩემ დღევანდელ მიზანზე, რომელიც ერთ წელზე მეტია არსებობს, უბრალოდ მხოლოდ ამ ცოტახნისწინ გავბედე პირველი ნაბიჯი გადამედგა მისკენ. მოკლედ ერთი წლის წინათ, როდესაც ვიყავი 15 წლის, შემთხვევით გავიგე EYP (European Youth Parliament) შესახებ. თავიდან დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან უფრო მეტად ჩემ მუსიკალურ განვითარებაზე უფრო ვფიქრობდი ვიდრე სხვა რამეზე. სულ მცირე დრომ განვლო და ერთერთ კონკურსზე, რომელზეც მე და ჩემი რამდენიმე სკოლელი სკოლამ გაგვაგზავნა, გავიცანი კიდევ ერთი EYP-ერი, რომელმაც ორიოდე სიტყვა გვითხრა თავისი გამოცდილების შესახებ, მაგრამ არც ამაზე გამიმახვილებია დიდი ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ბევრი ვიცოდი EYP-ზე. გავიდა დრო და მივხვდი, რომ ყველა ის ადგილი სადაც მივდიოდი ან ნებისმიერი საიტი (უმეტესობა) სადაც შევდიოდი, ან თუნდაც ახალი ურთიეთობები (უმეტესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ბოლო დროს გავიცანი პირდაპირ ან ირიბ კავშირში იყვნენ EYP-სთან), ყველაფერი ეს ასოცირდებოდა EYP-სთან. გადავწყვიტე ამ ორგანიზაციის შესახებ უფრო მეტი გამეგო წაიკითხე მეტი